ვეფხისტყაოსანი (H-248), XIX ს.

295. ჭმუნვა შეექმნა თქვენც იცით ჴელმწიფე ნებიერია მოგნახეს გძებნეს ყოველგან მათ რუკა დაუწერია ვერ ჰნახეს შენი ნახული ვერცა ყმა ვერცა ბერია აწ გამომგზავნა რომელსა ვერ მზე გავს ვერ ეთერია

296. მიბრძანა მიცან ანბავი მის მზისა წარხდომილისა მაშინ ვარ მქმნელი საქმისა მის შენგან მონდომილისა სამ წლამდის მითხრა დადენა უმისოდ ცრემლთა მილისა არ გიკვირს გავძელ ვერ ჭვრეტა მისისა მე ღიმილისა

297. აქანამდის მნახავიცა კაცი შენი არ მენახა ქურდნი ვნახენ რომე თქვენთჳს სიტყვა რამე გაემკვახა მათრახითა ჩამოგეგდო ერთი მკვდართა დაგესახა მათ მასწავლეს ძმა რომელსა სულ მობრძავი სამე გლახა

298. ტარიელსცა აეხსენა ომი მათი მაშინდელი იტყვის მახსოვს ეგე საქმე თუმცა არის ადრინდელი ერდგან გნახენ ნადირობას შენ და შენი მე გამზრდელი მით ვსტიროდი მამეგონა მე გლახ ჩემი წამწყმედელი

299. რას მაქნევდით რა გინდოდათ ერთმანერთსა რითა ვგვანდით თქვენ მორჭმულნი თამაშობდით ჩვენ მტირალნი ღაწვთა ვბანდით რა მონანი მამწიენით შესაპყრობლად დაგულვანდით აწ ვეჭვ რომ ჩემად ნაცვლად თანა მკვდართა მიიტანდით

300. მოვიხედე მომეწია რა პატრონი შენი ვნახე ჴელმწიფობით შემებრალნეს ამად ხელი არ შევახე თვალთა წინა გამოვექეც მეტი არა შეუზრახე ჩემი ცხენი უჩინოსა ჰგავს და სხვამცა რად ვასახე

301. კაცმან ვერ ასწრას თვალისა დაწამწამება დაფახვა მას გავექცევი ვისგანცა ჩემი არას ვჰსცნა ამება მათ თურქთა მიღმა გამეგო მე არას არ შეწამება ავად ჰშვენოდა მორევნა და ჩემი დათამამება

302. აწ ვაშად მოხველ მიამა ნახვა შენისა პირისა ტანად სარო და პირად მზე მამაცად მგზავსი გმირისა მაგრა გარჯილხარ არა ხარ გარდაუხდელი ჭირისა ძნელია პოვნა კაცისა ღვთივ ზეცით განაწირისა

303. ავთანდილ უთხრა ვით მაქებ საქები ბრძენთა ენისა მაგისად ნაცვლად რამცა ვიყავ ღირსი ქებისა თქვენისა სახე ხარ მზისა ერთისა ზეცით მნათისა ზენისა რადგან ვერ შეგცვლის პატიჟი ეგზომთა ცრემლთა დენისა

304. ამა დღემან დამავიწყა გული ჩემი ვინ დაბინდა დამიგდია სამსახური იგი იქმნას რაცა გინდა იაგუნდი ეგრეცა ჰსჯობს ათასჯერმცა მინა მინდა შენ გეახლო სიკვდილამდე ამის მეტი არა მინდა

305. ტარიელ უთხრა მე შენი გული აწ მემხურვალების მიკჳრს თუ ნაცვლად მაგისად შენ ჩემი რა გევალების მაგრა წესია მიჯნური მიჯნურსა შეებრალების შენ საყვარელსა გაგყარო ესე რად გენაცვალების

306. წამოსრულხარ ჩემად ძებნად პატრონისა სამსახურად ღმერთმან ჰქმნა და გიპოვნივარ შენცა ცდილხარ მამაცურად მაგრა ჩემსა რა გიანბობს გამოჭრილვარ ასრე თუ რად მე თუ ვიტყჳ დამწვავს ცეცხლი ცხელი შემიქს ალად მურად

307. ამას დაყმუნდა ტარიელ დამწვარი დავალებული ასმათს უბრძანა მას აქეთ შენ ხარ ჩემთანა ხლებული რად არა იცი უწამლო არს ლები ესე ლებული კვლა ესე ყმა მწვავს მტირალი ცრემლითა დავალებული

308. მაგრა ღმერთმან მოწყალემან მით ცნობითა ერთი მზითა ორი მისი მოწყალება დღესცა მომცა ამა გზითა პირველ შეჰყრის მოყვარულთა ჩემით რათმე მიზეზითა კვლა ნუთუმცა სრულად დამწვა ცეცხლთა ცხელთა ანაგზითა

309. ყმასა უთხრა ვინცა კაცმან ძმა ანუ თუ დაცა იდოს ჰხამსო მისთვის სიკვდილსა და ჭირსა თავი არ დარიდოს ღმერთმან ერთი რად აცხოვნოს თუ მეორე არ წაწყმიდოს შენ ისმენდი მე გიამბობ რაღა გინდა წამეკიდოს

310. ასმათს უთხრა მოდი მოჯე თანა წყალი მომიტანე დაბნედილსა მაპკურებდი გული მითა გარდამბანე მკვდარი მნახო დამიტირე სულთქნა გაათანისთანე მე სამარე გამითხარე აქა მიწა მიაკვანე

311. ღილ ჩახსნილი საამბობლად დაჯდა მხარნი ამოყარნა ვითა მზე ჯდა მოღრუბლებით დიდხან შუქნი არ ადარნა ვერ გაახვნა სასაუბროდ მან ბაგენი გაამყარნა მერმე სულთქნა დაიძახნა ცრემლნი ცხელნი გარდმოყარნა

312. მოჰსთქვამს ჰაი საყვარელო ჩემო ჩემთვის დაკარგულო იმედო და სოცოცხლეო გონებაო სულო გულო ვინ მოგკვეთა არა ვიცი ხეო ედემს დანერგულო ცეცხლმან ცხელმან ვით ვერ დაგწვა გულო ასჯერ დადაგულო

აქა ტარიელისაგან თავის ამბის მბობა ოდეს ავთანდილს უამბო პირველი

313. ისმენდი მიეც გონება ჩემთა ამბავთა სმენასა საუბართა და საქმეთა ვითა ძლივ ვათქმევ ენასა იგი ვინ ჴელმქნა მოველი მისგან აროდეს ლხენასა ვისგან შეუცავ სევდასა სისხლისა ღვართა დენასა