... (H-742), XIX ს.

218. დღისით ვლეს და საღამო ჟამ გამოუჩნდეს დიდნი კლდენი. კლდეთა შიგან ქვაბნი იყვნეს პირსა წყალი ჩანადენი. წყლისა პირსა არ ითქმოდა შამბი იყო თუ რასდენი. ხე დიდრონი თვალ უწთომი მაღლა კლდემდის ანაყრდენი.

219. მან ყმამან ქვაბსა მიმართა გავლნა წყალნი და კლდენია. ავთანდილ ცხენსა გარდაჰხდა მონახა დიდნი ხენია. მას ზედან ჭვრეტად გავიდა ძირსა დააბა ცხენია. მუნით უჭვრეტდა იგი ყმა მივა ცრემლ მინადენია.

220. რა ტყენი გავლნა მან ყმამან მოსილმან ვეფხის ტყავითა. ქვაბისა კარსა გამოდგა ქალი ჯუბითა შავითა. ატირდა მაღლად ცრემლითა ზღვათაცა შესართავითა. იგი ყმა ცხენსა გარდაჰხდა ყელსა მოეჭდო მკლავითა.

221. ყმამან უთხრა დაო ასმათ ხიდნი ზღვასა ჩაგვიცვივდეს. ვეღარ მივხვდით ჟამიერად ჩვენ ვისიცა ცეცხლნი გვწვიდეს. ესე ჰსთქვა და მკერდსა ხელნი იკრნა ცრემლნი გარდმოსწვიმდეს. ქალი შებნდა მოეხვია ერთმანერთსა სისხლი სწმიდეს.

222. იგი ტევრი გაეხშირა დანაგლეჯსა მათსა თმასა. ერთმანერთსა ეხვეოდეს ყმა ქალსა და ქალი ყმასა. იზახდიან მოჰსთქმიდიან მოჰსცემდიან კლდენი ხმასა. ავთანდილ ჰსჭვრეტს გაკვირვებით მათსა ეგრე ქცევა ქნასა.

223. სული დაიღეს მან ქალმან დაჰსთმო გულისა წყლულობა. ქვაბს შეიყვანა ტაიჭი მოჰხადა აკაზმულობა. მას ყმასა შეჰხსნა შეიღო აბჯრისა წელ მორტყმულობა. შინა შევიდეს მას დღესა გარდაჰხდა გამოსლილობა.

224. ავთანდილს უკვირს ამბავი ისი თუ ვცნაო მე რითა. გათენდა ქალი გამოდგა მოსილი მითვე ფერითა. შავსა აუდვა ლაგამი ჰსწმენდდა რიდისა წვერითა. ჰშეკაზმა მოაქვს აბჯარი წყნარად არ რამე ჩხერითა.

225. მის მოყმისა წესი იყო მეტსა თურე არ ასე ჯდა. ქალი ჰსტირს და მკერდსა იცემს თმისა ტევრსა გაიგლეჯდა. ერთმანერთსა მოეხვივნეს აკოცა და ცხენსა შეჯდა. ასმათ აგრე დაღრეჯილი კვლავ უფრორე დაიღრიჯდა.

226. ავთანდილ ახლოს კვლავ ნახა სახე მისივე კაცისა. ულვაშ აშლილი წვერ გამო ნუთუ მზეაო ჰსთქვა ცისა. ეყნოსა სული ალვისა ქართაგან მონატაცისა. ასრე უჩნს მოკლვა ლომისა მართ ვითა ლომსა ვაცისა.

227. მასვე გზასა წამოვიდა რომე გუშინ შეეარა. შამბი გავლო გაეშორა თავი მინდორს გააგარა. ავთანდილ ჰსჭვრეტს გაკვირვებით მალვით ხესა მოეფარა. ჰსთქვა თუ ღთ~ნ ესე საქმე მეტად; კარგად მამიგვარა.

228. აწ ამას ჩემთვის მღმერთისაგან სხვა საქმე რა ვამჯობინო. ქალი შევიპყრა მის ყმისა ამბავი ვაამბობინო. ჩემიცა უთხრა ყველაი მართალი გავაბჭობინო. მას ყმასა ხრმალი არა ვკრა არც მისი დავისობინო.

229. ჩამოვიდა ცხენი ახსნა მისგან ხესა შემობმული. ზედა შეჰსჯდა გაემართა ქვაბი იყო კარ გახმული. მუნით ქალი გამოიჭრა გულ მდუღარე ცრემლ დასხმული. ეგონა თუ დაბრუნდაო პირი ვარდი ბროლ ბაკმული.

230. ვერ იცნა სახე არ ჰგვანდა მისი მის ყმისა სახესა. ფიცხლა გაიქცა მიმართა ზახილით კლდესა და ხესა. ყმა გარდაიჭრა დააბა ვითა კაკაბი მახესა. ხმას ჰსცემდეს კლდენი ქალისა ზახილსა მუნ ერთ სახესა.

231. მას ყმასა თავი არ მისცა ჭვრეტადცა ებილწებოდა. ვითა კაკაბი არწივსა ქვეშე მი და მო ჰკრთებოდა. ტარიელს ვისმე უზახდა მწედ თუცა არ ემწებოდა. ავთანდილ მუხლთა უყრიდა თითითა ეხვეწებოდა.

232. ეტყოდა სულე რამც გიყავ კაცი ვარ ადამიანი. უფრო ქმნილნი მინახვს ვარდნი და ისი იანი. მისი რამ მითხარ ვინ არის ტან სარო პირბაკმიანი. სხვად არას გიზამ ნუ გეშის ნუ ჰყივი აგრე ხმიანი.

233. ქალი ეტყოდა ტირილით სარჩელი უგავს ბრჭობასა. თუ არ შმაგი ხარ დამეხსენ შმაგი ხარ მოდი ცნობასა. აწ მეტად ძნელსა საქმესა მნუკავ ადვილად თხრობასა. ცუდად ნუ ჰსცდები ნუ ელი მაგა ამბვისა მბობასა.

234. კვლავ ეტყვის ყმაო რა გინდა ანუ მენუკვი მე რასა. მაგა საქმისა ვერა იქმს ვერცა კალამი წერასა. შენ ერთხელ იტყვი მითხარო მე ასჯერ გითხრობ ვერასა. ვითა სიცილი ტირილსა ვაგლახი მიჯობს მღერასა.

235. ქალო არ იცი სით მოვალ რა ჭირნი მამითმენიან. ოდითგან ვეძებ ამბავთა ესე არვისგან მსმენიან. შენ მიპოვნიხარ სიტყვანი ჩემნი რაზომცა გწყენიან. ვერ დაგეხსნები მიანბე ჩემგან ნუღარა გრცხვენიან.

236. ქალმან უთხრა რას შეგესწარ მე ვინ ვარ და ანუ შენო. მზე არ მახლავს შეგეტყვების თვრთვილო ასრე მით მაწყენო. გრძელი სიტყვა საწყინოა ასრე მოკლედ მოგახსენო. ვერასათვის ვერ გიამბობ რაცა გინდა იგი ქენო.

237. კვლავცა ჰკადრა ზენარობით მიუყარნა მუხლნი წინა. მაგრა ვერა ვერ დაჰყარა მუდარობა მოეწყინა. პირსა ზედან გაგულისდა თვალთა სისხლი მოედინა. ადგა თმითა წამოზიდნა ყელსა დანა დააბრჯინა.