... (Q-1082), XVII ს.

268. ხატაეთს: მყოფნი: მოვიდეს: მათგან: მოსლვისა: დრონია: სიტყუანი: შემოეთუალნეს: ლაღნი: და: უკადრონია: არც: არამ: ჩვენვართ: ჯაბანნი: არცციხეუმაგრონია: ვინ: არის: თქუენი: ჴელმწიფე: ჩუენ: ზედა: რა: პატრონია:

წიგნი ხატაელთა მეფისა ტარიელისა წინაშე მოწერილი პასუხად:

269. მოეწერა: რამაზ: მეფეწიგნს: გიწერსა: ტარიელსა: გამიკუირდა: რა: ეწერა: წიგნსა: შენგან: მონაწერსა: რაგვარათუ: მანდა: გეჴმე: ვინ: ჰპატრონობ: ბევრსა: ერსა: ამისმეტსა: ნუმცა: ვნახავ: კვლაღა: წიგნსა: შენ: მიერსა:

270. უბრძანე: წვევა: ლაშქართა: გავგზავნე: მარზაპანია: იგი: ვარსკვლავთა: ურიცხვი: მოკრბეს: ინდოთა: სპანია: შორით: და: ახლოთ: ყუელანი: მართ: ჩემკენ: მონასხპანია: ერთობ: ლაშქრითა: აივსო: მინდორი: კლდე: კაპანია:

271. ფიცხლა: მოვიდეს: არ: ექნამათ: შინა: ხანდაზულობა: აღლუმი: ვნახე: მეკეთა: ლაშქართა: მოკაზმულობა: სიჩაუქე: და: სიკეთე: კეკლუცად: დარაზმულობა: ტაიჭთა: მათთა: სიკეთე: აბჯართა: ხვარაზმულობა:

272. ავმართე: დროშა: მეფისა: ალმითა: წითელშავითა: დილასა: ვბრძანე: გამართვა: ლაშქრითა: უთვალავითა: თავსა: ვტიროდი: ვიტყოდი: ბედითა: მეტად: ავითა მზე: თუ: არ: ვნახო: არ: ვიცი: ვიარო: ვითა: და: ვითა:

273. შინა: მიველ: დაღრეჯილსა: გულსა: სევდა: მიიეფდა: თვალთათ: ვითა: საგუბარი: ცრემლი: ცხელი: გარდმომჩქებდა: ბედი: ჩემი: უბედური: ვჰთქუი: თუ: ჯერცა: ვერ: გამეფდა: ხელმან: ვარდი: რად: იჴელთა: რათგან: ასრე: ვერ: მოჰკრეფდა:

274. შინა: მიველ: სევდიანიარ: ნადიმთა: ღვინოს: ვსმიდი: წამ: წავიდა: სოფლისაგან: მადლსა: ღ~თო: შევწირვიდი: ვერცა: ვჯდი: და: ვერცა: ვიდგი: არა: ვიცი: რასა: ვზმიდი: თმობა: ვჰთხოვე: შემოქმედსა: მეფისაკენ: წაცავედი:

275. მონა: შემოდგა: მივეცი: საქმესა: გაკვირვებულსა: ასმათის: წიგნი: მამართვა: მე: მეტად: შეჭირვებულსა: ეწერა: გიჴმობს: შენი: მზე: შენ: მისთვის: მოსურვებულსა: მოდი: სჯობს: მანდა: ტირილსა: საქმესა: ბედით: ვებულსა:

276. მიამა: უფრო: გავხელდი: საქმისა: მიუმხუდარია: მადლი: შევჰკადრე: უფალსა: ვიაჯე: ზეენარია: მზესა: ვეშაპი: შეიპყრობს: მე: მზისად: მგზავსად: ვარია: დავაგდე: სრისა: ალაგი: ბაღისა: ვლაჴე: არია:

277. ვითა: მმართებდა: ეგზომი: რამცა: ვით: გავიხარეო: შეღამდა: წაველ: ბაღისა: მე: კარი: შევიარეო: სად: ასმათ: პირველ: მენახა: მუნვე: ჩნდა: მდგომიარეო: სიცილით: მითხრა: წამოვლე: მოგელის: ლომსა: მთვარეო:

278. შემავლო: სახლი: ნაგები: კეკლუცად: ბანისბანითა: გამოჩნდა: მთვარე: ნათლითა: გარე: შუქ: მონავანითა: ფარდაგსა: შიგან: მჯდომარე: შესამოსლითა: მწვანითა: საკუირველიდა: ღარიბი: უცხო: პირით: დატანითა:

279. შევჯე: წავდეგ: ნოხთა: პირსა: მე: დამიწყო: ცეცხლმან: შრეტად: გულსა: ბნელი: გამინათლდა: ზედა: ლხინი: ადგა: სვეტად: მას: ბალიში: შემოეგდო: მზისა: შუქსა: სჯობდა: მეტად: ჩემგან: პირსა: იფარვიდა: აიხედნის: წამისჭვრეტად:

280. უბრძანა: თუ: მოახსენე: ასმათ: დაჯდეს: ამირბარსა: მან: ბალიში: დამართებით: დადვა: მას: მზედ: საქებარსა: დავჯენმივსცენ: გულსა: ლხინი: საწუთროსა: დამგმობარსა: მიკვირს: სულნი: რადღა: მიდგან: ვიტყუი: მისგან: ნაუბარსა:

281. მიბრძანა: ძოღან: გეწყინა: გაშვება: უუბარისა: მზემან: გაყრითა: დაგაჭკნე: ვითა: ყუავილი: ბარისა: დაგსჯიდა: დენა: ცრემლისა: ნარგისთათ: ნაგუბარისა: მაგრა: ჴამს: ჩემგან: სირცხვილი: და: რიდი: ამირბარისა:

282. თუცა: მართებს: დედაკაცსა: მამაცისა: დიდი: კრძალვა: მაგრა: მეტი: უარეა: არათქმა: და: ჭირთა: მალვა: მე: თუ: ზეპირ: მიცინია: ქუე: ქუე: მითქვამს: იდუმალ: ვა: ძუღან: ქალი: გამოვგზავნე: ვქენ: მართლისა: შემოთუალვა:

283. ერთმანერთისა: მას: აქათ: რაცა: ორთავე: ვიცითა: აწცა: მიცოდი: საშენოდ: მითვე: პირითა: მტკიცითა: ამას: შევსჯერდი: დიდითა: ზენარითა: და: ფიცითა: ვეცრუო: ღ~თნ: მიწა: მქნას: ნუმცა: ცხრითავე: ვზი: ცითა:

284. წა: შეები: ხატაელთა: ილაშქრე: და: ინაპირე: ღ~თნ: ქნას: და: გაგიმარჯუოს: მორჭმულიმცა: ჩემ: კერძ: ირე: მაგრა: რა: ვჰქნა: კვლაცა: ნახვა: მამხუდებოდეს: შენი: ვირე: გული: მამეც: გაუყრელად: ჩემი: შენთვის: დაიჭირე:

285. მოვახსენე: არ: მეწყალვის: თავი: შენთვის: დასაწველად: მაგრა: რადგან: დამარჩინე: არ: გამოსჩნდი: ჩემად: მკვლელად: შენ: სინათლედ: თვალთა: ჩემთად: მიჩნდე: მზეებრ: სანახველად: აწ: შევება: ხატაელთა: მუნ: გამოვჩნდე: ლომი: ქველად:

286. აწ: რასაცა: მე: მაღირსებ: ჴორციელი: არვინ: ღირსა: მოწყალება: იჩქითია: ღ~თისა: ამად: არ: მკუირსა: შენთა: შუქთაშემომადგამ: გულსა: ბნელსა: ზედა: მჭვირსა: შენი: ვიყო: სადამდისცა: დამიყოფდეს: მიწა: პირსა: