.... (H-1759), XIX ს.

257. ავთანდილ უთხრა ვით მაქებ, საქები ბრძენთა ენისა მაგისად ნაცვლად რამც ვიყავ, ღირსი ქებისა თქვენისა სახე ხარ მზისა ერთისა, ზეცით მნათისა ზენისა რადგან ვერ შეგცვლის პატიჟი, ეზომთა ცრემლთა დენისა

258. ამა დღემან დამავიწყა, გული ჩემი ვინ დაბინდა დამიგდია სამსახური, იგი იქნას რაცა გინდა იაგუნდი ეგრეცა სჯობს, ათასჯერმცა მინა მინდა შენ გეახლო სიკუდილამდე, ამის მეტი არა მინდა

259. ტარიელ უთხრა მე შენი, გული აწ მემხურვალების მიკვირს თუ ნაცვლად მაგისად, შენ ჩემი რა გევალების მაგრამ წესია მიჯნური, მიჯნურსა შეებრალების შენ საყვარელსა გაგყარო, ესე რად გენაცვალების

260. წამოსრულხარ ჩემად ძებნად, პატრონისა სამსახურად ღ~თნ ქნა და გიპოვნივარ, შენცა ცდილხარ მამაცურად მაგრა ჩემსა რა გიამბობს, გამოჭრილვარ ასრე თუ რად მე თუ ვიტყვი დამწვავს ცეცხლი, ცხელი შემიქს ალად მურად

261. ამას დაყმუნდა ტარიელ, დამწვარი დავალებული ასმათს უბრძანა მას აქეთ, შენ ხარ ჩემთანა ხლებული რად არა იცი უწამლო, არს ლები ესე ლებული კულა ესე ყმა მწვავს მტირალი, ცრემლითა დავალებული

262. კაცმან ვით პოოს ღ~თისაგან, რაცა არ დანაბადია მით გული ჩემი სახმილმან, აწ ასრე დანაბა დია კულავ გზასა მიკრავს მიჭირავს, მითქს ბადე დანაბადია აწ ჴელთა ნაცულად ლხინისა, ჩალა მაქუს და ნაბადია

263. მაგრამ ღ~თნ მოწყალემან, მით ცნობითა ერთი მზითა ორი მისი მოწყალება, დღესცა მამცა ამა გზითა პირველ შეჰყრის მოყუარულთა, ჩემით რათმე მიზეზითა კულავ ნუთუმცა სრულად დამწვა, ცეცხლთა ცხელთა ანაგზითა

264. ყმასა უთხრა ვინცა კაცმან, ძმა ანუ თუ დაცა იდოს ჴამსო მისთვისა სიკუდილსა და, ჭირსა თავი არ დარიდოს ღ~თნ ერთი რად აცხოვნოს, თუ მეორე არ წაწყმიდოს შენ ისმენდი მე გიამბობ, რაღა გინდა წამეკიდოს

265. ასმათს უთხრა მოდი მოჯე, თანა წყალი მომიტანე დაბნედილსა მაპკურებდი, გული მითა გარდამბანე მკუდარი მნახო დამიტირე, სულთქნა გაათანისთანე მე სამარე გამითხარე, აქა მიწა მიაკვანე

266. ღილ ჩახსნილი საამბობლად, დაჯდა მხარნი ამოჰყარნა ვითა მზე ჯდა მოღრუბლებით, დიდხან შუქნი არ ადარნა ვერ გაახვნა სასაუბროდ, მან ბაგენი გაამყარნა მერმე სულთქნა დაიძახნა, ცრემლნი ცხელნი გარდმოყარნა

267. მოსთქვამს აჰი აჰი საყვარელო, ჩემო ჩემთვის დაკარგულო იმედო და სოცოცხლეო, გონებაო სულო გულო ვინ მოგკვეთა არა ვიცი, ხეო ედემს დანერგულო ცეცხლმან ცხელმან ვით ვერ დაგუწვა, გულო ასჯერ დადაგულო

ტარიელისაგან თავის ამბის მბობა ოდეს ავთანდილს უამბო პირველი

268. ისმენდი მიეც გონება, ჩემთა ამბავთა სმენასა საუბართა და საქმეთა, ვითა ძლივ ვათქმევ ენასა იგი ვინ ჴელმქნა მოველი, მისგან აროდეს ლხენასა ვისგან შეუცავ სევდასა, სისხლისა ღვართა დენასა

269. ინდოეთს შვიდთა მეფეთა, ყოვლი კაცი ხართ მცნობელი ექვსი სამეფო ფარსადანს, ჰქონდა თვით იყო მპყრობელი უხვი მდიდარი უკადრი, მეფეთა ზედა მფლობელი ტანად ლომი და პირად მზე, ომად მძლე რაზმთა მწყობელი

270. მამაჩემი ჯდა მეშვიდე, მეფე მებრძოლთა მზარავი სარიდან ერქვა სახელი, მტერთა სრვად დაუფარავი ვერვინ კადრებდის წყენასა, ვერ ცხადი ვერცა მპარავი ნადირობდის და იშუებდის, საწუთრო გაუმწარავი

271. ხალვა მოსძულდა შეექნა, გულს კაეშანთა ჯარები თქვა წამიღია მტერთაგან ძლევით ნაპირთა არები ყოვლგნით განისხმან მორჭმით ვზი, მაქვს ზეიმი და ზარები ბრძანა წავალ და მეფესა, ფარსადანს შევეწყნარები

272. ფარსადანს წინა დაასკვნა, გაგზავნა მოციქულისა შესთვალა შენ გაქვს მეფობა, ინდოეთისა სრულისა აწ მე მწადს თქუენსა წინაშე, მეცა ვსცნა ძალი გულისა სახელი დარჩეს ჩემისა, ერთგულად სამსახურისა

273. ფარსადან შექნა ზეიმი, ამა ამბისა მცნობელმან შესთვალა ღ~თსა მადლობა, შევსწირე ჴმელთა მფლობელმან რადგან ეგე ჰქენ მეფემან, ჩემებრ ინდოეთს მჯდომელმან აწ მოდი ასრე პატივ გცე, ვითა ძმამან მშობელმან

274. ერთი სამეფო საკარგყმო, უბოძა ამილბარობა თვით ამირბარსა ინდოეთს, აქუს ამირსპასალარობა მეფე რა დაჯდა არა სჭირს, ჴელისა მიუმცდარობა სხვად პატრონია მართ ოდენ, არა აქვს კაისარობა

275. თვით მეფემან მამაჩემი, დაიჭირა სწორად თავსა თქვა ჩემებრი ამილბარი, ნაძლევი ვარ ვისცა ჰყავსა ლაშქრობდის და ნადირობდის, აძლევდიან მტერნი ზავსა მას არა ვგავ ასრე ვითა, მე სხვა კაცი არა მგავსა