... (Q-1082), XVII ს.

419. ესე: მეტად: მამეწონა: თათბირი: და: გამორჩევა: ჩემთა: მტერთა: დავაცადე: დასაჴოცლად: ჴმლისა: ქნევა: მერმე: ავდეგ: წამოსავლად: მან: დამიწყო: ქვექვეწვევა: მწადდა: მაგრა: ვერ: შევმართე: შეჭიდება: შემოხუევა:

420. ხანი: დავჰყავ: გავეყარე: მაგრა: გავჴე: ვითა: ხელი: ასმათ: წინა: ჩამომიძღუა: ჩამდიოდა: ცრემლი: ცხელი: ჭირი: ბევრჯელ: ვაათასე: ლხინი: ჩემი: ვაერთხელი: მერმე: წასვლა: არა: მწადდა: ამად: მივალ: არ: ფიცხელი:

421. გარე: ვაქციე: ასმათი: მუნ: ჩემი: ჩამოყოლილი: გარეთუჭვრეტდი: ვარსკვლავთა: მე: საწოლს: ვერ: დაწოლილი: გულსა: დამესვის: ლახვარი: შავთა: წამწამთა: სროლილი: მისმან: შუქმან: დამალურჯა: დამალება: დამდვა: წყლული:

422. მოვიდა: კაცი: სასიძო: მოვაო: მოსლვა: გვახარა: მაგრა: თუ: ღ~თი: რას: უზამს: არა: იცოდა: გლახ: არა: მეფესა: მიხუდა: სიამე: არ: სიტყვა: ივაგლახა: რა: მიბრძანა: ახლოს: მიმიხმომოდიო: თავი: დახარა:

423. მიბრძანა: ჩემთვის: ესე: დღე: ლხინი: და: სიხარულია: გარდავიჴადოთ: ქორწილი: ჴამს: ვითა: დასასრულია: კაცი: გავგზავნოთ: მოვიღოთ: ყოვლგნით: საჭურჭლე: სრულია უხვად: გავსცემდეთ: ვავსებდეთ: სიძუნწე: უმეცრულია:

424. მე: გავგზავნენ: ყუელგანკაცნი: საჭურჭლეთა: წამომხმელი: სასიძოცა: მოგვივიდა: იყვნეს: ხანსა: არდამზმელი: შიგნით: ჩვენნი: გაეგებეს: გარეთ: მოდგეს: ხვარაზმელი: მათ: ლაშქართა: ერთგან: მყოფთა: ვერ: იტევდეს: ვერცაჴმელნი:

425. მეფემან: ბრძანა: მოჰკაზმეთ: კარვითა: მოედანია: გამოისვენოს: სიძემან: დაყოს: ცოტაი: ხანია: მუნ: მისად: ნახვად: გავიდენ: უშენოდ: სხვანი: სპანია: შენ: აქა: ნახენ: კმარიან: იქა: ნახვისად: კმანია:

426. მაედანს: დავდგი: კარვები: წითლისა: ატლასებისა: მოვიდა: სიძე: გარდაჴდა: დღე: გვანდა: არ: აღვსებისა: შეიქნა: გასლვა: შიგანთა: ჯარია: მუნ: ხასებისა: დაიწყოდგომა: ლაშქართა: თემთემად: დასდასებისა:

427. მე: დავშვერ: ვითა: წესია: საურავგარდაჴდილისა: შინა: წამოველ: მაშურალსაქნა: მომდომოდა: ძილისა: მონა: მოვიდა: მამართვა: წიგნი: ასმათის: ტკბილისა: ადრე: მოდიო: გიბრძანებს: მსგავსი: ალვისა: ზრდილისა:

428. ცხენისაგან: არ: გარდავჴე: წაველ: ფიცხლად: დავმორჩილდი: ქალი: დამხვდა: ნატირები: ვჰკითხე: ცრემლსა: რასა: მილდი: მითხრა: შენი: შესწრობილი: ტირილსამცა: ვით: ავსცილდი: გაუწყუეტლად: ვით: გამართლო: რაგვარადმცა: გავაქილდი:

429. შევედით: ვნახეთ: ბალიშსა: ზედანწარბშერჭმით: მჯდომარე: მზე: ვეღარას: იქს: მის: მეტსა: მას: გაენათლა: რომ: არე: წავდეგ: მიბრძანა: რასა: სდგა: დღე: მიგჩანს: წინ: საომარე: ანუ: გამწირე: მიტყუე: და: კვლაცა: მომიცთომარე:

430. მე: მეწყინა: აღარა: ვჰთქუი: ფიცხლად: გარე: შემოვბრუნდი: უკუვჰყივლე: აწ: გამოჩნდეს: არ: მინდოდეს: ვისცა: უნდი: ქალი: ომსა: როგორ: მაწვევს: აგრე: ვითა: დავძაბუნდი: შინა: მოველ: მოკლვა: მისი: დავაპირე: არ: დავყმუნდი:

431. ასსა: ვუბრძანე: მონასა: საომრად: დაემზადენით: შევსხედით: გავლეთ: ქალაქი: არავის: გავეცხადენით: კარავსა: შეველ: სასიძო: ვითა: წვა: ზარამც: თქმად: ენით: უსისხლოდ: მოვჰკალ: იგი: ყმა: თუცა: ჴმდა: სისხლისა: დადენით:

432. კარვის: კალთა: ჩახლათული: ჩავჭერ: ჩავაქარაბაკე: ყმასა: ფეჴით: მოვეკიდე: თავი: სვეტსა: შევუტაკე: წინა: მწოლთა: დაიზახეს: გლოვა: მიხვდა: საარაკე: ცხენსა: შევჯე: წაცამოველ: ჯაჭვი: მეცვა: საკურტაკე:

433. ჴმა: დამივარდა: შეიქმნა: ძახილი: მოსაწევარი: წამოველ: დევნა: დამიწყეს: დავჴოცენჩემნი: მდევარი: ქალაქი: მქონდა: მაგარი: მტერთაგან: მოურევარი: მას: შიგან: შეველმშვიდობით: ამოდ: იგივე: მე: ვარი:

434. კაცი: გავგზავნენ: ვაცნობე: ყოვლგან: ლაშქარსა: ყუელასა: აქა: მომართეთ: ვინცაღა: ჩემსა: იქმოდეთ: შველასა: არ: გაწყდა: მოსლვა: მდევართა: ღამესა: დია: ბნელასა: ჩემი: რა: სცნიან: სცვიდიან: თავებსა: მათსა: მრთელასა:

435. ცისკრად: ავდეგ: შევეკაზმე: რა: გათენდა: ღამე: დილად: ვნახენ: სამნი: დიდებულნი: მეფისაგან: მოგზავნილად: ებრძანა: თუ: ღ~თნ: იცის: გამეზარდე: ვითა: შვილად: ჩემი: ასრე: რად: შესცვალე: სიხარული: სიმძიმილად:

436. ხვარაზმშას: სისხლი: უბრალო: სახლად: რად: დამადებინე: თუ: ჩემი: ქალი: გინდოდა: რად: არა: შემაგებინე: მე: ბერსა: შენსა: გამზრდელსა: სიცოცხლე: მაარმებინე: დღედ: სიკვდილამდის: შენიცა: თავი: არ: მაახლებინე:

437. მე: შეუთვალე: მეფეო: ვარ: უმაგრესი: რვალისა: თვარე: რად: მიშლის: სიკუდილსა: ცეცხლი: სირცხვილთა: ალისა: მაგრა: თვით: იცით: ჴელმწიფე: ჴამს: მქნელი: სამართალისა: მეთქუენმან: მზემანმაშოროს: ნდომა: თქუენისა: ქალისა:

438. იცით: ინდოთა: სამეფო: რასთენი: სრასაჯდომია: ერთიღა: მე: ვარ: მემკვიდრე: ყუელაი: თქუენ: მოგჴდომია: ამოსწყდა: მათი: ყუელაი: მამული: შენ: დაგრჩომია: უშენოდ: ტახტი: აქამდის: არავის: არ: მიხდომია: