... (Q-1082), XVII ს.

193. მეფემან: სახლი: ააგო: შიგან: სამყოფი: ქალისა: ქვად: ფაზარი: სხდა: კუბო: დგა: იაგუნდისა: თუალისა: პირსაა: ბაღჩა: და: საბანლად: სარაჯი: ვარდისწყალისა: იგი: მუნ: იყუის: მედების: ვისგან: საჴმილი: ალისა:

194. დღე: და: ღამე: მუჯამრითა: ეკმევოდის: ალვა: თლილი: ზოგჯერ: კოშკს: ჯდის: ზოგჯერ: ბაღჩას: ჩამოვიდის: რა: დგის: ჩრდილი: დავარ: იყო: და: მეფისა: ქურივი: ქაჯეთს: გათხოვილი: მას: სიბრძნისა: სასწავლელად: თვით: მეფემან: მისცა: შვილი:

195. სრა: ედგა: მოფარდაგული: ოქსინოთა: და: შარდითა: ვერვინ: ვხედევდით: შეიქნა: პირითა: მინავარდითა: ასმათ: და: ორნი: მონანი: ჰყუიან: იმღერდის: ნარდითა: მუნ: იზრდებოდის: ტანითა: გაბაონს: განაზარდითა:

196. თხუთმეტისა: წლისა: ვიყავ: მეფე: მზრდიდა: ვითა: შვილსა: დღისით: ვიყავმას: წინაშე: გამიშვებდის: არცა: ძილსა: ძალად: ლომსა: თვალად: მზესა: ტანად: ვგვანდი: ედემს: ზრდილსა: სროლასა: და: ასპარეზსა: აქებდიან: ჩემგან: ქნილსა:

197. რა: მინდორს: შვჯდი: ზარითა: ჴმა: იყუის: ბუკთა: ცემისა: თანა: მყუის: სპისა: სიმრავლე: მგზავსი: ფუტკრისა: რემისა: ჭვრეტად: ქალყმები: დაჯრილნიდგას: თემისა: და: თემისა: ვინცმნახვის: ეყუის: ერთ: წლამდის: კვეხა: ნახვისა: ჩემისა:

198. მოსრნის: მხეცნი: და: ნადირნი: ისარმან: ჩემგან: სრეულმან: მერმე: ვიბურთი: მოედანს: მინდორით: შემოქცეულმან: შევიდი: შევჰქნი: ნადიმი: ნიადაგ: ლხინსა: ჩვეულმან: აწ: საწუთროსა: გამყარა: პირმან: ბროლბალახშეულმან:

199. მამა: მომიკუდა: მოვიდა: დღე: სიკუდილისა: მისისა: ქნა: გაუცუდდა: ფარსადანს: ნიშატისა: და: ნიშისა: მათ: გაეხარნეს: ვის: ზარი: დალევდის: მისგან: შიშისა: ერთგულთა: შექნეს: ვაება: მტერთა: ხსენება: იშისა:

200. მე: წელიწდამდის: ბნელსა: ვჯე: საწუთროგაცუდებული: დღისით: და: ღამით: ვვაებდი: ვერვისგან: სულდაღებული: გაყუანად: ხასნი: მოვიდეს: მითხრეს: მეფისა: მცნებული: ებრძანა: შვილო: ტარიელ: ნუ: ხარ: შავითა: ღებული:

201. ჩვენ: უფრო: გუტკივის: იგი: ვინ: დაგვაკლდა: სწორად: თავისა: ასი: ებოძა: საჭურჭლე: ებრძანა: აჴდა: შავისა: ბოძება: მისეულისა: სრულისა: საკარგავისა: შენ: გქონდეს: ამირბარობა: ქნა: მისვე: საურავისა:

202. ავენთი: დამწვეს: მამისა: საჴმილთა: დაუშრტელთა: უკანით: გამომიყვანეს: ხასთა: მათწინამდგომელთა: გამოსლვისათვის: ზეიმი: შექნესინდოეთს: მფლობელთა: შორს: მამეგებნეს: მაკოცეს: პატივით: ვითა: შობელთა:

203. თვალთა: ჩემთა: ცხელი: ცრემლი: აწინდლისა: უფრო: დიან: წყლისა: ჭამა: გარდვიჴადე: სიმძიმილის: მითხრობდიან: ასრე: გავჰჴე: ჩემი: ჯარი: არ: დარჩების: იტყოდიან: ზოგნი: ტირან: მამისათვის: ზოგნი: ჩემთვის: ტიროდიან:

204. მათსაჯდომთა: ახლოს: დამსვეს: პატივმცემდეს: ძისა: დარად: მის: ჴელისა: საურავი: მათ: ორთავე: მითხრეს: წყნარად: ურჩ: ვექმენ: და: მისეულთა: წესთა: ქცევა: მიჩნდა: ზარად: არ: მამეშვნეს: დავმორჩილდი: თაყუანი: ვეცამირბარად:

205. თავადობაინდოთა: და: მრავალთაცა: მქონდა: სხვათა: ვნაპიროდი: თუ: ვინ: იყუის: მავნებელი: ჩემთა: სპათა: ხალვად: ვჯდი: და: ვიხარებდი: ზამი: შევქჰნი: მღერას: სმათა: სპათა: ვმოსდი: ვნადირობდი: ქება: თქუიან: ჩემთა: ქნათა:

206. ტარიელს: თვალნი: სისიხლისა: ცრემლთაგან: დაღამებიან: თქუა: ნახვისაცა: უღირსსა: ვისგან: საჴმილნი: მდებიან: უმისოდ: ძმანი: რად: მძმობენ: ანუ: რად: დანი: მდებიან: აწყა: ვახსენებ: დღესა: მას: ოდიდგან: ცეცხლი: მდებიან:

207. აჰა: ძმაო: რადგან: მკითხე: ცხელი: ცეცხლი: მიახლლია: ჩემთა: ჭირთა: მაქრავებლად: მისი: მზრდელი: მიახლია: მუდმით: მწუევდის: ცეცხლი: ცხელი: მეტად: ვეღარ: ვეახლია: შენად: შეყრად: არ: მომკვდარვარ: ჭირნი: ასრე: ვიახლია:

208. ღ~თსა: კაცთა: სიყვარული: ჩუენზედ: ოდის: გამოჩნდების: ჩვენ: სიკვდილი: ლხინად: მოგუცეს: შემოქმედსა: რა: აკლდების ზოგთა: შეჰკრავს: წამის: ყოფად: ზოგნი: ცადმდე: ამაღლდების: მით: ერთითა: შეგუიბრალოს: წყალობითა: ჩუენ: მოგუჴუდების:

209. აღარა: ვიცი: დამვიწყდეს: თუცა: დიადი: წელია: გიამბო: ჩემი: ამბავი: განა: რაზომცა: ძნელია: ცრუ: და: მუხთალი: სოფელი: მიწყივ: ავისა: მქნელია: მისთა: ნაკვეთთა: წინწალი: დამეცეს: ხანგრძლად: მწველია:

ამბავი ტარიელის გამიჯნურებისა პირველ რომ გამიჯნურდა:

210. კვლავდაიწყო: თქმა: ამბისა: მან: რა: ხანი: მოიტირა: დღესა: ერთსა: მე: და: მეფე: მოვიდოდით: გვენადირა: მიბრძანა: თუ: ქალი: ვნახოთ: ჴელი: ჴელთა: დამიჭირა: მის: ჟამისა: მხსენებელი: მე: სულდგმული: არ: გუიკვირა:

211. ველს: გავიდეთ: სანადიროთ: უცხო: რამე: ქარი: ქროდა: მეფე: ბრძანებსვინადიროთ: ჯარი: გარე: ეხუეოდა: ჩვენ: ვიარეთ: ქვეითებსა: ჭალა: გარე: მოესწროდა: რა: ესე: თქვა: ყმა: ატირდა: ცრემლი: ცხელი: ჩამოსწთოდა: