.... (H-1759), XIX ს.

197. ქალმან უთხრა რას შეგესწარ, მე ვინ ვარ და ანუ შენო მზე არ მახლავს შეგეტყვების, თვრთვილო ასრე მით მაწყენო გრძელი სიტყვა საწყინოა, ასრე მოკლედ მოგახსენო ვერასათვის ვერ გიამბობ, რაცა გინდაიგი ქენო

198. კვლავცა ჰკითხა ზენარობით, მიუყარნა მუხლნი წინა მაგრამ ვერა ვერ დაჰყარა, მუდარობა მოეწყინა პირსა ზედან გაგულისდა, თვალთა სისხლი მოედინა ადგა თმითა წამოზიდნა, ყელსა დანა დააბრჯინა

199. ეგრე უთხრა მე ეზომი, ჯავრი ვითა შეგარჩინო როგორა თუ ამატირო, ცრემლი ცუდად დამადინო გიჯობს მითხრა ამის მეტი, მართ აღარა არ გაწყინო თვარა ღ~თნ მტერი ჩემი, მოკლას ვითა მოგაკვდინო

200. ქალმან უთხრა ეგე ღონე, მოიგონე მატად ავი თუ არ მამკლავ არ მოვკვდები, მრთელი ვარ და მოუკლავი რად რა გითხრა სადამდისცა, ვიყო ჭირთა უნახავი კულავ თუ მამკლავ სასაუბროდ, აღარ მებას ზედან თავი

201. კულავ ეტყვის ყმაო რად მპოვე, ვინ მეუბნები მე ვინო ეგე ამბავი ცოცხალსა, ენითა ვერ მათქმევინო მე თავი ჩემი ნებითა, ჩემითა მოგაკლევინო ვითა უსტარი ბედითი, ადვილად დაგახევინო

202. ჩემი სიკუდილი შენ ჩემად, პატიჯად ნურად გგონია მით რომე დამხსნი ტირილსა, შემშრების ცრემლთა ფონია ჩალად მჩანს ყოვლი სოფელი, მისთვისვე შემიწონია ვერ გიცნობ ვინ ხარ ვის გითხრა, სიტყვანი მისანდონია

203. ყმამან თქუა თუ არ ეგების, აწ ამისი ასრე თქმევა სხვასა რასმე მოვიგონებ, სჯობს საქმისა გამორჩევა გაუშვა და ცალკე დაჯდა, ტირს დაუწყო ცრემლთა ფრქვევა ქალსა უთხრა გაგარისხე, აწ არ ვიცი ვით დავრჩე ვა

204. ქალი დაუჯდა კუშტ გვარად, ქუშობს ჯერთ არ დამტკბარია ავთანდილ ქუე ზის ტირილად, აღარას მოუბარია ვარდისა ბაღსა მოგუბდა, ცრემლისა საგუბარია კულა იქით ქალი ატირდა, მისთვის გულ ნალმობარია

205. ყმა მტირალი შეებრალა, ამად ცხელნი ცრემლნი ღვარნა მაგრამ უჯდა უცხოს უცხო, არ ბაგენი აუბარნა ყმამან ცნა თუ გონებანი, ჩქარნი ჩემთვის დააწყნარნა ცრემლ დენილი შეეხვეწა, ადგა მუხლნი მიუყარნა

206. უთხრა ვიცი აღარ ვარგხარ, შენ აწ ჩემად დასანდობლად გაგარისხე დაგრჩომივარ, ღარიბად და ამად ობლად აწ ეგრეცა თავი ჩემი, დამიც შენთვის დასანდობლად ამად რომე შეცოდება, შვიდ გზის თქმულა შესანდობლად

207. თავი ჩემი სამსახურად, თუმცა ავად მოგაწონე მიჯნურისა შებრალება, ჴამს ესეთა გაიგონე სხვაგნით ყოვლგნით უღონო ვარ, არვინ არის ჩემი ღონე სულთა მოგცემ გულისათვის, სხვა მეტიმცა რა გამონე

208. რა ქალსა მიხვდა ყმისაგან, მიჯნურობისა სმინება გულამოხნეჩით დაიწყო, ასკეცად ცრემლთა დინება კულავ გაამაღლა ზახილით, ტირილი არ გაცინება ავთანდილს ღთ~ნ წადილი, მისცა გულისა ლხინება

209. იტყვის თუ ამა სიტყვითა, მას ფერი შეეცვალების ვისთვისმე ხელი უცილოდ , მას ცრემლი ემალმალების კულავ უთხრა დაო მიჯნური, მიჯნურთა შეებრალების ესეცა იცი სიკვდილსა, თვით ეძებს არ ეკრძალების

210. ვარ მიჯნური ხელი ვინმე, გაუძლედლად სულთა დგმისად ჩემმან მზემან გამომგზავნა, საძებარად ამა ყმისად ღრუბელიცა ვერ მიხვდების, მე მივსრულვარ სადა ვლისად გული შენი მიპოვნია, მისი შენდა შენი მისად

211. მისი სახე გულსა ჩემსა, ხატად ასრე გამოვხატე მისთვის ხელმან გამოჭრილმან, ლხინი ჩემი ვაალქატე ორისაგან ერთი მიყავ, ტყვე მყავ ანუ მააზატე ან მაცოცხლე ანუ მომკალ, ჭირი ჭირსა მამიმატე

212. ქალმან უთხრა ყმასა სიტყვა, პირველისა უამესი ეგე სიტყვა მოიგონე, დია რამე უკეთესი წეღან საქმე მტერობისა, გულსა ჩემსა შთამოსთესი აწ მოყვარე გიპოვნივარ, დისაგანცა უფრო დესი

213. მაშა რადგან მიჯნურობა, შენად ღონედ მოიგონე არ ეგების ამას იქით, თუცა თავი არ გამონე არ შენ მოგცე თავი ჩემი, დაგაბნიე დაგაღონე შენთვის მოვჰკვდე ამისებრივ, მემცა საქმე რა ვიღონე

214. აწ რაცა გითხრა თუ ამა, საქმესა დამმორჩილდები რასაცა ეძებ მიხვდები, უცილოდ არ ასცილდები არ მამისმენ ვერ ჰპოებ, რაზომმცა ცრემლსა მილდები მოგხვდების მდურვა სოფლისა, მოჰკვდები გაცასწბილდები

215. ყმამან უთხრა ეგე საქმე, ამას გავსო არა სხვასა ორნი კაცნი მოდიოდეს, სადაურნი სადმე გზასა უკანამან წინა ნახა, ჩავარდნილი შიგან ჭასა ზედ მიადგა ჩაყიოდა, ტირს იზახის ვაგლახ ვასა

216. ეგრე უთხრა ამხანაგო იყავ მანდა მამიცადე წავალ თოკთა მოსახმელად, მწადსო თუმცა ამოგზიდე მას ქუეშეთსა გაეცინა, ცხელნი გაუკვირდა მეტად კიდე შემოჰყივლა არ გელოდე, სად გაგექცე სად წავიდე