.... (H-1759), XIX ს.

119. მაშინ უფრო მამეხმარე, ამისგანცა უფრო მხნედრე ნუთუ ადრე დამივიწყო, მახსენებდი ზედა ზედრე მეტად კარგად დამიურვე, სული ჩემი შეივედრე ზრდანი ჩემნი მოიგონე, გული შენი მოიმდედრე

120. რა მონამან მოისმინა, გაუკვირდა შეეზარა თვალთათ ვითა მარგალიტი, ცხელი ცრემლი გარდმოჰყარა მოახსენა უშენომან, გულმან რამცა გაიხარა ვიცი რომე არ დასდგები, მაგას გიშლი ამად არა

121. ჩემად ნაცვლად დაგაგდებო, ესე სიტყვა რად მიბრძანე რაგვარა ვქნა პატრონობა, რამც გიფერე რამც გიგვანე შენ მარტოსა გიგონებდე, მემცა მიწა ვიაკვანე სჯობს ორნივე გავიპარნეთ, წამოგყვები, წამიტანე

122. ყმამან უთხრა მამისმინე, მართლად გითხრობ არა ჭრელად რა მიჯნური ველთა რბოდეს, მარტო უნდა გასაჭრელად მარგალიტი არვის მიხვდეს, უსასყიდლოდ უვაჭრელად კაცი ცრუ და მოღალატე , ჴამს ლახვრისა დასაჭრელად

123. ვისმცა უთხარ ხვაშიადი, შენგან კიდე არვინ ვარგა უშენოსა პატრონობა, ვის მივანდო ვინ იქს კარგა სანაპირო გაამაგრე, მტერმან ახლოს ვერ იბარგა კულა ნუთუმცა შემოვიქცე, ღ~თნ სრულად არ დამკარგა

124. ფათერაკი სწორად მოჰკლავს, ერთი იყოს თუნდა ასი მარტოობა ვერას მიზამს, მცავს თუ ცისა ძალთა დასი აქათ სამ წელ არ მოვიდე, მაშინ გმართებს გლოვა ფლასი წიგნსა მოგცემ გმორჩილობდენ, ვინცა იყოს ჩემი ხასი

წიგნი ავთანდილისა ყმათა თანა

125. დაწერა თუ ჩემნო ყმანო, გამზრდელნო და ზოგნო ზრდილნო ერთგულნო და მისანდონო, ამას ზედა გამოცდილნო თქვენ ჩემისა საწადლისა, მიდგომილნო ვითა ჩრდილნო წიგნი ჩემი მოისმინეთ, ყოვლნო ერთგან შემოყრილნო

126. მიწამცა თქვენი ავთანდილ, ისმინეთ გიწერ მე რასა თვით ვიქ ჴელითა ჩემითა, ამა წიგნისა წერასა ცოტასა ხანსა ვარჩივენ, გაჭრა სმასა და მღერასა პურად და საჭმლად მივენდევ, ჩემსა მშვილდსა და ცერასა

127. საქმე რამე მიძს თავისა, ზესადმე გარდსახვეწელი დავჰყო მარტო და ღარიბად, ესე წლეული მე წელი გემუდარები ამისთვის მისმინოთ, ვარ თქვენი შემომხვეწელი მე დამახვედროთ სამეფო, მტერთაგან დაულეწელი

128. მე შერმადინ დამიგდია, ჩემად კერძად პატრონობდეს სიკუდილსა და სიცოცხლესა, სადამდისცა ჩემსა სცნობდეს ყოვლთა მზეებრ მოგეფინოს, ვარდს ჰზვრიდეს არ აჭკნობდეს შემცოდესა ყველაკასა, ვითა ცვილსა დაადნობდეს

129. თქვენცა იცით გამიზრდია, ვითა ძმა და ვითა შვილი ამას ასრე მორჩილობდით, არის ვითამც ავთანდილი ბუკსა იკრას აქვნევინეთ, ყოვლი საქმე ჩემგან ქნილი მე თუ დრომდის არ მოვიდე, გლოვა გმართებს არ სიცილი

130. ესე წიგნი დაასრულა, წყლიანმან და სიტყვა ნაზმა წელთა ოქრო შემოირტყა, საღარიბოდ შეეკაზმა ბრძანა მინდორს შევჯდებიო, ლაშქარიცა დაერაზმა მასვე წამსა წამოვიდა, შინა ხანი არა დაზმა

131. ბრძანა წადით ყუელაკაი, აქა მომხრედ არვინ მინა მონებიცა მოიშორვა, თავი გაითავისწინა მარტო გარე შემობრუნდა, შამბი შიგან გაირბინა მიწყივ მისად საგონებლად, მისი მკულელი თინათინა

132. იგი ველი გაირბინა, ლაშქართაგან გაეკიდა ვინმცა ნახა სულიერმან, ანუ ვინმცა გაეკიდა ვის მახვილი ვერას ავნებს, მისი მკლავი გაეკიდა მისგან ტვირთი კაეშნისა, ტვირთად ვარგად აეკიდა

133. რა ლაშქართა ინადირეს, და პატრონი მოითვალეს იგი პირ მზე ვეღარ ჰპოვეს, პირი მათი იფერმკრთალეს მათსა დიდსა სიხარულსა, სამძიმარი ანაცვალეს ყოვლგან რბოდეს საძებარად, ვინცა იყო უცხენმალეს

134. ღ~თი ლომო შენად ნაცულად, სხვასა ვისმცა დანერგვიდეს დარბოდეს და სხვაგნით სხვათა, მოამბეთა მოასხმიდეს ვეღარა ცნეს მისი საქმე, გაიარა აქათ კიდეს მისნი სპანი გულნნმოკლულნი, ცრემლსა ცხელსა გარდმოყრიდეს

135. შერმადინ ერთგან შეყარნა, ხასი და დიდებულები უჩვენა იგი უსტარი, ანბავი მისი თქმულები რა მოისმინეს ყუელაი, დარჩა გულ დანაწყლულები თავსა იცემდეს არ იყო, გული უცრემლო ულები

136. ყოვლთა ჰკადრეს თუცა ყოფა, ჩვენ უმისოდ გვიარმისცა უშენოსა საჯდომი და, ტახტი მისი ვისმცა მისცა გაღანამცა გმორჩილობდეთ, თუ გვიბრძანო რაცა ვისცა იგი მონა აპატრონეს, ყველაკამან თაყვანის სცა

ავთანდილისაგან ტარიელის ძებნად წასვლა