... (Q-1082), XVII ს.

495. ლაშქარნი: ფრიდონს: მეფედ: და: მიჴობდეს: მეფეთმეფობით: თვით: თავსა: მათსა: მონად: და: ჩემსა: ყუელასა: სეფობით: დაღრეჯით: ვიყავ: ვერ: მპოვეს: ვეროდეს: ვარდის: მკრეფობით: ჩემი: ვერ: ცნიან: ამბავი: მუნ: იყო: არ: იეფობით:

ფრიდონისაგან ნესტან დარეჯანის ამბვის მბობა ოდეს ტარიელს უამბო:

496. დღესა: ერთსა: მე: და: ფრიდონ: ნადირობას: გამოვედით: ზღვასა: ზედა: წაწურვილსა: ქედსა: რასმე: გარდავდეგით: ფრიდონ: მითხრა: გითხრობ: რასმე: ვთამაშობდით: ცხენსა: ვსხედით: ერთი: რამე: საკუირველი: მე: ვნახეო: ამა: ქედით:

497. მე: ვჰკითხევდი: ფრიდონ: მეტყუის: მართ: ამბავსა: ესოდენსა: დღე: ერთ: მწადდა: ნადირობა: შევჯე: ამა: ჩემსა: ცხენსა: ზღვასა: შიგან: იხვსაგვანდა: ჴმელთა: ზედა: შავარდენსა აქა: ვდეგ: და: თვალს: უგებდი: ქორსა: იქით: განაფრენსა:

498. ზოგჯერ: ზღვისაკენ: მივიხედნი: წავდგომოდი: ამა: გორსა: ზღვასა: შიგან: ცოტა: რამე: დავინახე: თუცა: შორსა: აგრე: ფიცხლასიარული: არას: ძალაქუს: მისსა: სწორსა: ვერად: ვიცან: გავეკუირვე: გონებასა: ამად: ორსა:

499. ვთქუი: რა: არის: რას: ვამსგავსო: მფრინველია: ანუ: მჴეცი: ნავი: იყო: არ: ეფარა: სამოსელი: მრავალკეცი: წინა: კაცნი: მოზიდვიდეს: თვალი: ამად: დავაცეცი: მთვარე: უჯდა: კიდობანსა: ცა: მეშვიდე: მასცა: ვეცი:

500. ამოძურნეს: ორნი: მონანი: შავნი: მართ: ვითა: ფისანი: ქალი: გარდმოსვეს: სისხონი: ვნახენ: მისისა: თმისანი: მას: რომე: ელვა: ჰკრთებოდა: ფერნიმცაგვანდეს: რისანი: მან: გაანათლა: ქუეყანა: გაცუდდეს: შუქნი: მზისანი:

501. სიხარულმან: ამაჩქარა: ამათრთოლა: დაცამლეწა: იგი: ვარდი: შემიყუარდა: რომე: თოვლსა: ეახეწა: დავაპირე: შეტევება: ვთქუი: წავიდე: მათკე: მე: წა: ჩემსა: შავსა: სულიერი: რამცა: ვითა: გარდეხვეწა:

502. ცხენი: გავქუსლე: იქმოდაშამბი: ჴმასა: და: ხრიალსა: ვეღარ: მივესწარ: გამესწრნეს: რაზომცა: ვსცემდი: წრტიალსა: ზღვის: პირსა: მიველ: შევხედენ: ჩნდა: ოდენ: მზისა: ტიალსა: გამშორვებოდეს: წამსლვოდეს: ამისთვის: დავეწუი: ალსა:

503. ესე: მესმა: ფრიდონისგან: მამემატა: ცეცხლთა: სიცხე: ცხენისაგან: გარდავიჭერ: თავი: სრულად: გავიკიცხე: ჩემთა: ღაწუთა: დანადენი: მე: ჩემივე: სისხლი: ვიცხე: მომკალთუცაუშენოსა: ენახოსმცა: ვისცა: ის: ხე:

504. ესე: ჩემგან: გაუკვირდა: ფრიდონს: უცხოდ: ეუცხოა: მაგრა: მეტად: შევებრალე: ტირილითა: მესათნოვა: ვითა: შვილი: დამადუმა: მემუდარა: შემეპოვა: თვალთათ: ვითა: მარგალიტი: ცრემლი: ცხელი: გარდმოთოა:

505. ვაგლახ: მეო: რა: გიამბე: ფათერაკად: მცდარმან: შმაგად: მოვახსენე: ნუ: ინაღული: ნურა: გაგვამაგას: მაგად: იგი: მთვარე: ჩემი: იყო: მით: მედების: ცეცხლი: მდაგად: აწ: გიამბობ: რადგან: თავი: გინდა: ჩემად: ამხანაგად:

506. ფრიდონს: უთხარ: ყუელაკანი: ჩემი: თავსა: გარდასრული: მან: მითხრა: თუ: რას: ვიტყოდი: მოცთომილი: გაბასრული: შენ: მაღალიინდოთ: მეფე: ჩემსა: რადმე: ხარ: მოსრული: საჴელმწიფო: საჯდომი: და: ტახტი: გმართებს: სრაცა: სრული:

507. კულავაცა: მითხრა: ვისცა: ღ~თი: საროს: მორჩსა: ტანად: უხებს: მას: ლახვარსამოაშორვებს: თუცა: პირველ: გულსა: უხებს: იგიმოგვცემს: წყალობასა: მისსა: ზეცით: მოგვიქუხებს: ჭირსა: ლხინად: გაგიცვალებს: არა: ოდეს: შეგვაწუხებს:

508. წამოვედით: ნატირებნი: სრას: დავსხედით: თავისწინა: ფრიდონს: უთხარ: ჩემი: შემწე: შენგან: კიდევ: არავინა: ვითა: ღ~თნ: შენი: მსგავსი: სოფლად: არა: მოავლინა: მაშა: რადგან: შეგემეცნე: ამის: მეტი: რაღა: მინა:

509. არ: ავი: გესვა: მოყუარე: ჟამი: თუ: მომხუდეს: ჟამისად: ენა: გონება: მაჴმარე: გამოსარჩევლად: ამისად: რა: მოვაგვარო: რა: მიჯობს: სალხენლად: ჩემად: და: მისად: თუ: ვერას: ვარგებ: ვიქმნები: ვერდამყოფელი: ხანისად:

510. მან: მითხრა: ბედი: ღ~გან: მიჯობსღა: ამას: რომელი: მოსრულხარ: ჩემად: წყალობად: მეფე: ინდოეთს: მჯდომელი: მემცა: რად: ვიყავ: ამისთვის: მადლისა: რასმე: მდომელი: ერთი: ვარ: მონა: მონებად: წინაშე: თქუენსა: მდგომელი:

511. ესე: ქალაქი: გზა: არის: ნავთა: ყოველგნით: მავალთა: შემომკრეფელი: ამბავთა: უცხოთა: რათმე: მრავალთა: აქა: მოგვესმის: წამალი: შენ: რომე: გწვავს: ალთა: ნუთუ: ქნას: ღ~თნ: გარდასულა: მაგა: ჭირთაცადა: ვალთა:

512. ჩვენ: გავგზავნნეთ: მენავენი: რომელთაცა: კულა: უვლია: მოგვინახონ: იგი: მთვარე: ვისთუის: ჭირი: არ: გუაკლია: მუნემდისცა: მოიჭირვეგონებამან: არ: დაგლია: ყოლა: ჭირი: არ: ეგების: თუმცა: ლხინმან: არ: დასძლია:

513. კაცნი: იჴმენ: მასვე: წამსა: ესე: საქმე: დამიურვეთ: უბრძანეთთუ: ნავებითა: წადით: ზღვა: ზღვა: მოიცურვეთ: მოგვინახეთ: საყუარელსა: მისსა: მისთვის: მოვასურვეთ: თავთა: ჭირი: უათასეთ: რადმც: უშვიდეთ: რადმცა: ურვეთ: