... (H-742), XIX ს.

238. ეგრე უთხრა მე ეზომი ჯავრი ვითა შეგარჩინო. როგორა თუ ამატირო ცრემლი ცუდად დამადინო. გიჯობს მითხრა ამის მეტი მართ აღარა არ გაწყინო. თვარა ღმერთმან მტერი ჩემი მოკლას ვითა მოგაკვდინო.

239. ქალმან უთხრა ეგე ღონე მოიგონე მატად ავი. თუ არ მამკლავ არ მოვკვდები მრთელი ვარ და მოუკლავი. რად რა გითხრა სადამდისცა ვიყო ჭირთა უნახავი. კვლავ თუ მამკლავ სასაუბროდ აღარ მებას ზედან თავი.

240. კვლავ ეტყვის ყმაო რად მპოვე ვინ მეუბნები მე ვინო. ეგე ანბავი ცოცხალსა ენითა ვერ მათქმევინო. მე ჩემი თავი ნებითა ჩემითა მოგაკლევინო. ვითა უსტარი ბედითი ადვილად დაგახევინო.

241. ჩემი სიკვდილი შენ ჩემად პატიჯად ნურად გგონია. მით რომე დამხსნი ტირილსა შემშრების ცრემლთა ფონია. ჩალად მჩანს ყოვლი სოფელი მისთვისვე შემიწონია. ვერ გიცნობ ვინ ხარ ვის გითხრა სიტყვანი მისანდონია.

242. ყმამან თქვა თუ არ ეგების აწ ამისი ასრე თქმევა. სხვი სა რასმე მოვიგონებ ჰსჯობს საქმისა გამორჩევა. გაუშვა და ცალკე დაჰჯდა ტირს დაუწყო ცრემლთა ფრქვევა. ქალსა უთხრა გაგარისხე აწ არ ვიცი ვით დავრჩე ვა.

243. ქალი დაუჯდა კუშტ გვარად ქუშობს ჯერთ არ დამტკბარია. ავთანდილ ქვე ზის ტირილად აღარას მოუბარია. ვარდისა კარსა მოგუბდა ცრემლისა საგუბარია. კვლავ იქით ქალი ატირდა მისთვის გულ ნალმობარია.

244. ყმა მტირალი შეებრალა ამად ცხელნი ცრემლნი ღვარნა. მაგრა უჯდა უცხოს უცხო არ ბაგენი აუბარნა. ყმამან ჰსცნა თუ გონებანი ჩქარნი ჩემთვის დააწყნარნა. ცრემლ დენილი შეეხვეწა ადგა მუხლნი მიუყარნა.

245. უთხრა ვიცი აღარ ვარგხარ შენ აწ ჩემად დასანდობლად. გაგარისხე დაგრჩომივარ ღარიბად და ამად ობლად. აწ ეგრეცა თავი ჩემი დამიც შენთვის დასანდობლად. ამად რომე შეცოდება შვიდ გზის თქმულა შესანდობლად.

246. თავი ჩემი სამსახურად თუცა ავად მოგაწონე. მიჯნურისა შებრალება ჰხამს ესეცა გაიგონე. სხვაგნით ყოვლგნით უღონო ვარ არვინ არის ჩემი ღონე. სულსა მოგცემ გულისათვის სხვა მეტიმცა რა გამონე.

247. რა ქალსა მიხვდა ყმისაგან მიჯნურობისა სმინება. გულამოხვინჩით დაიწყო ასკეცად ცრემლთა დინება. კვლავ გაამაღლა ზახილით ტირილი არ გაცინება. ავთანდილს ღმერთმან წადილი მისცა გულისა ლხინება.

248. იტყვის თუ ამა სიტყვითა მას ფერი შეეცვალების. ვისთვისმე ხელი უცილოდ მას ცრემლი ემალმალების. კვლავ უთხრა დაო მიჯნური მტერთაცა შეებრალების. ესეცა იცი სიკვდილსა თვით ეძებს არ ეკრძალების.

249. ვარ მიჯნური ხელი ვინმე გაუძლებლად სულთა დგმისად. ჩემან მზემან გამომგზავნა საძებარად ამა ყმისად. ღრუბელიცა ვერ მიხვდების მე მისრულვარ სადა ვლისად. გული შენი მიპოვნია; მისი შენდა შენი მისად.

250. მისი სახე გულსა ჩემსა ხატად ასრე გამოვხატე. მისთვის ხელმან გამოჭრილმან ლხინი ჩემი ვაალქატე. ორისაგან ერთი მიყავ ტყვე მყავ ანუ მააზატე. ან მაცოცხლე ანუ მამკალ ჭირი ჭირსა მამიმატე.

251. ქალმან უთხრა ყმასა სიტყვა პირველისა უამესი. ეგე სიტყვა მოიგონე დია რამე უკეთესი. წეღან საქმე მტერობისა გულსა ჩემსა შთამოსთესი. აწ მოყვარე გიპოვნივარ დისაგანცა უფრო დესი.

252. მაშა რადგან მიჯნურობა შენად ღონედ მოიგონე. არ ეგების ამას იქით თუმცა თავი არ გამონე. არ შენ მოგცე თავი ჩემი დაგაბნიე დაგაღონე. შენთვის მოვჰკვდე ამისებრივ მემცა საქმე რა ვიღონე.

253. აწ რაცა გითხრა თუ ამა საქმესა დამორჩილდები. რასაცა ეძებ მიხვდები უცილოდ არ ასცილდები. თუ არ მამისმენ ვერ ჰპოებ რაზომმცა ცრემლსა მილდები. მოგხვდების მდურვა სოფლისა მოჰკვდები გაცასწბილდები.

254. ყმამან უთხრა ეგე საქმე ამას გავსო არა სხვასა. ორნი კაცნი მოდიოდეს სადაურნი სადმე გზასა. უკანამან წინა ნახა; ჩავარდნილი შიგან ჭასა. ზედ მიადგა ჩაჰყიოდა ტირს იზახის ვაგლახ ვასა.

255. ეგრე უთხრა ამხანაგო იყავ მანდა მამიცადე. წავალ თოკთა მოსახმელად მწადსო თუმცა ამოგზიდე. მას ქვეშეთსა გაეცინა გაუკვირდა მეტად კიდე. შემოჰყივლა არ გელოდე სად გაგექცე სად წავიდე.

256. აწ დაო შენთა ხელისაა ჩემი საბელი ყელისა. სხვად უღონოა უშენოდ ჩემგან აპყრობა ხელისა. რასაცა მიზამ შენ იცი; შენ ხარ წამალი ხელისა. თვარა ვისმც ექმნა გორლითა შეკვრა თავისა მრთელისა.

257. ქალმან უთხრა მამეწონა ყმაო შენი ნაუბარი. ხარ უცილოდ კარგი ვინმე მოყმე ბრძენთა საქებარი. ხარ ვინათგან აქანამდის მაგა ჭირთა დამთმობარი. რაცა გითხრა მამისმინე გიპოვნია საძებარი.