... (Q-1082), XVII ს.

212. ბაღჩა: ვნახე: უტურფესი: ყოვლისავე: სალხინოსა: მფრინველთაგან: ჴმა: ისმოდა: უამესი: სირინოსა: მრავლად: იყო: სარაჯები: ვარდის: წყლისა: აბანოსა: კარსა: ზედა: მოჰფარვიდა: ფარდაგები: ოქსინოსა:

213. მეფემან: ახმა: დურაჯთა: მითხრა: მიტანად: ქალისა: გამოუხვენ: და: წავედით: ჩემად: სადებლად: ალისა: მაშინ: დავიწყე: გარდაჴდა: მე: საწუთროსა: ვალისა: ალმასისა: ჴამს: ლახვარი: ლახურად: გულისა: სალისა:

214. ზღუდედ: მოვლიდა: ზურმუხტი: ხე: ალვა: დარიგებითა: მეფე: გარდაჴდა: მუნ: სადა: კოშკად: ბაზარგებით: ა: შიგნით: შევედით: სრა: დაგუხუდა: მოცვული: ფარდაგებითა:

215. ვიცოდი: სწადდა: არვისგან: ნახვა: მის: მზისა: დარისა: მე: გარე: ვდეგ: და: მეფემან: შევლო: ფარდაგი: კარისა: ვერას: ვხედევდი: ოდენ: ჴმა: მესმოდა: საუბარისა: ასმათს: უბრძანა: გამოხმა: დურაჯთა: ამილბარისა:

216. ასმათაზიდნა: ფარდაგსა: გარეთ: ვდეგ: მოფარდაგულსა: ქალსა: შევხედენ: ლახვარნი: მეცა: ცნობასა: და: გულსა: მოვიდა: მივსცნე: დურაჯნი: მთხოვა: ცეცხლითა: დაგულსა: ვაიმე: მას: აქათ: საჴმილსა: დავუწვავ: ნიადაგულსა:

217. : ქალი: მოდგა: დურეჯთათუის: ტანად: სარო: ლამაზენა: მადლი: ჰკადრა: ჴელმწიფემანსახლი: შენი: ააშენა: ჴელთა: მისცენ: წასახვმელადააყბედნა: ტკბილად: ენა: მადლი: მისსა: შემოქმედსა: ვინ: შენებრი: დააშენა:

218. აწწაჴდეს: იგი: ნათელნი: მზისაცა: მოწუნარენი: მისი: ვერ: გასძლო: ჴსენება: დაბნდა: და: სულთქნა: მწარენი: ყმა: და: ასმათი: ტიროდეს: ჴმას: სცემდეს: იგი: არენი:

219. ასმათმან: წყალი: დაასხა: ცნობად: მოვიდა: ტარია: დიდხან: ვერა: თქუა: სევდამან: გული: შეუპყრა: დარია: დაჯდა: და: მწარეთ: სულთ: ითქუნა: ცრემლი: მიწასა: გარია: თქუა: ჩემგან: მისი: ხსენება: ვაიმე: რა: დიდი: ზარია:

220. მიმდონი: საწუთროსანი: მისთა: ნივთთაგან: რჩებიან: იშვებენ: მაგრა: უმუხთლოდ: ბოლოდ: ვერ: მოურჩებიან: ვაქებ: ჭკუასა: ბრძენთასა: რომელნი: ეურჩებიან: ისმენდი: ჩემთა: ამბავთა: თუ: სულნი: შეღამრჩებიან:

221. დურაჯნი: მივსცენ: გავიღე: სხუა: ვერა: გზაღა: თავისა დავეცი: დავბნდი: წამიჴდა: ძალი: ჴორცათა: და: მკლავისა: რა: სულად: მოვე: შემესმა: ჴმა: ტირილისა: და: ვისა: გარე: მამრტყმოდესჯალაბნი: ვითა: ჩამსხდომნი: ნავისა:

222. შიგანვსწევ: დიდთა: დარბაზთა: ტურფითა: საგებელითა: ზედდამტიროდეს: მეფენი: ცრემლითა: უშრობელითა: პირსა: იხოკდეს: ჴელითა: ღაწვისა: გამპობელითა: მუყრნი: მოასხნეს: სენითქვეს: გამაბელზებელითა:

223. მე: რა: მნახა: თვალახმული: მეფე: ყელსა: მომეხვია: ცრემლით: ბრძანა: შვილო: შვილო: ცოცხალ: ხარ: სიტყუა: თქვია: მე: პასუხი: ვერაგავეცვითა: შმაგი: შეჰვკრთია: კვლავდავეცი: დაბნედილი: გულსა: სისხლი: გარდმეთხია:

224. სრულნი: მუყრნი: და: მულიმნი: მე: გარე: შემომცვიდიან: მათ: ჴელთა: ჰქონდა: მუსაფი: ყოველნი: იკითხვიდიან: მტერდაცემული: ვეგონე: არ: ვიცი: რას: ჩმახვიდიან: სამ: დღემდის: ვიყავ: უსულოდ: ცეცხლნი: უშრეტნი: მწვიდიან:

225. აქიმნიცა: იკუირვებდეს: ესე: სენი: როგორია: სამკურნალო: არა: სჭირს: რა: სევდა: რამე: შემოჰყრია: ზოგჯერ: შმაგად: წამოვიჭრი: სიტყუა: მცდარი: წამერია: დედოფალი: ზღვასა: შეიქს: მას: რომ: ცრემლი: დაუღვრია:

აქა ტარიელის სევდით ავადმყოფობა და დაბნედა აქიმებისა და მეცნიერთა მოსხმა:

226. სამსა: დღესა: დარბაზს: ვიყავ: არ: ცოცხალი: არცა: მკვდარი: მერმე: ცნობა: მომივიდა: მიხუდი: რასმე: მიუმხვდარი: ვთქუი: თუ: ჰაი: ჰაირაშიგან: ვარ: მე: სიცოცხლეგარდამხდარი: თმობა: ვჰთხოვე: შემოქმედსა: ვჰკადრე: სიტყუა: სამუდარი:

227. ვთქუი: თუ: ღ~თო: ნუ: გამწირავ: აჯა: ჩემი: შეისმინე: მომეც: ძალი: დათმობისა: ცოტად: ვითა: აღმადგინე: აქა: ყოფა: გამამჟღავნებს: სახლსა: ჩემსა: მიმაწვინე: მანვე: ქნა: და: მორევსჯობდი: გული: წყლული: გავარკინე:

228. მე: წამოველმეფისაგან: კაცი: დია: მოვიდოდა: ახარებდეს: წამოჯდაო: დედოფალი: გამორბოდა: მეფე: მორბის: თავშიშველი: არ: იცოდა: რას: იქმოდა: იგი: ღ~თსა: ადიდებდა: სხვა: ყუელაი: უჩუმოდა:

229. იქით: და: აქათ: მამისხდეს: მახურიტეს: სახურეტელია: მე: მოვახსენე: პატრონო: გული: აწ: უფრო: მრთელია: ცხენსა: შეჯდომა: მწადიან: ვნახოწყალნი: და: ველია: ცხენი: მამგვარეს: შეცავჯე: მეფე: ჩემთანა: მვლელია:

230. გამოვედით: მოვიარეთ: მოედანს: და: წყლისა: პირსა: ჩემსა: მივე: დავაბრუნვე: მეფე: მომყუა: სახლთა: ძირსა: შინა: მივე: უარ: გავჰჴე: სხვა: დამერთო: ჭირი: ჭირსა: ვჰთქუი: თუ: მოვჰკუდე: ბედი: ჩემი: ამის: მეტსა: არას: ღირსა: