... (Q-1082), XVII ს.

327. ერთსა: კაცსა: ეყოფოდეს: დიდებანი: რომე: მჭირდეს: ზოგთა: შორით: დამლოციან: ზოგნი: კოცნად: გამიპირდეს: რომელთაცა: გავეზარდე: დიდებულნი: ამიტირდეს: ჩემგან: ჴმლითა: განაკვეთნი: ნახეს: მეტად: გაუკვირდეს:

328. გავგზავნენ: ყოვლგნით: ლაშქარნი: ალაფი: ავაღებინე: ერთობ: სავსენი: მოვიდეს: თავიცა: ვაალაღებინე: სისხლთა: მებრძოლთა: სისხლითა: მინდორი: შევაღებინე: არ: ვბრძოლე: კარი: ქალაქთა: უომრად: გავაღებინე:

329. რამაზს: ვარქუი: შემიგნია: საქმე: შენი: სამუხთალე: აწ: ეგრეცა: შეპყრობილმან: თავი: გამოიმართალე: სიმაგრეთა: ნუ: ამაგრებ: ყუელა: ჴელთა: მომათვალე: თვარა: შენი: შეცოდება: მემცა: ზედა: რად: წავსთვალე:

330. რამაზ: მითხრა: აღარაა: ამის: მეტი: ჩემი: ღონე: ერთი: ჩემი: დიდებული: მამეც: ზედა: მაპატრონე: ციხოვანთა: გაუგზავნო: საუბარი: გამიგონე: ჴელთა: მოგცემ: ყუელაკასა: გაღანამცა: შენ: გაქონე:

331. მივეც: ერთი: დიდებული: თანა: სპანი: წავატანენ: ციხოვანნი: ერთობილნი: ჩემს: წინაშე: მოვიყუანენ: ჴელთა: მამცეს: სიმაგრენი: ომნი: ასრე: შევანანენ: საჭურჭლენი: სიმრავლითა: რასამცა: ვითდავაგვანენ:

332. მაშინღა: შეველ: ხატაეთს: მოვლად: და: მოსათვალავად: კლიტენი: საჭურჭლეთანი: მომართვეს: დაუმალავად: ქვეყანა: ჩავსხი: უბრძანე: იყუენით: თქვენ: უკრძალავად: მზემან: არ: დაგწუნესიცოდით: დაგვყარენ: გაუგვალავად:

333. საჭურჭლენი: გარდავნახენ: თავის: თავის: კიდისკიდე: უცხო: ფერთა: საჭურჭლეთა: დავშურები: თუ: მოვსთვალვიდე: ერთგან: ვნახე: საკვირველი: ყაბაჩა: და: ერთი: რიდე: თუცანახენ: სახელისა: ცოდნასაცა: ინატრიდე:

334. ვერა: შევიგენ: რა: იყო: ანუ: ნაქმარი: რაულად: ვისცა: უჩვენი: უკვირდის: ღ~თისაგან: თქვის: საწაულად: არცა: ლარულად: ჰგებოდა: მას: ქსელი: არ: ორხაულად: სიმტკიცე: გვანდა: ნაჭედსა: ვჰთქუი: ცეცხლთა: შენართაულად:

335. იგი: საძღუნოდ: მისად: დავდევ: ვისი: შუქი: მანათობდა: მეფისათვის: დავარჩივე: საარმაღნოდ: რაცა: სჯობდა: ჯორაქლემი: ათჯერ: ასი: ყუელაკაი: წვივმაგრობდა: დატვირთული: გავუგზავნე: ამბავსაცა: კარგსა: სცნობდა:

წიგნი ტარიელისი ინდოთ მეფის წინაშე ოდეს გაუმარჯვდა ხატაელთა ზედა:

336. წიგნი: დავსწერე: მეფეო: სვემცაა: თქვენი: სვიანად: მე: ხატაელთა: მიმუხტლეს: თუცა: მათ: ეცა: ზიანად: ჩემი: ამბავი: დასტური: ამად: გაცნობე: გვიანად: მეფე: შევიპყარ: მოგივალ: მე: ალაფიანტყუიანად:

337. რა: ყუელაი: დავიურვე: ხატავეთით: გავემგზავრე: წამოვიხუენ: საჭურჭლენი: საჴელმწიფო: დავიავრე: ვერ: მოვეყავ: აქლემითა: აზავრები: ვააზავრე: მოვირჭუენ: და: მოვივლინე: რაცა: მწადდა: აგრე: ვყავრე:

338. ხატაეთისა: ჴელმწიფე: მომყუანდა: შეპყრობილია: ინდოეთს: მიველ: მეგება: ჩემი: გამზრდელი: ტკბილია: რა: ქება: მითხრა: არ: ითქმის: ჩემგან: სათქმელად: წბილია: ჴელი: გამიჴსნა: შემამკრა: მან: სახვეველი: ლბილია:

339. დადგნეს: ტურფანი: კარავნი: მოედანს: ჩამოდგომილსა: საუბრისა: და: ჭვრეტისა: ჩემისა: მას: მონდომილსა: მას: დღესა: ედვა: ნადიმი: მას: შიგან: გარდაჴდომილსა: მიალერსებდა: მიჭვრეტდა: წინაშე: ახლოს: ჯდომილსა:

340. მას: ღამით: ვსხედით: ნადიმად: მუნ: ამოდ: გავიხარენით: დილასა: ქალაქს: შევედით: მოედნით: ავიყარენით: მეფემან: ბრძანა: ლაშქარნი: უჴმენით: შემოჯარენით: დღეს: ხატაველნი: მიჩვენეთ: ტყუენიცა: შემომგვარენით:

341. რამაზ: მეფემას: წინაშე: შეპყრობილიმოვიყუანე: ტკბილად: ნახა: ჴელმწიფემან: ვითა: შვილი: სააკუანე: ორგული: და: მოღალატე: ნამსახურსა: დავაგვანე: ესე: არის: მამაცისა: მეტისმეტი: სიგულვანე:

342. მას: მეფესა: ხატაველსა: უმასპინძლა: უალერსა: ჟამიერად: უბრძანებდის: საუბარსა: მათსა: ფერსა: ცისკრად: მიჴმეს: მიბრძანებდეს: მე: სიტყუასა: ლმობიერსა: შეუნდობო: ხატაველსა: მას: აქამდის: შენამტერსა:

343. მე: ვჰკადრე: ღ~თი: ვინათგან: შეუნდობს: შეცოდებულსა: უყავით: თქუენცა: წყალობა: მას: ღონეგაცუდებულსა: რამაზს: უბრძანეიცოდი: გაგზავნით: შეწყალებულსა: მაგრა: ნუმცგნახავთ: კულაცაღა: ჩვენს: წინა: გაწბილებულსა:

344. ხარაჯა: დასდვეს: შეჰკუეთეს: დრაჰკანი: ასჯერ: ასია: კულავ: ხატაური: ათასი: სხვა: სტავრა: სხვა: ატლასია: მერმე: ყუელაი: დამოსა: იგი: და: მისი: ხასია: შეწყალებული: გაგზავნა: უყო: რისხვისა: ფასია:

345. ხატაელმან: დაუმადლა: დადრკა: მდაბლად: ეთაყუანა: მოახსენა: ორგულობა: თქუენი: ღ~თნ: შემანანა: თუღა: ოდეს: შეღაგცოდო: მაშინ: მამკალ: მეცა: განა: წავიდა: და: ყუელაკაი: მისი: თანა: წაიტანა: