.... (H-1759), XIX ს.

177. ავთანდილ იტყვის ეზომი, ჭირნიმცა რად ვაცუდენი რაცაღა არის არა არს, თუმცა არ ედგნეს ბუდენი სადაცა მივა მივიდეს, რამცა მოვლიდეს ზღუდენი მუნიდგან ვსძებნნე ღონენი, ჩემნი არ დასამრუდენი

178. წინა უკანა იარეს, ორნი დღენი და ღამენი დღისით და ღამით მაშვრალნი, არ შეჭამადთა მჭამელნი არსადა ხანი არ დაყვეს, ერთნი თვალისა წამენი მათ თვალთა ცრემლნი სდიოდა, მინდორთა მოსალამენი

179. დღისით ვლეს და საღამო ჟამ, გამოუჩნდეს დიდნი კლდენი კლდესა შიგან ქვაბნი იყვნეს, პირსა წყალი ჩანადენი წყლისა პირსა არ ითქმოდა, შამბი იყო თუ რასდენი ხე დიდროან თვალ უწდომი, მაღლა კლდემდის ანაყრდენი

180. მან ყმამან ქვაბსა მიმართა, განვლნა წყალნი და კლდენია ავთანდილ ცხენსა გარდახდა, მონახა დიდნი ხენია მაზედა ჭვრეტად გავიდა, ძირსა დააბა ცხენია მუნით უჭვრეტდა იგი ყმა, მივა ცრემლ მინადენია

181. რა ტყენი გავლნა მან ყმამან, მოსილმან ვეფხის ტყავითა ქვაბისა კარსა გამოდგა, ქალი ჯუბითა შავითა ატირდა მაღლად ცრემლითა, ზღვათაცა შესართავითა იგი ყმა ცხენსა გარდახდა, ყელსა მოეჭდო მკლავითა

182. ყმამან უთხრა დაო ასმათ, ხიდნი ზღვასა ჩაგვიცვივდეს ვეღარ მივხვდით ჟამიერად, ჩვენ ვისიცა ცეცხლნი გვწვიდეს ესე თქვა და მკერდსა ხელნი, იკრნა ცრემლნი გარდმოსწვიმდეს ქალი შებნდა მოეხვია, ერთმანერთსა სისხლი სწმიდეს

183. იგი ტევრი გაეხშირა, დანაგლეჯსა მათსა თმასა ერთმანერთსა ეხვეოდეს, ყმა ქალსა და ქალი ყმასა იზახდიან მოსთქმიდიან, მოსცემდიან კლდენი ხმასა ავთანდილ სჭვრეტს გაკვირვებით, მათსა ეგრე ქცევა ქნასა

184. სული დაიღეს მან ქალმან, დასთმო გულისა წყლულობა ქვაბს შეიყვანა ტაიჭი, მოხადა აკაზმულობა მას ყმასა შეხსნა შეიღო, აბჯრისა წელ მორტყმულობა შინა შევიდეს მას დღესა, გარდახდა გამოშლილობა

185. ავთანდილს უკვირს ამბავი, ისი თუ ვსცნაო მე რითა გათენდა ქალი გამოდგა, მოსილი მითვე ფერითა შავსა აუდვა ლაგამი, სწმენდდა რიდისა წვერითა შეკაზმა მოაქვს აბჯარი, წყნარად არ რამე ჩხერითა

186. მის მოყმისა წესი იყო, მეტსა თურე არ ასე ჯდა ქალი ტირს და მკერდსა იცემს, თმისა ტევრსა გაიგლეჯდა ერთმანერთსა მოეხვივნეს, აკოცა და ცხენსა შეჯდა ასმათ აგრე დაღრეჯილი, კულა უფრორე დაიღრიჯდა

187. ავთანდილ ახლოს კულავ ნახა, სახე მისივე კაცისა ულვაშ აშლილი წვერ გამო, ნუთუ მზეაო ვთქვა ცისა ეყნოსა სული ალვისა, ქართაგან მონატაცისა ასრე უჩნს მოკვლა ლომისა, მართ ვითა ლომსა ვაცისა

188. მასვე გზასა წამოვიდა, რომე გუშინ შეეარა შამბი გავლო გაეშორა, თავი მინდორს გააგარა ავთანდილ სჭვრეტს გაკვირვებით, მალვით ხესა მოეფარა თქვა თუ ღთ~ნ ესე საქმე, მეტად კარგად მამიგვარა

189. აწ ამას ჩემთვის ღ~თისაგან, სხვა საქმე რა ვამჯობინო ქალი შევიბყრა მის ყმისა, ამბავი ვაამბობინო ჩემიცა უთხრა ყველაი, მართალი გავაბჭობინო მას ყმასა ხმალი არა ვჰკრა, არც მისი დავისობინო

190. ჩამოვიდა ცხენი ახსნა, მისგან ხესა შემობმული ზედა შეჯდა გაემართა, ქვაბი იყო კარ გახმული მუნით ქალი გამოიჭრა, გულ მდუღარე ცრემლ დასხმული ეგონა თუ დაბრუნდაო, პირი ვარდი ბროლ ბაკმული

191. ვერ იცნა სახე არ გვანდა, მისი მის ყმისა სახესა ფიცხლა გაიქცა მიმართა, ზახილით კლდესა და ხესა ყმა გარდაიჭრა დააბა, ვითა კაკაბი მახესა ჴმას ცემდეს კლდენი ქალისა, ზახილსა მუნ ერთ სახესა

192. მას ყმასა თავი არ მისცა, ჭვრეტადცა ებილწებოდა ვითა კაკაბი არწივსა, ქვეშე მი და მო ჰკრთებოდა ტარიელს ვისმე უხმობდა, მწედ თუცა არ ემწებოდა ავთანდილ მუხლთა უყრიდა, თითითა ეხვეწებოდა

193. ეტყოდა სულე რამც გიყავ, კაცი ვარ ადამიანი უფერო ქმნილნი მინახვს, ვარდნი და ისი იანი მისი რამ მითხარ ვინ არის, ტან სარო პირ ბაკმიანი სხვად არას გიზამ ნუ გეშის, ნუ ჰყივი აგრე ხმიანი

194. ქალი ეტყოდა ტირილით, სარჩელი უგავს ბრჭობასა თუ არ შმაგი ხარ დამეხსენ, შმაგი ხარ მოდი ცნობასა აწ მეტად ძნელსა საქმესა, მნუკავ ადვილად თხრობასა ცუდად ნუ სცდები ნუ ელი, მაგა ამბვისა მბობასა

195. კულავ ეტყვის ყმაო რა გინდა, ანუ მენუკვი მე რასა მაგა საქმისა ვერა იქმს, ვერცა კალამი წერასა შენ ერთხელ იტყუი მითხარო, მე ასჯერ გეტყვი ვერასა ვითა სიცილი ტირილსა, ვაგლახი მიჯობს მღერასა

196. ქალო არ იცი სით მოვალ, რა ჭირნი მამითმენიან ოდითგან ვეძებ ამბავთა, ესე არვისგან მსმენიან შენ მიპოვნიხარ სიტყვანი, ჩემნი რაზომცა გწყენიან ვერ დაგეხსნები მიამბე, ჩემგან ნუღარა გრცხვენიან