... (Q-1082), XVII ს.

514. უჩინნა: კაცნი: სადაცა: სადგურნი: ნავთა: სჩენოდეს: უბრძანა: ძებნეთ: ყოველგან: რაცა: ვის: მისი: გსმენოდეს: მოლოდნა: მიჩნდა: სალხინოდ: პატიჟნი: მორე: მლხენოდეს: უმისოდ: ლხინი: მენახოსამა: დღისათვის: მრცხვენოდეს:

515. ფრიდონ: საჯდომნი: დამიდგნა: ადგილსა: საპატრონოსა: მითხრა: თუ: მცდარ: ვარ: აქამდის: ვერ: მივხვდი: გასაგონოსა: ხარ: დიდი: მეფეინდოთა: რად: ვინრამოგაწონოსა: ვინ: არის: კაცი: რომელმან: თავი: არ: დაგამონოსა:

516. რას: ვაგრძელებდე: მოვიდეს: ყოვლგნით: ამბისა: მძებნელნი: ცუდნი: და: ცუდთა: ადგილთა: თავისა: დამაშრობელნი: ვერა: ვერ: ეცნათვერ: იყუნეს: ვერას: ამბისა: მცნობელნი: მე: უფრო: მდინდესთვალთაგან: კვლავ: ცრემლი: შეუშრობელნი:

517. ვთქუი: რა: მაკლდა: სახლსა: ჩემსა: სპათა: ვსჭურეტ: და: ვსუამ: იგია: მე: ვიშვებ: და: იგი: ტყვედა: ზღვათა: შიგა: წამიგია: კლდისაგანცა: უმაგრესსა: ესე: ვითა: გამიგია: ჴმალსა: ჴელსა: ვეღარას: ვჴდი: ცუდად: შიგან: რას: მიგია:

518. მე: ფრიდონს: უთხარ: ესე: დღე: ვითა: მესაზაროების: ამისად: მოწმად: ღ~თი: მყავს: სათქმელად: მეუცხოების: უშენოდ: მყოფსა: ღამე: და: დღეცა: მესაღამოების: დავხსნილ: ვარ: ლხინსა: ყოველსა: მით: გული: ჭირსა: მოების:

519. მაშა: მე: მისსა: ამბავსა: რადგან: აღარას: მოველი: ვეღარ: ვიქნები: გამიშვი: ვარ: ფარმანისა: მთხოველი: ფრიდონს: რა: ესმა: ატირდა: ცრემლითა: მოერწყო: ველი: მითხრა: თუ: ძმაო: დღესითგან: ცუდ: ჩემი: ლხინი: ყოველი:

520. თუცა: დია: მოიჭირვეს: ვერცა: ეგრე: დამიჭირეს: მისთა: სპათა: მუჴლმოყრილთა: თავი: მათი: ჩემკერძ: ირეს: მეხვეოდეს: მაკოცებდეს: ატირდეს: და: ამატირეს: ნუ: წახვალო: დაგაწამოთ: სიცოცხლეა: ჩვენი: ვირეს:

521. აგრე: უთხარ: თქუენი: გაყრა: მეცა: დია: მეძნელების: მაგრა: ლხინი: უმისოსა: ჩემგან: ძნელად: გაიძლების: ჩემსა: ტყუესა: ვერ: გავსწირავ: თქუენცა: დია: გებრალების: ნუვინ: მიშლით: არ: დავდგები: არცა: ვისგან: დამეშლების:

522. მერმე: ფრიდონ: მომიყუანა: მიძღვნა: ესე: ჩემი: ცხენი: მითხრა: ხედავ: პირი: მზისა: თქუენ: საროსა: ეგეც: ხენი: ვიცი: მეტი: არა: გინდა: ძღვენი: რამცა: გავკიცხენი: თვით: ამანვე: მოგაწონოს: სახედრობა: სიფიცხენი:

523. ფრიდონგამომყუა: წავედით: ორთავე: ცრემლნი: ვღვარენით: მუნ: ერთმანერთსა: ვაკოცეთ: ზახილით: გავიყარენით: სრულად: ლაშქარნი: მტიროდეს: გულითა: დიაღარენით გაზრდილგამზრდელთა: გაყრასა: ჩვენ: თავი: დავადარენით:

524. ფრიდონისით: წამოსრულმან: წაველ: ძებნად: კვლავვიარე: რომე: არა: არ: დამირჩა: ჴმელთა: ზედა: ზღვათა: გარე: მაგრა: მისსა: მნახავსაცა: კაცსა: ვერას: შევეყარე: გული: სრულად: გამიშმაგდა: თავი: მჴეცთა: დავადარე:

525. ვთქუი: თუ: ჩემი: აღარაა: სიარული: ცუდი: ცურვა: ნუთუ: მჴეცთა: სიახლემან: უკუმყაროს: გულსა: ურვა: მონათა: და: ამა: ასმათს: სიტყუა: უთხარ: შვიდი: თუ: რვა: ვიცი: რომე: დამირჯიხართ: დია: გმართებს: ჩემი: მდურვა:

526. აწ: წადითო: მე: დამაგდეთ: ეტერენით: თავთა: თქვენთა: ნუღარ: უჭურეტთ: ცრემლთა: ცხელთა: თვალთა: ჩემთათ: მონადენთა: რა: ესენი: მოისმენნეს: საუბართა: ესოდენთა: მითხრეს: ჰაი: ჰაირასა: ბრძანებთ: ნუ: მოასმენ: ყურთა: ჩვენთა:

527. უშენოსა: ნუმცა: ვნახავთ: ნუ: პატრონსა: ნუ: უფალსა: ნუთუ: ღ~თნ: არ: გაგუყარნეს: ფეჴთა: თქუენთა: ნატერფალსა: თქუენ: გიჭურეტდეთ: საჭურეტელსა: შვენიერსა: სატურფალსა: თურე: ბედი: მოაღაფლებს: კაცსა: აგზომ: არღაფალსა:

528. ვეღარ: გავგზავნენ: სიტყვანი: მესმნეს: მონათა: ჩემთანი: მაგრა: დავჰყარენ: არენი: მე: კაცრიელთა: თემთანი: სახლად: სამყოფნი: მიმაჩნდეს: თხათა: და: მართ: ირემთანი: გავიჭერ: სრულად: დავტკეპნენ: ქუე: მინდორნი: და: ზე: მთანი:

529. ესე: ქვაბნი: უკაცურნი: ვჰპოვენ: დევთა: შეეკაფნეს: შემომებნესამოვწყვიტენ: ყოლავერას: ვერ: მეჴაფნეს: მათ: მონანი: დამიჴოცნეს: ჯაჭვნი: ავად: მოექაფნეს: საწუთრომან: დამაღრიჯა: ცქაფნი: მისნი: კულალ: მეცქაფნეს:

530. დევთა: ყვირილი: ზახილი: ზეცამდი: აიწეოდა: მათისა: ლახტის: ცემითა: ქუეყანა: შეირყეოდა: მზე: დააბნელეს: მტუერითა: ალვის: შტო: შეირხეოდა: ასნი: ერთკერძთა: მომიჴდეს: დავჰფრიწე: დაიხეოდა:

531. პირველ: რაზმი: დავფრიწე: შევლეწე: ქუაბის: კარები: დიდი: რამ: დევი: მომიჴდა: მას: ჴელთა: ჰქონდა: ფარები: რქასა: ვჰტაცე: დავითრივე: არ: მოვაჴმარე: მჴარები: ხანჯლითა: გული: გაუპე: რუდ: დის: სისხლისა: ღუარები:

532. დაღამდა: ომი: დასწყნარდა: გუმბათსა: დაჯდა: მთუარეო: დაჴოცილითა: დევითა: აივსო: არემარეო: გლახ: მე: და: ასმათ: მარტონი: გავჰყრიდით: ქვაბთა: გარეო: ხელსა: მიმჭირდა: მას: აქეთ: სულნი: ამომჴდენ: ბარეო:

533. აჰა: ძმაო: მაშინდიდგან: აქა: ვარ: და: აქა: ვკუდები: ხელი: მინდორს: გავიჭრები: ზოგჯერ: ვჰტირ: და: ზოგჯერ: ვბნდები: ესე: ქალი: არ: დამაგდებს: არს: მისთვისცეცხლნადები: ჩემად: ღონედ: სიკუდილისა: მეტსა: არას: არ: ვეცდები: