.... (H-1759), XIX ს.

137. ამ საქმესა მემოწმების, დიონოსი ბრძენი ეზროს საბრალოა ოდის ვარდი, დაეთრთვილოს დაცაეზროს ვის ბალახში არა გვანდეს, და ლერწამი ტანად ეზროს იგი სადმე გაღარიბდეს, სამყოფთაგან იაბეზროს

138. ავთანდილ იგი მინდორი, ოთხახმით გარდაიარა დააგდო მზღვარი არაბთა, სხვათა მზღვართა არე იარა მაგრამ მის მზისა გაყრამან, სიცოცხლე გაუზიარა თქუა თუ მე მასმცა ვიახელ, აწ ცხელსა ცრემლსა ვღვრი არა

139. ახალმან ფიფქმან დათოვა, ვარდი დათრთვილა დანასა მოუნდის გულსა დაცემა, ზოგჯერ მიმართის დანასა თქვის ჭირი ჩემი სოფელმან, ოთხმოცდაათი ანასა მოვშორდი ლხინსა ყველასა, ჩანგსა ბარბითსა დანასა

140. ვარდი მის მზისა გაყრილი, უფრო და უფრო ჭკნებოდა გულსა უთხრის თუ დასთმეო, ამად არ დია ბნდებოდა უცხო უცხოთა ადგილთა, საძებრად იარებოდა მგზავრთა ჰკითხევდის ამბავთა, მათთანა ემოყვრებოდა

141. მუნ ეძებს ცრემლი მტირალსა, სდის ზღვათა შესართავისად უჩნდის ქვეყანა ტახტად და, მკლავი სადებლად თავისად თქვის საყვარელო მოგშორდი, გული შენ დაგრჩა ვთქუა ვისად შენთვის სიკვდილი მეყოფის, ლხინად ჩემისა თავისად

142. ყოვლი პირი ქვეყანისა, მოვლო სრულად მოიარა ასრე რომე ცასა ქუჱშე, არ დაურჩა არ იარა მაგრა იგი მის ამბვისა, მსმენელსაცა ვერ მიმხვდარა ამა შიგან წელიწადი, სამი სამ თვედ მიიყა

143. მიხვდა რასმე ქვეყანასა, უგემურსა მეტად მქისსა თვე ერთ კაცსა ვერა ნახავს, ვერას შვილსა ადამისსა იგი ჭირი არ უნახავს, არ რამინს და არცა ვისსა დღე და ღამე იგონებდა, საყუარელსა მასვე მისსა

144. მას მიხვდა წევრი სადგურად, მაღლისა მთისა დიდისა გამოჩნდა მუნით მინდორი, სავალი დღისა შვიდისა მის მთისა ძირსა წყალი დის, არათ სანდომი ხიდისა ორგნითვე ტყესა შეეკრა, ნაპირი წყლისა კიდისა

145. ზედ წაადგა შეექცევის, დროთა დღეთა ანგარიშობს თვენი ესხნეს ორნიღაა, ამად სულთქვამს არა იშობს ვაი თუ საქმე გამიმჟღავნდეს, კვლავ ამისთვის გულ მოშიშობს ავსა კარგად ვერვინ შესცვლის, თავსა ახლად ვერვინ იშობს

146. საგონებელი შეექმნა, დადგა საქმისა მრჩეველად სთქვა თუ დავბრუნდე ეზომი, ხანი რად დავყავ მე ველად ჩემსა რა ვკადრო მნათობსა, ვიყავ რად დღეთა მლეველად მისი ვერა ვცნა ჭორნიცა, ვარ ვისთა გზათა მკვლეველად

147. თუ არ დავბრუნდე საძებრად, დავყუნე სხვანიცა ხანანი რომელსა ვეძებ ვერა ვსცნე, ამბავნი მე მისთანანი დრო გარდაუწყდეს შერმადინს, შერჩეს ღაწვისა ბანანი მივიდეს ჰკადროს მეფესა, საქმენი დასაგვანანი

148. უამბოს ჩემი სიკუდილი, თვით ჩემგან დავედრებული მათ შექნან გლოვა ტირილი, ქნან საქმე გამწარებული მერმე მივიდე ცოცოხალი, სხვაგან მე სადმე რებული ამას იგონებს ტირილით, გონება შეიწრებული

149. იტყვის ღ~თო სამართალი, შენნი ჩემთვის რად ამრუდენ მე ეზომნი სიარული, კიდე გლახ რად გამიცუდენ გულით ჩემით სიხარულნი, აფჰხვრენ ჭირნი დააბუდენ დღეთა ჩემთა ცრემლნი ჩემნი, ვერათოდეს დავიყუდენ

150. კულაცა იტყვის დათმობა სჯობს, და თავსავე ეუბნების დღეთა მეტად ნუ მოკუდები, გული ჩემი ნუ დადნების უღმთოდ ვერას ვერ მოვაწევ, ცრემლი ცუდად მედინების განგებასა ვერვინ შესცვლის, არ საქმნელი არ იქმნების

151. თავს უთხრა მოჰკუდე გიჯობს, სიცოცხლეს აუგიანსა მიხვალ დაგხვდების თინათინ, ანათებს დღესა მზიანსა გკითხოს მის ყმისა ამბავი, რა გმართებს ვაგლახიანსა იგონებს წამწამ მიყვების, ტყის პირსა შამბნარ წყლიანსა

152. ყოვლნი არსნი ცათ ქუჱშეთნი, ერთობ სრულად მომივლიან მაგრამ საქმე იმ კაცისა, ვერა სადა შემიგნიან უღონიოდ მართალ იყვნეს, რომელთაცა ქაჯად თქვიან აწ ტირილი არას მარგებს, ცუდად ცრემლნი რასა მდიან

153. მთით ჩამოვიდა ავთანდილ, გავლო წყალი და ტყენია მინდორს აცორვებს ტაიჭსა, შეჟღრენით მონაწყენია გასცუდებოდეს მკლავნი, და მისი სიამაყენია ბროლისა ველსა სტურფობდეს, გიშრისა მუნ საყენია

154. მობრუნება დააპირა, სულთქნა მერმე ივაგლახა მას მინდორსა დაემართა, გზა თვალითა გამოსახა თვესა ერთსა სულიერი, კაცი არსად არ ენახა მჴეცნი იყვნეს საშინელნი, მაგრა არა შეუზახა

155. თუცა მჴეცქმნილი ავთანდილ, გულ-ამოსკვნით და კუნესითა ეგრეცა ჭამა მოუნდის, ადამის ტომთა წესითა ისრითა მოკლის ნადირი, როსტომის მკლავ-უგრძესითა შამბისა პირსა გარდახდა, ცეცხლი დააგზო კვესითა

156. ცხენსა მისცა საძოვარი, ვირე მწვადი შეიწოდეს ექუსნი ვინმე ცხენოსანნი, ნახა მისკენ მოდიოდეს თქვა თუ გუანან მეკობრეთა, თვარა კარგი რამც იცოდეს აქა კაცი ხორციელი, კულავ ყოფილა არაოდეს