ვეფხისტყაოსანი (H-248), XIX ს.

373. ავჰსდეგ მსხდომნი ნადიმობით აემზადნეს ასაყრელად შადი უთხარ ნუ ასდგებით მოვალ ხანსა დაუზმელად გამოველ და საწოლს შეველ მონა დადგა კარსა მცველად გული მივეც თმობა ქნათა აუგისა საკრძალველად

374. კარსა შევჰსდეგ ქალი წინა მომეგება თაყუანიმცა მითხრა მოსლვა თქვენს წინაშე კურთხეულა რამან ღირმსცა გამიკვირდა მიჯნურისა თაყუანება ექნა ვისმცა ვჰსთქვი არ იცის აშიკობა თუმც იცოდა წყნარად ზისმცა

375. მითხრა დღე ეგე სირცხვილად მედების გულსა ალობა გგონია ჩემგან წინაშე მაგისთვის მომავალობა მაგრა აწ მიდებს იმედსა შენგან ცდისაღა მალობა ამას თუ ვღირს ვარ ვერ ვიტყვი მაკლია ღვთისა წყალობა

376. ადგა მითხრა თქვენს მკრძალვასა ჩემგან ცნობა უბნევია ნუ მეჭვ რაცა პატრონისა ბრძანებასა უთქმევია ეზამ დიდი შემართება გულსა მისსა უთნევია ამა წიგნმან გაგაგონოს ჩემთვის ვისცა უთქმევია

აქა წიგნი პირველი ნესტან დარეჯანისა საყვარელთან

377. წიგნი ვნავხე მისი იყო ვისი მდაგავს ალი გულსა მოეწერა მზისა შუქსა ნუ დაიჩენ ლომო წყლულსა მე შენი ვარ ნუ მოჰკვდები მაგრა ბნედა ცუდი მძულსა აწ ასმათი მოგახსენებს ყველაკასა ჩემგან თქმულსა

378. ბედითი ბნედა სიკვდილი რა მიჯნურობა გგონია ჰსჯობს საყვარელსა უჩვენნე საქმენი საგმირონია ხატაეთს მყოფნი ყველანი ჩვენნი მოხარაჯენია აწ მათი ჯავრნი ჩვენ ზედა ჩვენგან არ დასათმონია

379. შენგან ჩემისა ქმრობისა წინასაც ვიყავ მდომია მაგრა აქამდის საუბრად კვლავ ჟამი არ მამხდომია ძოღან ჴელ ქმნილსა გიჭურეტდი კუბოსა შიგან მჯდომია მანდა ყველაი მასმია რაცა შენ გარდაგხდომია

380. მართლად გითხრობ მომისმინე ესე რაცა მოგახსენე წა შეები ხატაველთა თავი კარგათ გამაჩვენე გიჯობს ცუდად ნუღარა ჰსტირ ვარდი კვლამცა რად დასტენე მზემან მეტი რაღა გიყოს აჰა ბნელი გაგითენე

381. ასმათი მეუბნებოდა უშიშრად არ მეკრძალოდა ჩემი რა გითხრა რა ვიყავ ლხინი რად დამეთვალვოდა გული მი და მო მიარდა ჰკრთებოდა და მემალოდა მით პირი ჩემი გაბროლდა და ღაწვი გამელალვოდა

აქა წიგნი პირველი ტარიელისა საყვარელთანა მიწერილი პირველი

382. თვალთა დავიდევ უსტარი მე მისგან მონაწერია პასუხად ვჰსწერდი მთვარეო შენმცა მზე ვით მოგერია მე ღმერთმან იგი ნუ მამცეს რაც არა შენი ფერია სიზმრად მგონია დარჩომა ჩემი ვერ დამიჯერია

383. ასმათს უთხარ მე პასუხსა ამის მეტსა ვერ მივხვდები ესე ჰკადრე მზეო რათგან ჩემთვის ნათლად ამოხდები აჰა მკვდარი გამაცოცხლე ამას იქით აღარ ვბნდები რაცაღაა სამსახურსა ვიტყვი თუღა ვერიდები

384. ასმათ მითხრა მე მიბრძანა ესე ვქმნათო ესე სჯობდეს ვინცა გვნახოს ჩემგან მისსა საუბარსა არა ჰსცნობდეს ჩემად ნახვად მოვიდოდეს შენ ვითამცა გაშიკობდეს დაცამვედრა ამილბარსა უთხარ ასრე ნამუსობდეს

385. მეკეთა ესე თათბირი სიბრძნე გულისა მისისა მისი მზისაცა რიდება ჰქონდის ნათლისა ვისისა მისგან მომეცა მოსმენა არ საუბრისა მქისისა ვისთა შუქთაგან უკუნსა გვანდის სინათლე დღისისა

386. ასმათს მოვართვი რჩეული თვალი ოქროსა ჯამითა მან მითხრა არა არ მინდა ვარ გამაძღარი ამითა ერთი აიღო ბეჭედი მართ აწონილი დრამითა ესე კმა ნიშნად სავსე ვარ სხვად ჴელის შესაბამითა

387. ქალი ადგა წამოვიდა მე ლახვართა გულსა მრიდეს ლხინმან ბნელი განმინათლა დაშრტეს ცეცხლნი რომე მწვიდეს შეველ დავჯე ნადიმადვე ჩემნი სწორნი სადა სმიდეს მხიარულმან საბოძვარი გავეც ზამი გაადიდეს

აქა წიგნი ტარიელისა ხატაველთა თანა მიწერილი და კაცის გაგზავნა

388. გავგზავნე კაცი ხატავეთს და წიგნი ჩემაგიერი მივჰსწერე მეფე ინდოთა არ[ი]სმცა ღთულებ ძლიერი მათი ერთგული გაძღების ყოველი სული მშიერი ვინცა ურჩ ექმნას იქმნების თავისა არ მადრიერი

389. ჩვენო ძმაო და პატრონო თქვენგან არ გავიწბილები ესე რა ნახოთ ბრძანება აქამცა მოიარებით თქვენ თუ არ მოხვალთ ჩვენ მოვალთ ზედა არ მოგეპარებით ჰსჯობს რომე გვნახნე თავისა სისხლთა ნუ ეზიარებით