... (Q-1082), XVII ს.

287. ზედან: წიგნსა: საფიცარსა: შევჰფიცე: და: შემომფიცა: მისგან: ჩემი: სიყუარული: ამით: უფრო: დაამტკიცა: უშენოსა: მოწონება: ვისიცაო: გულსა: მისცა: ღ~თი: მამკლავს: ამას: იქით: თავსა: ვეტყვი: ამას: ვსწურთიცა:

288. დავჰყავ: ხანი: მას: წინაშე: სიტყვანიცა: ტკბილნი: ვთქუენით: ვსჭამეთ: ამო: ხილი: რამე: ერთმანერთსა: ვეუბენით: მერმე: ავდექ: წამოსავლად: ტირილით: და: ცრემლთა: დენით: მისთა: შუქთა: შვენებანი: ნათლად: მადგეს: გულსა: ფენით:

289. მეძნელებოდა: სიშორე: მისი: ბროლბალახშმინისა: მე: გამიახლდა: სოფელი: მქონდა: სიმრავლე: ლხინისა: ჩემად: ჩნდა: იგი: სინათლე: ეთერით: მზედ: ნაჩინისა: აწ: მიკვირს: მისსა: გამყრელსა: გული: მიც: კლდისა: ტინისა:

290. დილასა: შევჯე: უბრძანე: ჰკარით: ბუკსა: და: ნობასა: სრულთა: სპათასა: ვერ: გიხმობ: არ: შესხდომილად: მზობასა: ლომმან: მივმართე: ხატაველს: ვერვინ: მიზრაჴავს: ჴრდლობასა: უგზოსა: ვლიდეს: ლაშქარნი: არ: გაივლიდეს: გზობასა:

291. დავაგდე: ზღუარიინდოთა: მევლო: პაშტაი: ხანია: რამაზის: კაცი: მემთხვია: ხატაველზედა: ხანია: მან: მითხრა: მოციქულობა: გულისა: მოსაფხანია: ჩვენთა: მგელთაცა: დასჭამენთქუენნი: ინდოთათხანია:

292. მე: შემომძღვნეს: რამაზისგან: ძღვნად: საჭურჭლე: საშინელი: მითხრეს: გკადრებს: ნუ: ამოგვწყვეტ: არის: შენგან: არსაქნელი: ზენაარი: გამოგვიღე: მით: გვაბია: ყელსა: წნელი: მოურვებლად: მოგახსენოთ: თავი: შვილი: საქონელი:

293. რაცა: შეგცოდეთ: შეგვინდევთვით: ჩვენვე: შეგვინანია: თუ: ღ~თითაშეგვიწყალებდეთ: აქა: ნუ: მოვლენ: სპანია: ქუეყანა: ჩუენი: არ: ასწყდეს: რისხვით: არ: დაგვტყდენ: ცანია: შენ: მოგცეთ: ციხე: ქალაქი: მოგყუენ: ცოტანი: ყმანია:

294. გვერცა: დავისხენ: ვაზირნი: ვიუბნეთ: გავიზრახენით: მითხრეს: თუ: ხარო: ყმაწვილი: ბრძენი: მით: გკადრებთ: გლახ: ენით: არიან: ერთობ: მუხთალნი: ჩუენ: ერთხელ: კვლაცა: ვნახენით: არამცა: მოგკლეს: ღალატად: არამცა: ვივაგლახენით:

295. ჩვენ: ამას: ვარჩევთ: წავიდეთკარგითა: მართ: მამაცითა: ლაშქარნი: ახლოს: გვეკიდნენ: სცნობდენ: ამბავსა: კაცითა: გულმართლად: იყვნენ: მიენდევ: აფიცე: ღთითა: და: ცითა: არ: დაგმორჩილდენ: შერისხდი: რისხვითა: კვლავ: და: კვლაცითა:

296. მეკეთა: ესე: თათბირი: ვაზირთა: ნავაზირები: შევსთვალე: რამაზ: მეფეო: ვცან: შენი: დანაპირები: სიკუდილსა: გიჯობს: სიცოცხლე: დაგვიდგამს: ვერ: ქვითკირები: ლაშქართა: დავჰყრი: წამოვალ: ცოტათაშენ: კერძ: ვირები:

297. მათ: ლაშქართაგან: სამასნი: კარგი: მოყმენი: ქუელანი: თანა: წამომყუეს: წაცაველ: დავჰყარენ: სპანი: ყუელანი: დავედრე: სადა: მე: მევლოს: ვლენით: იგივე: ველანი: ახლოს: მამდევდით: მიშველდით: გიჴმობ: თუ: მინდენ: შველანი:

298. სამ: დღე: ვიარე: მემთხვია: სხვა: კაცი: მისვე: ხანისა: კვლავ: ეძღუნა: უცხო: მრავალი: შესამოსელი: ტანისა: ებრძანა: მწადსო: სიახლე: შენ: ლაღისა: და: ჯანისა: რა: შეგეყარო: მაშინ: სცნა: კვლავ: ძღუნობა: ამისთანისა:

299. კულაცა: ეთქუა: მართალია: ეზომ: ჩემი: მონახსენი: მე: თვით: წინა: მოგეგებვი: მესწრაფების: ნახვა: შენი: მოვახსენე: დია: ღ~თო: ბრძანება: ვჰქნამეცა: თქუენი ტკბილად: ვნახეთ: ერთმანერთი: ვიყუნეთ: ვითა: მამაძენი:

300. მუნით: წასული: ჩამოვჰჴე: ტევრისა: რასმე: კიდესა: კულავ: მოციქულნი: მოვიდეს: სალამად: არ: დამრიდესა: წინა: ტურფათა: ტაიჭთა: ძღვნად: ჩემთვის: მოზიდვიდესა: შენსა: ნახვასა: მეფენი: თქუეს: მართლად: ინატრიდესა:

301. კვლაცა: ეცნა: მოციქულთა: მოსლვა: წინა: გაეგება: გარდაჰჴდეს: და: თაყვანისცეს: სხვაგნით: სხვათა: ჰკადრეს: ქება: კაცმან: ვითმცა: შეგიშალოს: რაცა: გინდეს: თქუენი: ნება: რად: გუიწყრებით: შეუცოდრათეგე: საქმე: ვით: ეგება:

302. გაგვეხრდეს: ესე: თქმანი: ვიხარეთ: და: ვინადირეთ: ქორითა: და: ავაზითა: უცხო: სულნი: დავიჭირეთ: მჴეცნი: მოვსრენ: მახუილითა: ჩვენნი: მბრძოლნი: ავატირეთ: ვლაღობდით: და: ვთამაშობდით: სწრაფად: მოსლვა: დავაპირეთ:

303. მითხრეს: მეფე: მოგეგებვისმეცა: შენ: კერძ: ვიარები: სახლით: ჩემით: წამოსრული: ხვალე: ადრე: შეგეყრები: მოციქულნი: დავაყენენ: ხარგა: დავდგი: არ: მზირები მეტად: ამოდ: უალერსე: ერთგან: დაწვნეს: ვით: მაყრები:

304. კარგი: საქმე: კაცსა: ზედა: აზომ: თურე: არ: წახდების: ერთი: კაცი: უკმორესწყდა: მოდგა: მალვით: მეუბნების: დიდი: მაცსო: თქუენი: ვალი: ჩემგან: ძნელად: გარდიჴდების: გაწირვა: და: დავიწყება: ჩემგან: თქვენი: არ: იქნების:

305. მე: მამისა: თქუენისაგან: ვარ: ცოტაი: განაზარდი: შენი: მესმა: საღალატო: საცნობელად: გამოვარდი: მკვდარი: მიმძიმ: სანახავად: ტანი: მჭევრი: პირი: ვარდი: ყუელასავე: მოგახსენებ: გამიგონე: დამიწყნარდი:

306. შემიგნია: იგი: კაცი: შენთუის: კარგსა: არ: არჩევენ: მოციქულთა: მოგზავნილთა: საღალატოდ: შეგიჩუევენ: ილათითა: მიგიყუანენ: უკან: სპათა: მოგაწევენ: სასიკვდილოდ: მონდომიხარ: აგრე: ფიცხლად: მით: გაწუევენ: