... (Q-1082), XVII ს.

439. ვერ: გათნევ: თქუენმან: კეთილმან: აწ: ეგე: არმართალია: ღ~თნ: არ: მოგცა: ყმა: შვილი: გიზის: ერთაი: ქალია: ხვარაზმშა: დასვა: ჴელმწიფედ: დამრჩების: რა: ნაცვალია: სხვა: მეფე: დაჯდეს: ინდოეთს: მერტყას: მე: ჩემი: ჴმალია:

440. არად: მინდა: შენი: ქალიგაათხოვე: გამარიდე: ინდოეთი: ჩემი: არის: არვის: მივსცემჩემგან: კიდე: ვინცა: ჩემსა: დამეცილოს: მისით: მასცა: აღმოვჰფხვრიდე: სხვადმეშველსა: გარეგანსა: მამკალ: ვისცა: ვინატრიდე:

ამბის ცნობა ტარიელისაგან ნესტან დარეჯანის დაკარგვისა:

441. ესე: კაცნი: გამეგზავნნეს: გონებასა: გავეშმაგე: რომე: მისი: ვერა: მეცნა: ამას: უფრო: დავედაგე: მას: ზღუდესა: გარდავადეგ: მინდორთაკენ: რომე: ვაგე: მესმა: საქმე: საშინელი: თუცა: თავი: ვერ: წავაგე:

442. გამოჩნდეს: ორნი: ქუევითნი: მე: მივეგებე: წინარე: ქალი: ჰყუა: ერთსა: მონასა: ვცანმცა: თუ: მოღმა: ვინ: არე: თავგაგლეჯილი: ასმათი: პირს: სისხლი: ჩამომდინარე: აღარ: მიყივლა: ღიმილით: არცაღა: გამიცინა: რე:

443. იგი: ვნახე: დავებნივე: გონებანი: გამიშმაგნა: შორით: უჴმე: რაშიგან: ვართ: ანუ: ცეცხლმან: რად: დაგუდაგნა: მან: საბრალოდ: შემომტირნა: ძლივ: სიტყუანი: გამოაგნა: მითხრა: ღ~თნ: სიმგრგულე: ცისა: ჩვენთვის: რისხვით: წამოგრაგნა:

444. ახლოს: მიველ: კულაცა: ვჰკითხე: რაშიგან: ვართ: თქუი: მართალი: კულავ: საბრალოდ: ამიტირდა: კვლავმოედვა: ამით: ალი: დიდხან: სიტყუა: ვერა: მითხრა: მისთა: ჭირთა: ნაათალი: მკერდსა: წითლად: უღებავიდა: სისხლი: ღაწვთა: ნაწვეთალი:

445. მერმე: მითხრამოგახსენებ: ესე: რადმცა: დაგიმალე: მაგრა: ვითა: გაგახარნე: შენცა: აგრე: შემიწყალე: ნუ: მაცოცხლებ: ნუ: დამარჩენ: შემიხვეწე: შემიბრალე: დამხსენ: ჩემსა: საწუთროსა: ღ~თსა: შენსა: მიავალე:

446. მიამბო: ოდეს: სასიძო: მოჰკალ: და: ჴმა: დაგივარდა: მეფესა: ესმა: აიჭრა: მართ: მისგან: გასატკივარდა: შენ: დაგიძახესმიჴმეთო: ჴმამაღლა: გაჴდა: ყივარ: და: მოგნახეს: შინა: ვერ: გპოვეს: მით: მეფე: გამომჩივარდა:

447. ჰკადრეს: აქა: აღარ: არის: კარნი: სადმე: გაუვლიან: მეფე: ბრძანებს: ვიცი: ვიცი: მეტად: კარგად: შემიგიან: მას: უყუარდა: ქალი: ჩემი: სისხლნი: ველთა: მოუღურიან: რა: ნახიან: ერთმანერთი: არ: შეხედვა: ვერ: დათმიან:

448. აწ: თავმან: ჩემმან: მას: მოვჰკლავ: ჩემად: დად: ვინცა: მედესა: მე: ღ~თსა: ვუთხარ: დაუბამს: მას: ეშმაკისა: ბადესა: მათ: ბოზკუროთა: ასეთი: რა: მისცეს: რა: უქადესა: თუ: დავარჩინო: ღ~თი: ვგმო: მისად: პატიჟად: მზად: ესა:

449. მის: მეფისა: წესი: იყო: თავი: მისი: ძუირად: ფიცის: და: თუფიცის: არ: გატეხის: მასვე: წამსა: დაამტკიცის: ესე: წყრომა: მეფისაგან: ვისცა: ესმა: ვინცა: იცის: მან: უბრძანადავარ: ქაჯსა: ვინ: გრძნებითა: ცაცა: იცის:

450. დავარს: დასა: მეფისასა: უთხრა: ვინმე: ღ~თისა: მტერმან: თავი: ფიცა: ძმამან: შენმან: არ: დაგარჩენს: იცის: ერმან: მან: აგრე: თქუა: უბრალო: ვარ: იცის: ღ~თნ: სახიერმან: ვისგანმოვჰუკდევისთუის: მოვჰკუდემიიხვედროს: იგი: ვერ: მან:

451. პატრონი: ჩემი: აგრევე: იყო: წამოხუელშენ: ოდეს: შენეულივე: რიდენი: ებურნეს: ტურფად: შვენოდეს: დავარ: მოსთქმიდა: სიტყუითა: რომელნი: არა: მსენოდეს: ბოზო: შენ: ბოზო: რად: მომკალ: ვეჭუ: შენცა: არა: გლხენოდეს:

452. როსკიპო: ბოზო: დიაცო: საქმრო: რად: მოაკვლევინე: ანუ: სისხლითა: მისითა: ჩემი: რად: მოაზღვევინე: არ: ცუდათმამკლავს: ძმა: ჩემი: რა: გიყავ: რა: გაქნევინე: აწ: ღ~თსა: უნდეს: ვერ: მიხუდე: ვის: ესე: დააშლევინე:

453. ჴელი: მიჰყო: წამოზიდნა: თმანი: გრძელნი: დაუფუშნა: დაალება: დაალურჯა: მედგრად: პირნი: მოიქუშნა: მან: პასუხი: ვერა: გასცა: ოდენ: სულთქნა: ოდენ: უშნა: ქალმან: შავმან: ვერა: არგო: ვერცა: წყლული: დაუშუშნა:

454. რა: დავარ: გაძღა: ცემითა: მისითა: დალურჯებითა: წამოდგეს: ორნი: მონანი: პირითა: მით: ქაჯებითა: მათ: კიდობანი: მოჰქონდაეუბნეს: არ: აჯებითა: მას: შიგან: ჩასვეს: იგი: მზე: გავს: იქნასდარაჯებითა:

455. მან: უთხრაწადით: დაკარგეთ: მუნ: სადა: ზღვისა: ჭიპია: წმინდისაწყლისავერ: ნახოს: მყინვარე: ვერცა: ლიპია: მათ: გაეხარნეს: ჴმა: მაღლად: იყივლეს: ლიპი: ლიპია: ესე: ვნახე: და: არ: მოვჰკუე: არა: მგავს: არცა: სიპია:

456. ზღვათაკენ: გაავლნეს: მაშინვესარკმელნიგაუჩინარდა: დავარ: თქუა: მქმნელი: ამისი: ვინ: არ: დამქოლოს: ვინ: არ: და: ვირემ: მამკლევდეს: მოვჰკვდები: სიცოცხლე: გასაწყინარდა: დანა: დაიცა: მოცაკუდა: დაეცა: გასისხლმდინარდა:

457. რად: არ: მიკვირვებ: ცოცხალსა: მე: ლახვარ: დაუსობელსა: აწ: იგი: მიყავ: რა: მმართებს: ამისსა: მახარობელსა: ზენაარ: დამხსენ: სიცოცხლე: სულთა: დგმადაუთმობელსა: საბრალოდ: ცრემლსა: ადენდა: უკლებსა: დაუშობელსა: