.... (H-1759), XIX ს.

79. მონათა ჰკადრეს მეფეო, ჩვენ ხმელნი მოვიარენით მაგრამ ვერ ვპოვეთ იგი ყმა, მით ვერა გავიხარენით მისსა მნახავსა სულდგმულსა, კაცსა ვერ შევეყარენით ჩვენ ვერა გარგეთ საქმენი, სხვანი რამ მოიგვარენით

80. მეფე ბრძანებს მართალ იყო, ასული და ჩემი ძეო ვნახე ვინმე ეშმაკისა, სიცუდე და სიბილწეო ჩემად მტერად წამოსრული, გარდმოსული ზეცით ზეო გამიშვია შეჭირვება, არა მგამა ყოლა მეო

81. ესე თქვა და სიხარულით, თამაშობა ადიადა მგოსანი და მუშაითი, უხმეს პოეს რაცა სადა დია გასცა საბოძვარი, ყველა დარბაზს შემოხადა მისი მსგავსი სიუხვითა, ღმერთმან სხვამცა რა დაბადა

82. ავთანდილ ჯდა მარტო საწოლს, ეცვა ოდენ მას პერანგი იმღერდა და იხარებდა, წინა ედგა ერთი ჩანგი შემოვიდა მას წინაშე, თინათინის მონა ზანგი მოახსენა გიბრძანებსო, ტანი ალვა პირი ზანგი

83. ავთანდილს მიხვდა მოსმენა, საქმისა სანატრელისა ადგა და კაბა ჩაიცვა, მჯობი ყოვლისა ჭრელისა უხარის ნახვა ვარდისა, არ ერდგან შეუყრელისა ამოა ჭვრეტა ტურფისა, სიახლე საყვარელისა

84. ავთანდილ ლაღი უკადრი, მივა არვისგან რცხვენოდა მას ნახავს ვისთა თვალთაგან, ცრემლი მრავალ ჯერ სდენოდა იგი უებრო ქუშად ჯდა, ელვისა მსგავსად შვენოდა მთვარესა მისთა შუქთაგან, უკუნი გარდაფენოდა

85. გაცრცვლისა ტანსა ემოსნეს, ყარყუმნი უსაპირონი ებურნეს მოშლით რიდენი, ფასისა თქმად საჭირონი შვენოდეს შავნი წამწამნი, გულისა გასაგმირონი მას თეთრსა ყელსა ეხვივნეს, გრძლად თმანი არ უხშირონი

86. დაღრეჯით იყო მჯდომარე, ძოწეულითა რიდითა ავთანდილს უთხრა დაჯდომა, წყნარად ცნობითა მშვიდითა მონამან სკამნი დაუდგნა, დაჯდა კრძალვითა რიდითა პირის პირ პირსა უჭურეტდა, სავსე ლხინითა დიდითა

87. ყმამან ჰკადრა საზაროსა, ჩემგან თქმაღა ვით იქმნების მზესა მთვარე შეეყაროს, დაილევის დაცაჭკნების აზრად არად აღარა მცალს, თავი ჩემი მეგონების თქვენვე ბრძანეთ რაცა გიმძიმს, ანუ რაცა გეკვირვების

88. ქალმან უთხრა საუბარი კეკლუც სიტყუა არ დუხჭირად იტყვის თუმცა აქანამდის ჩემგან შორს ხარ დანამჭივრად მიკვირს მოგხვდა წამის ყოფად საქმე შენგან საეჭვირად მაგრამ მითხრობ პირველ ხვალემ სენი მე მჭირს რაცა ჭირად

89. გახსოვს ოდეს შენ და როსტანს, მინდორს მხეცნი დაგეხოცა ყმა გენახა უცხო ვინმე, რომე ცრემლი მოეხოცა მას უკანით გონებამან, მისმან ასრე დამამხოცა შენ გენუკვი მონახვასა, კიდით კიდე მოლახოცა

90. აქანამდის ნაუბარსა, თუცა ვერას ვერ გეტყვია მაგრამ შორით სიყვარული, შენგან ჩემი შემიტყვია ვიცი რომე გაუწყვეტლად, თვალთა ღაწვი გისეტყვია შეუპყრიხარ სიყვარულსა, გული შენი დაუტყვია

91. ასრე გითხრა სამსახური, ჩემი გმართებს ამა ორად პირველ ყმა ჴარ ჴორციელი, არვინა გვყავს შენად სწორად მერმე ჩემი მიჯნური ხარ, დასტურია არ ნაჭორად წადი იგი მოყმე სძებნე, ახლოს იყოს თუნდა შორად

92. შენგან ჩემი სიყვარული, ამით უფრო გაამყარე რომე დამხსნა შეჭირვება, ეშმა ბილწი ასაპყარე გულსა აგრე საიმედო, ია მორგე ვარდი ყარე მერმე მოდი ლომო მზესა, შეგეყრები შემეყარე

93. სამსა სძებნე წელიწადსა, იგი შენი საძებარი ჰპოვო მოდი გამარჯვებით, მხიარულად მოუბარი ვერა ჰპოვებ დავიჯერებ, იყო თურე უჩინარი კოკობი და უფრჭუნელი, ვარდი დაგხვდე დაუმჭკნარი

94. ფიცით გითხრობ შენგან კიდე, თუ შევირთო რაცა ქმარი მზეცა მამხვდეს ჴორციელი, ჩემთვის კაცად შენაქმარი სრულად მოვსწყდე სამოთხესა, ქვესკნელს ვიყო დასანთქმარი შენი მკლვიდეს სიყვარული, გულსა დანა ასაქმარი

95. მოახსენა ყმამან მზეო, ვინ გიშერი აწამწამე სხვა პასუხი რამცა გკადრე, ანუ რამცა შევიწამე მე სიკუვდილსა მოველოდი, შენ სიცოცხლე გამიწამე ვითამ მონა სამსახურად, გაღანამცა წავეწამე

96. კვლავცა ჰკადრა აჰა მზეო, რადგან ღთ~ნ მზედ დაგბადა მით გმორჩილობს ზეციერი, მნათობია რაცა სადა მე რომ თქვენგან მოვისმინე, წყალობანი მედიადა ვარდი ჩემი არ დასჭკნების, შუქი შენი იეფადა

97. კვლა შეჰფიცეს ერთმანერთსა, დააპირეს ესე პირი გასალდეს და გაამრავლეს, საუბარი სიტყვა ხშირი გაადვილდა აქანამდის, გარდეხადა რაცა ჭირი თეთრთა კბილთათ გამოკრთების, თეთრი ელვა ვითა ჭვირი

98. ერთგან დასხდეს ილაღობეს, საუბარი ასადაგეს ბროლ ბალახში შეხვეული, და გიშერი ასადაგეს ყმა ეტყვის თუ შენთა მჭვრეტთა, თავი ხელი ასადაგეს ცეცხლთა მადით მოდებულთა, გული ჩემი ასადაგეს