ვეფხისტყაოსანი (H-248), XIX ს.

353. სრულნი მუყრნი და მულიმნი მე გარე შემომცვიდიან მტერ დაცემული ვეგონე არ ვიცი რას ჰსჩმახვიდიან მათ ხელთა ჰქონდა მუსაფი ყოველნი იკითხვიდიან სამ დღემდის ვიყავ უსულო ცეცხლნი უშრეტნი მწვიდიან

354. აქიმნიცა იკვირვებდეს ესე სენი რაგვარია სამკურნალო არა ჰსჭირს რა სევდა რამე შემოჰყრია ზოგჯერ შმაგად წამოვიჭრი სიტყვა მცდარი წამერია დედოფალი ზღვასა შეიქმს მას რომ ცრემლი დაუღვრია

355. სამსა დღესა დარბაზს ვიყავ არ ცოცხალი არცა მკვდარი მერმე ცნობა მამივიდა მივხვდი რასმე მიუმხვდარი ვჰსთქვი თუ ჰაი რაშიგან ვარ მე სიცოცხლე გარდამხდარი თმობა ვჰსთხოვე შემოქმედსა ვკადრე სიტყვა სამუდარი

356. ვთქვი თუ ღ~თ ნუ გამწირავ აჯა ჩემი შეისმინე მომეც ძალი დათმობისა ცოტად ვითა აღმადგინე აქა ყოფა გამამჟღავნებს სახლსა ჩემსა მიმაწვინე მანვე ჰქმნა და მორევსჯობდი გული წყლული გავიკურნე

357. მე წამოველ მეფისაგან კაცი დია მოვიდოდა ახარებდეს წამოჯდაო დედოფალი გამორბოდა მეფე მორბის თავ შიშველი არ იცოდა რას იქმოდა იგი ღმერთსა ადიდებდა სხვა ყველაი უჩუმობდა

358. იქით და აქათ მამისხდეს მახვრიტეს სახვრეტელია მე მოვახსენე პატრონო გული აწ უფრო მრთელია ცხენსა შეჯდომა მომინდა ვნახნე წყალნი და ველია ცხენი მამგვარეს შეცავჯე მეფე ჩემთანა მვლელია

359. გამოვედით მოვიარეთ მაედანს და წყლისა პირსა ჩემსა მიველ დავაბრუნვე მეფე მამყვა სახლთა ძირსა შინა მივე უარ გავხე სხვა დამერთო ჭირი ჭირსა ვსთქვი თუ მოვკვდე ბედი ჩემი ამის მეტსა არას ღირსა

360. ზაფრანის ფერად შესცვალა ბროლი ცრემლისა დანამან გული უფრორე დამიჭრა ათი ათასმან დანამან საწოლის მეკრე შემოდგა მოლარე გაიყვანა მან ვჰსთქვი თუ რა იცის ანბავი ნეტარ ან იმან ან ამან

361. მონააო ასმათისი რა იცისო ვარქვი ვჰკითხე შემოვიდა სააშიყო წიგნი მომცა წავიკითხე გამიკვირდა სხვად ვითამცა ვქმენ გულისა მწველთა სითხე მისგან ეჭვი არა მქონდა სევდად მაწვა გულსა მით ხე

362. მე გამიკჳრდა სით უყვარ ანუ ვით მკადრებს თხრობასა მიუყოლობა არ ვარგა დამწამებს უზრახობასა ჩემგან იმედსა გარდასწყვეტს მერმე დამიწყებს გმობასა დავჰსწერე რაცა პასუხად მართებდა აშიკობასა

363. დღენი გამოხდეს მე გული უფრორე დამწვეს მე ალთა ვეღარ უჭვრეტდი ლაშქართა მინდორს თამაშად მავალთა დარბაზს ვერ მიველ მკურნალთა დამიწყეს მოსვლა მრავალთა მაშინ დავიწყე გარდახდა სოფლისა ლხინთა და ვალთა

364. მათ ვერა მარგეს მე გულსა ბინდი დამეცა ბნელისა სხვამან ვერავინ შემატყო ბინდი ცეცხლისა ცხელისა სისხლი დამწამეს მეფემან ჰბრძანა გახსნევა ხელისა გავიხსენ ფარვად პატიჟთა არვისგან საეჭველისა

365. ჴელ გახსნილი სევდიანი საწოლს ვიყავ თავის წინა ჩემი მონა შემოვიდა შევხედენ თუ თქვას რა მინა მონააო ასმათისა შემოყვანა უთხარ შინა გულსა შინა დაუზრახე რა მპოვაო აქა ვინა

366. მონამან წიგნი მომართვა მე წავიკითხე ნებასა წიგნსა შევატყევ ლამობდა მოსვლისა მოსწრაფებასა პასუხად ვჰსწერდი ჟამია მართალ ხარ გაკვირვებასა მოხვალ თუ მიხმობ მე ნუ მეჭვ მოსლვისა დაზარებასა

367. გულსა ვარქვი თუ ლახვარნი ეგე ვით დაგაღონებენ ამილბარი ვარ ჴელმწიფე სრულად ინდონი მმონებენ აზრად შეიქმენ საქმესა ათასჯერ შეაწონებენ თუ შეიგებენ მე მათთა არეთა არ მარონებენ

368. კაცი მოვიდა მეფისა ჰსწადსო ამბვისა სმინება მოყვანა უთხარ ებრძანა ქმნაცა სისხლისა დინება მე ვჰკადრე ჴელი გავიხსენ დამიწყო მოჯობინება წინაშე მოვალ ამისთვის კულავ უფრო მართებს ლხინება

369. დარბაზს მივე მეფე ჰბრძანებს ამის მეტსა ნუ იქ აბა ცხენსა შემსვა უკაპარჭო წელთა არა არ შემაბა შეჰსჯდა ქორნი მოუტევნა დურაჯები დაინაბა მშვილდოსნები გასაგანნა იტყოდიან შაბაშ შაბა

370. შინა დავსხედით ნადიმად მას დღესა მინდორს რებულნი მომღერალნი და მუტრიბნი არ იყვნეს სულ დაღებულნი მეფემან გაჰსცა მრავალნი თვალნი ღარიბად ქებულნი აუვსებელნი არ დარჩეს მას დღესა მათნი ხლებულნი

371. ვეცდებოდი არა მცალდა სევდისაგან თავის კრძალვად ვიგონებდი ცეცხლი უფრო მედებოდა გულსა ალვად ჩემნი სწორნი წავიტანენ ჩემსა დავჯე მთქვიან ალვად შევჰქმენ სმა და ნადიმობა პატიჟთა და ჭირთა მალვა

372. მოლარემან შინაურმან ყურსა მითხრა ნაუბარი ქალი ვინმე იკითხავსო ინახვისცა ამილბარი ზეწარითა მოუხურავს პირი ბრძენთა საქებარი ვარქვი საწოლს წაიყვანე ჩემგან არის ნახმობარი