ვეფხისტყაოსანი (H-248), XIX ს.

390. კაცნი გავგზავნენ მე გულსა მამეცა უფრო ლხინები დარბაზს ვიშვებდი დამევსო ცეცხლი წვად მოუთმინები მაშინ სოფელმან საწუთრო მიუხვის რაცა ვინები აწ ჴელ მქმნა რომე საახლოდ მხეცთაცა მოვეწყინები

391. პირველ გაჭრისა პირობა მერმე დასწყნარდეს ცნობანი ჩემთა სწორთაგან იყვნიან ჩემს წინა დარბაზობანი მაგრა დამშლიდეს ლხინთაგან სურვილთა დიადობანი ზოგჯერ შემცვიან სევდათა ვთქვი საწუთროს გმობანი

392. დღესა ერთსა საწოლს მოველ მეფის სრითა წამოსრული ვჰსჯე და მასვე ვიგონებდი არ მიეცა თვალთა რული წიგნი მქონდა საიმედო ამად ვიყავ მხიარული კარსა მცველმან მონა უხმო უთხრა საქმე დაფარული

393. მონააო ასმათისი საწოლს უთხარ შემოყვანა მოეწერა გიბრძანებსო ვისი მესვა გულსა დანა ლხინმა ბნელი განმინათლა ამიფოლხვა ჯაჭვთა მანა წაველ მონა წავიტანე რამცა უთხარ ამისთანა

394. ბაღჩას ჩაველ არა დამხვდა კაცი ჩემი მოუბარი ქალი წინა მამეგება მხიარული მოცინარი მითხრა ვაშად ამოგიღე არ გასვია გულსა ნარი მოდი ნახე ვარდი შენი უფურჭკნელი და დაუმჭკნარი

395. ამიგდო ქალმან ფარდაგი მძიმე თავისა ძალითა სადა ჰსდგას კუბო შემკული ბალახშითა და ლალითა შინაგან სჯდა იგი პირითა მზისაებრ ელვა მკრთალითა მე შემომხედნის ლამაზად მის მელნის ტბისა თვალითა

396. დიდხან ვდეგ და არა მითხრა სიტყვა მისსა მონასურსა ოდენ ტკბილად შემომხედის ვითამც რამე შინაურსა ასმათ უხმო მოიუბნეს ქალი მოჰსდგა მითხრა ყურსა აწ წადიო ვერას გითხრობს მე კულავ მიმცა ალმან მურსა

397. ასმათ გამომყვა წამოველ ფარდაგი გამოვიარე ვსთქვი საწუთროო ვის წეღან გული დარმანთა მიარე მაშინ მოგეცა იმედი ლხინი რად გამიზიარე გულმან გაყრისა სიძნელე კვლავ უფრო დაიტიარე

398. ასმათ ლხინსა მიქადებდა ჩავიარე შიგან ბაღი მითხრა აგრე წასვლისათვის ნუ გაჩნია გულსა დაღი სიმძიმილთა ერდო დახშე სიხარულის კარი აღი სირცხვილი აქვს საუბრისა მერმე თავსა კრძალავს ლაღი

399. მე უთხარ დაო შენგან ვეჭვ ამა გულისა წამალსა ზენაარ სულთა ნუ გამყრი ამბვითა მშრეტდი ამ ალსა ჩემთანა წიგნსა ნუ გასწყვეტ შენ ზედა ზედა მავალსა თუ რას ჰსცნობ ჩემთვის არ ვეჭვ მე შენგან არ დანამალსა

400. შევჰსჯე წამოველ მდიოდა ნაკადი ცრემლთა მილისა საწოლს შემოველ ხელ ქმნილსა ღონე არ მქონდა ძილისა ბროლი და ლალი შევიქმენ მე ულურჯესი ლილისა ღამე მერჩია მეწადა არ გათენება დილისა

401. ხატაეთს მყოფნი მოვიდეს მათგან მოსულისა დრონია სიტყვანი შემოეთვალნეს ლაღნი და უკადრონია არცა რამ ჩვენ ვართ ჯაბანნი არ ციხე უმაგრონია ვინ არის თქვენი ხელმწიფე ჩვენ ზედა რა პატრონია

აქა წიგნი ხატაველთა მეფისა ტარიელის პასუხად

402. მოეწერა რამაზ მეფე წიგნს გიწერსა ტარიელსა გამიკვირდა რა ეწერა წიგნსა შენგან მონაწერსა რაგვარა თუ მანდა გეხმე ვინ ჰპატრონობ ბევრსა ერსა ამის მეტსა ნუღა ვნახავ კვლავღა წიგნსა შენ მიერსა

403. ვუბრძანე წვევა ლაშქართა გავგზავნე მარზაპანია იგი ვარსკვლავთა ურიცხვი მოკრბეს ინდოთა სპანია შორით და ახლოთ ყველანი მართ ჩემკენ მონასხრპანია ერთობ ლაშქრითა აივსო მინდორი კლდე კაპანია

404. ფიცხლავ მოვიდეს არ ექმნათ მათ შინა ხანდაზმულობა აღლუმი ვნახე მეკეთა ლაშქართა მოკაზმულობა სიჩაუქე და სიკეთე აბჯართა ხვარაზმულობა ტაიჭთა მათთა სიკეთე კეკლუცად დარაზმულობა

405. ავმართე დროშა მეფისა ალმითა წითელ შავითა დილასა ვბრძანე გამართვა ლაშქრითა უთვალავითა თავსა ვსტიროდი ვიტყოდი ბედითა მეტად ავითა მზე თუ არ ვნახო არ ვიცი ვიარო ვითა და ვითა

406. შინა მიველ დაღრეჯილსა გულსა სევდა მიიეფდა თვალთა ვითა საგუბარი ცხელი ცრემლი გარდმომჩქებდა ბედი ჩემი უბედური ვსთქვი ჯერთაცა ვერ გამეფდა ჴელმან ვარდი რად იხელთა რადგან ასრე ვერ მოჰკრეფდა

407. მონა შემოდგა მივეცი საქმესა გაკვირვებულსა ასმათის წიგნი მამართვა მე მეტად შეჭირვებულსა ეწერა გიხმობს შენი მზე შენ მისთვის მოსურვებუსა მოდი ჰსჯობს მანდა ტირილსა საქმესა ბედით ვებულსა

408. ვითა მართებდა ეგზომი რამცა ვით გავიხარეო შეღამდა წაველ ბაღისა მე კარი შევიარეო სად ასმათ პირველ მენახა მუნვე ჰსჩნდა მდგომიარეო სიცილით მითხრა წამოვლე მოგელის ლომსა მთვარეო