ვეფხისტყაოსანი (H-248), XIX ს.

314. ჰინდოეთს შვიდთა მეფეთა ყოვლი კაცი ხართ მცნობელი ექვსი სამეფო ფარსადანს ჰქონდა თვით იყო მფლობელი უხჳ მდიდარი უკადრი მეფეთა ზედა მფლობელი ტანად ლომი და პირად მზე ომად მძლე რაზმთა მწყობელი

315. მამაჩემი ჰსჯდა მეშვიდე მეფე მებრძოლთა მზარავი სარიდან ერქვა სახელი მტერთა სრვად დაუფარავი ვერვინ ჰკადრებდის წყენასა ვერ ცხადი ვერცა მპარავი იხარებდა და იშვებდის საწუთრო გაუმწარავი

316. ხალვა მოჰსძულდა შეექნა გულს კაეშანთა ჯარები ჰსთქვა წამიღია მტერთაგან ძლევით ნაპირთა არები ყოვლგნით გამისხმან მორჭმით ვზი მაქვს ზეიმი და ზარები ბრძანა წავალ და მეფესა ფარსადანს შევეწყნარები

317. ფარსადანს წინა დაასკვნა გაგზავნა მოციქულისა შეჰსთვალა შენ გაქვს მეფობა ჰინდოეთისა სრულისა აწ მე მწადს თქვენსა წინაშე მეცა ვსცნა ძალი გულისა ნაცვალი დარჩეს ჩემისა ერთგულად სამსახურისა

318. ფარსადან შექნა ზეიმი ამა ამბისა მცნობელმან შეჰსთვალა ღ~თსა მადლობა შევსწირე ხმელთა მფლობელმან რადგან ეგე ჰქმენ მეფემან ჩემებრ ინდოეთს მჯდომელმან აწ მოდი ესრეთ პატივ გცე ვითა ძმამან მშობელმან

319. ერთი სამეფო საკარგყმო უბოძა ამილბარობა თვით ამირბარსა ჰინდოეთს აქვს ამირსპასალარობა მეფე რა დაჰსჯდა არა ჰსჭირს ხელისა მიუმცდარობა სხვად პატრონია მართ ოდენ არა აქვს კეისარობა

320. თჳთ მეფემან მამაჩემი დაიჭირა სწორად თავსა ჰსთქვა ჩემებრი ამილბარი ნაძლევი ვარ ვისცა ჰყავსა ლაშქრობდის და ნადირობდის აძლევდიან მტერნი ზავსა მას არა ვჰგავ ასრე ვითა მე სხვა კაცი არა მგავსა

321. ძე არა ესვა მეფესა და დედოფალსა მზისა დარსა ჭმუნვა ჰქონდა ჟამი იყო მით აეხვნეს სპანი ზარსა ვაი კრული დღემცა იგი მე მივეცი ამილბარსა მეფემან ჰსთქვა შვილად გავზრდი თვით ჩემივე გვარი არსა

322. მეფემან და დედოფალმან მიმიყვანეს შვილად მათად საპატრონოდ მზრდიდეს სრულთა ლაშქართა და ქვეყანათად ბრძენთა მიმცეს სასწავლელად ხელმწიფეთა ქცევა ქნათად მოვიწიფე დავემსგავსე მზესა თვალად ლომსა ნაკვთად

323. ასმათ მითხრობდი რაცა ჰსცნო ჩემგან ამბობა ცილისა ხუთისა წლისა შევიქენ მსგავსი ვარდისა შლილისა ჭირად არ მიჩნდის სიკვდილი ლომისა ვითა სირისა არა ჰგაოდის ფარსადანს მისი არა სმა შვილისა

324. ასმათ შენცა ხარ მოწამე ჩემისა ფერ მიხდილისა მზესა მე ვჰსჯობდი შვენებით ვით ბინდსა ჟამი დილისა იტყოდეს ჩემი მნახავნი მსგავსია ედემს ზრდილისა აწ მაშინდლისა ჩემისა სახე ვარ ოდენ ჩრდილისა

325. მე ხუთისა წლისა ვიყავ დაორსულდა დედოფალი ესე რა ჰსთქვა ყმამან სულთქმნა ცრემლით ბრძანა შობა ქალი დაბნედასა მიეწურა ასმათ ასხა გულსა წყალი ჰსთქვა მაშინვე მზესა ჰგვანდა აწ მედების ვისგან ალი

326. ქება არ ითქმის ენითა აწ ჩემგან ნაუბარითა ფარსადან დაჰსჯდა ხარებად ზეიმითა და ზარითა ყოვლგნით მოვიდეს მეფენი ნიჭითა მრავალ გვარითა საჭურჭლე გასცეს აივსნეს ლაშქარნი საბოძვარითა

327. საშობელი გაიყარა ზრდა დაგვიწყეს მე და ქალსა მართ მაშინვე ჰგვანდა იგი მზისა შუქთა ნასამალსა უყვარდით და სწორად უჩნდით მეფესა და დედოფალსა აწ ვახსენებ ვისგან ჩემი დაუდაგავს გული ალსა

328. ყმა დაბნდა რა სახელისა ხსენებასა მიეწურა ავთანდილსცა აეტირა მისმან ცეცხლმან გულსა მურა ქალმან სულად მოაქცია მკერდსა წყალი მოაპკურა ჰსთქვა ისმენდი მაგრა ჩემი სიკვდილისა დღე დასტურა

329. მას ქალსა ნესტან დარეჯან იყო სახელად ხმობილი შვიდისა წლისა შეიქმნა ქალი წყნარი და ცნობილი მთვარისა მსგავსი მზისაგან შვენებით ვერ შეფრობილი მისსა ვით გასძლებს გაყრასა გული ალმასად წდობილი

330. იგი ასრე მოიწიფა მე შემეძლო შესლვა ომსა მეფე ქალსა ვით ხედჳდა მეფობისა ქნისა მწთომსა მამასავე ჴელთა მიმცეს რა შევიქენ ამა ზომსა ვბურთობდი და ვნადირობდი ვით კატასა ვხოცდი ლომსა

331. მეფემან სახლი ააგო შიგან სამყოფი ქალისა ქვად ფაზარი ჰსხდა დათლილი იაგუნდისა ლალისა პირსა ბაღჩა და საბანლად სარაჯი ვარდის წყალისა იგი მუნ იყვის მედების ვისგან სახმილი ალისა

332. დღე და ღამე მუჯამრითა ეკმევოდის ალვა თლილი ზოგჯერ კოშკს ჰსჯდის ზოგჯერ ბახჩას ჩამოვიდის რა დგის ჩრდილი დავარ იყო და მეფისა ქვრივი ქაჯეთს გათხოვილი მას სიბრძნისა სასწავლებლად თვით მეფემან მისცა შვილი

333. სრა ედგა მოფარდაგული ოქსინოთა და შარდითა ვერვინ ვხედევდით შეიქმნა პირითა მინა ვარდითა ასმათ და ორნი მონანი ჰყვიან იმღერდის ნარდითა მუნ იზრდებოდის ტანითა გაბაონს განაზარდითა