ვეფხისტყაოსანი (H-248), XIX ს.

409. შემოვლნე სახლი ნაგები კეკლუცად ბანის ბანითა გამოჰსჩნდა მთუარე ნათლითა გარე შუქ მონავანითა ფარდაგსა შიგან მჯდომარე შესამოსლითა მწვანითა საკვირველი და ღარიბი უცხო პირად და ტანითა

410. შეველ წავჰსდეგ ნოხთა პირსა მე დამიწყო ცეცხლმან შრეტად გულსა ბნელი განმინათლდა ზედა ლხინი ადგა სვეტად მას ბალიში შემოეგდო მზისა შუქსა ჰსჯობდა მეტად ჩემგან პირსა იფარვიდა აიხედის წამსა ჭვრეტად

411. უბრძანა თუ მოახსენე ასმათ დაჯდეს ამილბარსა მან ბალიში დამართებით დადვა მას მზედ საქებარი დავჰსჯე მივჰსცენ გულსა ლხინი საწუთროსა დამგმობარსა მიკვირს სულნი რადღა მიდგან ვიტყვი მისგან ნაუბარსა

412. მიბრძანა ძუღან გეწყინა გაშვება უუბარისა მზემან გაყრითა დაგაჭკნე ვითა ყვავილი ბარისა დაჰგსჯიდა დენა ცრემლისა ნარგისთათ ნაგუბარისა მაგრამ ჰჴამს ჩემგან სირცხვილი და რიდი ამილბარისა

413. თუმცა ჰმართებს დედაკაცსა მამაცისა დიდი კრძალვა მაგრამ მეტი უარეა არა თქმა და ჭირთა მალვა მე თუ ზე პირ მიცინია ქვე ქვე მითქვამს იდუმალ ვა ძოღან ქალი გამოვგზავნე ვქენ მართლისა შემოთვალვა

414. ერთმან ერთისა მას აქათ რაცა ორთავე ვიცითა აწცა მიცოდი საშენოდ მითვე პირითა მტკიცითა ამას შევჰსჯერდი დიდითა ზენარითა და ფიცითა გეცრუო ღმერთმან მიწა მქნას ნუმცა ცხრითავე ვზი ცითა

415. წა შეები ხატაელთა ილაშქრე და ინაპირე ღმერთმან ჰქმნას და გაგიმარჯოს მორჭმულიმცა ჩემ კერძ ირე მაგრა რა ვჰქმნა კვლაცა ნახვა მამხვდებოდეს შენი ვირე გული მამეც გაუყრელად ჩემი შენთვის დაიჭირე

416. აწ რასაცა მე მაღირსებ ხორციელი არვინ ღირსა მოწყალება იჩქითია ღვთისა ამად არა მკვირსა შენთა შუქთა შემომადგამ ბნელსა გულსა ზედა მჭვირსა შენი ვიყო სადამდისცა დამიყოფდეს მიწა პირსა

417. ზედან წიგნსა საფიცარსა შევფიცე და შემომფიცა მისგან ჩემი სიყვარული ამით უფრო დაამტკიცა უშენოსა მოწონება ვისიცაო გულსა მიცა ღმერთი მომკლავს ამას იქით თავსა ვეტყვი ამას ვსწვრთიცა

418. დავჰყავ ხანი მას წინაშე სიტყვანიცა ტკბილნი ვთქვენით ვჰსჭამეთ ამო ხილი რამე ერთმანერთსა ვეუბენით მერე ავდექ წამოსავლად ტირილით და ცრემლთა დენით მისთა შუქთა შვენებანი ნათლად მადგა გულსა ფენით

419. მეძნელებოდა სიშორე მისი ბროლ ბალახშ მინისა მე გამიახლდა სინათლე მქონდა სიმრავლე ლხინისა ჩემად ჰსჩნდა იგი სინათლე ეთერით მზედ ნაჩინისა აწ მიკვირს მისი გაყრილი გული მიც კლდისა ტინისა

420. დილასა შევჯე უბრძანე ჰკარით ბუკსა და ნობასა სრულად სპათასა ვერ გითხრობ არ შესხდომილად მზობასა ლომმან მივმართე ხატაეთს ვერვინ მიზრახავს მხრდლობასა უგზოსა ვლიდეს ლაშქარნი არ გაივლიდენ გზობასა

421. დავაგდე მზღვარი ინდოთა მევლო პაშტაი ხანია რამაზის კაცი მემთხვია ვინ ხატაეთის ხანია მან მითხრა მოციქულობა გულისა მოსაფხანია ჩვენთა მგელთაცა დაჰსჭამენ თქვენნი ინდოთა თხანია

422. მე შემამძღვნეს რამაზისგან ძღვნად საჭურჭლე საშინელი მითხრობს გკადრებს ნუ ამოგვწყვეტ არის შენგან არ საქნელი ზენაარი გამოგვიღე მით გვაბია ყელსა წნელი მოურბევლად მოგახსენნეთ თავნი შვილნი საქონელი

423. რაცა შეგჰსცოდეთ შეგვინდე თვით ჩვენცა შეგვინანია თუ ღვთითა შეგვიწყალებდეთ აქა ნუ მოვლენ სპანია არ აჰსწყდეს ქვეყანა ჩვენი რისხვით არ დაგუტყუეს ცანია შენ მოგცეთ ციხე ქალაქი მოგყვენ ცოტანი ყმანია

424. გვერცა დავისხენ ვეზირნი ვიუბნეთ გავეზრახენით მითხრეს თუ ხარო ყმაწვილი ბერნი მით გკადრებთ გლახ ენით არიან მეტად მუხთალნი ჩვენ ერთხელ კვლავცა ვნახენით არამცა მოგკლან ღალატად არამცა ვივაგლახენით

425. ჩვენ ამას ვარჩევთ წავიდეთ კარგითა მართ მამაცითა ლაშქარნი ახლოს გეკიდნენ ჰსცნობდენ ამბავსა კაცითა გულ მართლად იყვნენ მიენდე აფიცე ღვთითა და ცითა არ დაგმორჩილდენ შერისხდი რისხვითა კვლავ და კვლავ ცითა

426. მეკეთა ესე თათბირი ვაზირთა ნავაზირები შევჰსთვალე რამაზ მეფეო ვსცან შენი დანაპირები სიკვდილსა გიჯობს სიცოცხლე დაგვიდგამს ვერ ქვიტკირები ლაშქართა დავჰყრი ცოტათა წამოვალ შენ კერძ ვირები

427. მათ ლაშქართაგან სამასნი კარგი მოყმენი ქველანი თანა წამომყვეს წაცაველ დავჰყარენ სპანი ყველანი დავედრე სადა მე მევლოს ვლენით იგივე ველანი ახლოს მამდევდით მიშველდით გიხმობ თუ მინდა შველანი

428. სამ დღე ვიარე მემთხვია სხვა კაცი მისვე ხანისა კვლა ეძღვნა უცხო მრავალი შესამოსელი ტანისა ებრძანა მწადსო სიახლე შენ ლაღისა და ჯანისა რა შეგეყარო მაშინ ჰსცნა შენ ძღნობა ამისთანისა