ვეფხისტყაოსანი (ჩანართი და დანართი ტექსტებით), 1956 წ.

294. მთით ჩამოვიდა ავთანდილ, გავლო წყალი და ტყენია; მინდორს აცორვებს ტაიჭსა, შეჟღრენით მონაწყენია: გასცუდებოდეს მკლავნი და მისნი სიამაყენია, ბროლისა ველსა სტურფობდეს გიშრისა მუნ საყენია.

295. მობრუნება დააპირა, სულთქნა, მერმე ივაგლახა, მას მინდორსა დაემართა, გზა თვალითა გამოსახა; თვესა ერთსა სულიერი კაცი არსად არ ენახა, მხეცნი იყვნეს საშინელნი, მაგრა არა შეუზახა.

296. ავთანდილ უკუირბინა გვერდი მყაფარი, კლდიანი, გამხლტობს ირემსა ფერდსა ჰკრა ისარი ორბის ფრთიანი; მას რომ გადაჰხდა პატიჟნი, აწ კაცი უნდა მხნიანი, მინდვრისა პირსა სადილად ჩამოხდა გულ- სევდიანი.

297. მათ მინდორთა შუაშიგა ამოსული ქედი არი; გაფიცხდა და ზედ წაადგა, მოიმარჯვა საომარი; ,,ჩემი ბრძოლა ვისმცა ეძლოს, შევჰკრა ერთგან მთა და ბარი, დავჰკოდნე და ჩამოვჰყარნე, წავიყვანო პატიმარი.“

298. თუცა მხეც-ქმნილი ავთანდილ გულ-ამოსკვნით და კვნესით-ა, ეგრეცა ჭამა მოუნდის ადამის ტომთა წესითა, ისრითა მოკლის ნადირი, როსტომის მკლავ-უგრძესითა, შამბისა პირსა გარდახდა, ცეცხლი დააგზო კვესითა.

299. ცხენსა მისცა საძოვარი, ვირე მწვადი შეიწოდეს; ექვსნი რამე ცხენოსანნი, ნახა, მისკენ მოვიდოდეს; თქვა თუ: “ჰგვანან მეკობრეთა, თვარა კარგი რამც იცოდეს! აქა კაცი ხორციელი კვლა ყოფილა არაოდეს.

300. მკვდარი მოაქვთ ხატაელთა, საკაცეზედ მათრახევდა; შეპყრობისა მონადომთა ტარიელ დამათრახევდა; ულახვროდ და უმახვილოდ, ეს მიკვირს თუ, მათ რა ხევდა, ნაცვლად შავზედ შეჯდომასა საკაცეზე მათრახევდა.

301. აქ ხატაველთა ძმა მოჰყავს საკაცეზედა მდებარე; ავთანდილს შეჰხვდეს მტირალნი ტარიელისა მქებარე; მისა შეპყრობის მდომელთა ცეცხლი მოგვიდა მგზებარე, მათრახით მოკლა,,, მივაო, აგერ შავსა ზის მზე ბარე!“

302. ჩვენ ასრე მყოფნი არ ვარგვართ, რა გვნახვენ, ვემაჯანებით; შეირტყა წელთა აბჯარი, შეჯდა ტანითა ჯანებით; მზად აქვს მშვილდი და ისარი, ხრმალი მოიმარჯა ნებით, მისმან მებრძოლმან ყველამან გაყრამცა იაჯა ნებით.

303. ხელთა ჰქონდა ისარ- მშვილდი, მათკენ მივა მხიარული. ორთა კაცთა წვეროსანთა ყმა მოჰყვანდა უწვერული; თავსა იყო დაკოდილი, შეებნიდა სისხლსა გული; ტიროდეს და იჭირვოდეს, ცოტა ედგა მას, გლახ, სული.

304. უყივლა თუ: “ძმანო, ვინ ხართ? მეკობრეთა დაგამსგავსენ!” მათ მიუგეს: “დაგვიწყნარდი, გვიშველე რა, ცეცხლნი ავსენ; ვერა გვარგო, მოგვიმატენ, ჭირნი ჭირთა მოგვისავსე, სატირელნი მოგვიტირენ, ღაწვნი შენცა დაიმხავსენ”.

305. ავთანდილ მიდგა, ეუბნა მათ კაცთა გულ-მდუღარეთა; მათ უთხრეს მათი ამბავი ტირილით მოუბარეთა: “ჩვენ ვართო ძმანი სამნივე, მით ვიდენთ ცრემლთა მწარეთა, დია გვაქვს ციხე-ქალაქი ხათაეთს არე-მარეთა.

306. “კარგი გვესმა სანადირო, ნადირობას წამოვედით; გვყვეს ლაშქარნი უთვალავნი, წყლისა პირსა გარდავხედით; სანადირო მოგვეწონა, თვესა ერთსა არ წავედით, ვჰხოცეთ მხეცი უსაზომო მინდორით და მთით და ქედით.

307. “ჩვენ სამთა ძმათა ჩვენთანა მესროლნი დავაწბილენით; მით ერთმანერთსა სამნივე ჩვენ კიდე დავეცილენით; «მე უკეთ მოვჰკლავ, მე გჯობო», სიტყვანი ვავაქილენით; ვერ გავაჩინეთ მართალი, ვისარჩლეთ, ვითაკილენით.

308. “დღეს ავჰყარენით ლაშქარნი, სავსენი ირმის ტყავითა, ვჰთქვით: «გავაჩინოთ მართალი, ვინ ვსჯობთ თავისა მკლავითა, თავსა ვეხალნეთ მარტონი, დავდგეთ მართ ოდენ თავითა, თვით დანახულსა მოვჰკლვიდეთ, ნუ ვისრვით დამნახავითა

309. “ჩვენ ვიახლენით სამთავე სამნივე მეაბჯრენია, ლაშქართა წასლვა უბრძანეთ, მით არას მოაზრენია; მოვინადირეთ მინდორი, ისი ტყენი და ღრენია, დავჰხოცეთ მხეცი, მფრინველი, რაცა ზე გარდაგვფრენია.

310. “ანასდად მოყმე გამოჩნდა კუშტი, პირ-გამქუშავია; ზედა ჯდა შავსა ტაიჭსა, - მერანი რამე შავია; თავსა და ტანსა ემოსა გარე-თმა ვეფხის ტყავია, ჯერ მისი მსგავსი ჰშვენება კაცთაგან უნახავია.

311. რა მათ კაცთა ესე სიტყვა თქვეს, ავთანდილ ვაგლახ ვება; მოეგონა მისი მზე და მეფესთანა მისი შვება; ,,ჰე, მოგშორდი, ჩემო მზეო, მომხვდეს შენი თუ შოვება, იყოს ჩემთა ჭირთა ნაცვლად ნეტარ მე და იშო ვება.“

312. “უჭვრიტეთ, მისთა ელვათა შუქნი ძლივ გავიცადენით; ვჰთქვით თუ: «მზეაო ქვეყნად, ნუ ვეუბნებით ცად ენით!» მისი მოგვინდა შეპყრობა, ვჰკადრეთ და შევეცადენით, ასრე სულთქმით და ვაებით მით ვართ, ცრემლისა დადენით.

313. “მე უხუცესმან უმცროსთა კაცი დავსთხოვე ქენებით; ჩემმა შედეგმან ტაიჭი მისი თვით აქო ხსენებით; ამან მართ ოდენ მორევა გვითხრა, უალლეთ ჩვენებით, მივმართეთ, იგი აგრევე წყნარად მივა და შვენებით.