... (Q-1082), XVII ს.

458. მე: უთხარ: დაო: რად: მოგკლა: ანუ: რა: შენი: ბრალია: რამცა: ვჰქმენ: ნაცვლად: თვით: რომე: მისი: ჩემზედა: ვალია: აწ: თავსა: მისად: საძებრად: მივსცემ: სად: კლდე: და: წყალია სრულად: გავჰქუავდი: შემექმნა: გული: მართ: ვითა: სალია:

459. მეტმან: ზარმან: გამაშმაგა: მამივიდა: ცხრო: და: თრთოლა: გულსა: უთხარ: ნუ: მოჰკუდები: არას: გარგებს: ცუდი: წოლა: გიჯობს: გაჭრა: ძებნად: მისად: გავარდნა: და: ველთა: რბოლა: აჰა: ჟამი: ვისცა: გინდა: ჩემი: თანა: წამოყოლა:

460. შეველფიცხლად: შევეკაზმე: ცხენსა: შევჯე: შეკაზმული: ას: სამოცი: კარგი: მოყმე: ჩემსა: თანა: ხანდაზმული: გამომყუადა: წამოვედით: კართა: გარე: დარაზმული: ზღვის: პირს: მიველ: ნავი: დამხუდა: მენავემან: მნახა: ზმული:

461. ნავსა: შევჯე: ზღვასა: შეველ: ზღვასა: შიგან: გავალაგდი: არსით: ნავი: მომავალი: უნახავად: არ: დავაგდი: მოველოდი: არა: მესმა: შმაგი: უფრო: გავეშმაგდი: რომე: სრულად: მამიძულა: ღმერთსა: თურე: ასრე: ვსძაგდი:

462. რომე: დავჰყავ: წელიწადი: თვე: თორმეტი: გამეოცა: მაგრა: მისი: მნახავიცა: სიზმრივ: კაცი: არ: მეოცა: თანამყოლი: ყუელაკაი: ამომიწყდა: დამეჴოცა: ვთქუი: თუ: ღ~თსა: ვერას: ვჰკადრებ: რაცა: სწადდეს: აგრე: ვყო: ცა:

463. ზღვა: ზღვა: ცურვა: მომეწყინა: მით: გამოვე: ზღვისა: პირსა: გული: სრულად: გამიმჴეცდა: არუსმენდი: არც: ვაზირსა: ყუელაკაი: დამეფანტა: დარჩომოდა: რაცა: ჭირსა: კაცსა: ღ~თი: არ: გასწირავს: ასრე: მისგან: განაწირსა:

464. ერთაი: ესე: ასმათი: და: დამრჩეს: ორნი: მონანი: ჩემნი: გულისა: მდებელნი: და: ჩემნი: შემამგონანი: მისნი: ვერა: ვსცნენ: ამბავნი: ვერცა: დრამისა: წონანი: ტირილი: მიჩნდა: სალხინოდ: მდინიან: ცრემლთა: ფონანი:

ამბავი ნურადინ ფრიდონისა ოდეს ტარიელს შეეყარა ზღვის პირსა:

465. ღამით: მევლო: მოვიდოდი: ზღვისა: პირსა: აჩნდეს: ბაღნი: ჰგვანდეს: ქალაქს: ვეახლენით: ცალკერძ: იყვნეს: კლდეთა: ნაღნი: არ: მიამის: კაცთა: ნახვა: მიდაღვიდა: გულსა: დაღნი: მუნ: გარდავჴე: მოსვენებად: დამხვდეს: რამე: ხენი: ლაღნი:

466. ხეთა: ძირსა: მივიძინე: მათ: მონათა: ჭამეს: პური: მერმე: ავდეგ: სევდიანი: მიღამებდა: გულსა: მური: ვერა: მეცნა: ეგზომ: გრძელად: ვერ: ჭორი: ვერ: დასტური: ველთა: ცრემლი: ასველებდა: თვალთა: ჩემთა: მონაწური:

467. ძახილი: მესმაგავჰკვირდიმოყმე: ამაყად: ყიოდა: შემოირბევდა: ზღვის: პირპირ: მას: თურმე: წყლული: სტკიოდა: ჴმლისა: ნალეწი: დასურილი: აქუს: სისხლი: ჩამოსდიოდა: მტერთა: ექადდა: წყრებოდა: იგინებოდა: ჩიოდა:

468. ზედანჯდა: შავსა: ტაიჭსა: ესე: აწ: მე: მყავს: რომელი: მართ: ვითა: ქარი: მოქროდა: გაფიცხებული: მწყრომელი: მონა: მივსწიე: მისისა: შეყრისა: ვიყავ: მნდომელი: შესვთვალედადეგ: მიჩვენე: ლომსა: ვინ: გაწყენს: რომელი:

469. მას: მონასა: არა: უთხრა: არცა: სიტყუა: მოუსმინა: ფიცხლად: შევჯე: ჩავეგებე: მე: ჩაუსწარ: უმალწინა: უთხარ: დადეგ: გამიგონე: თქუენი: ნახვამეცა: მინა: შემომხედნა: მოვეწონე: სიარული: დაითმინა:

470. გამიცადა: ღ~თსა: ჰკადრა: შენ: ასეთნი: ხენი: ვით: ხენ: მერმე: მითხრა: მოგახსენებ: აწ: სიტყუანი: რომე: მკითხენ: იგი: მტერნი: გამილომდეს: აქამდისცა: რომე: ვითხენ: უკაზმავსა: მიღალატეს: საჭურველნი: ვერ: გარვითხენ:

471. მე: უთხარ: დადეგ: დაწყნარდი: გარდავჰჴდეთ: ძირსა: ხეთასა: არ: შეუდრკების: ჭაბუკი: კარგი: მახვილისკვეთასა: თანა: წამომყვა: წავედით: უტკბოსი: მამაძეთასა: მე: გავეკუირვე: ჭვრეტასა: მის: ყმისა: სინაზეთასა:

472. ერთი: მონა: დასტაქარი: მყუნდაწყლულნი: შეუხუივნა: ისრის: პირნი: ამოუხუნა: დაკოდილნი: არ: ატკივნა: მერე: ვჰკითხე: ვინ: ხარ: ანუ: მკლავმან: შენმან: ვისგან: ივნა: საამბობლად: დამირიგდა: თავი: მისი: გაამჩივნა:

473. პირველ: მითხრა: არა: ვიცი: რა: ხარ: ანუ: რას: გამგზავსო: ანუ: აგრე: რამ: დაგლია: ანუ: პირველ: ვინ: გაგავსო: რამან: შეგქმნა: მოყუითანოდ: ვარდგიშერი: რომერგავსო: ღ~თნ: მისგან: ანთებული: სანთელიმცა: რად: დაგავსო:

474. მულღაზანზარის: ქალაქი: ახლოს: მე: მაქუსო: რომელი: ნურადინფრიდონ: სახელ: მძეს: მეფე: ვარ: მუნა: მჯდომელი: ესე: საზღვარი: ჩემია: სადა: ხარ: გარდამჴდომელი: ცოტა: მაქუს: მაგრა: ყოველგნით: სიკეთემიუწდომელი:

475. მამის: ძმა: და: მამაჩემი: პაპმან: ჩემმან: გაყუნა: ოდეს: ზღვასა: შიგან: კუნძულია: ჩემად: წილად: მას: იტყოდეს: თვით: ბიძასა: ჩემსა: მიხუდა: ვისთა: შვილთა: აწ: დამკოდეს: მათკენ: დარჩა: სანადიროარ: მივსცემდი: მამერჩოდეს:

476. დღეს: გამოველ: ნადირობას: ზღვისა: პირსა: ვინადირე: მუნა: გასვლა: მომდომოდა: მით: მრეკალი: არ: ვახშირე: სპათა: უთხარ: მამიცადეთ: მოვიდოდე: მეცა: ვირე: ხუთთა: ოდენ: ბაზიერთა: მეტი: არა: დავიჭირე: