.... (H-1759), XIX ს.

99. ყმა წავიდა სიშორესა, თუცა მისსა ვერ გასძლებდა უკუღმავე იხედვიდა, თუალთა რეტად აყოლებდა ბროლსა სეტყვს და ვარდსა აზრობს, ტანსა მჭევრსა ათრთოლებდა გული ჰქონდა გულისათვის, სიყვარულსა ავალებდა

100. თქვა მზეო ვარდსა სიშორე, შენი დამაჩნდეს ეს ადრე ბროლი და ვარდი გასრულვარ, ქარვისა უყვითლესადრე მაშინ რაღა ვქმნა ვერ ჭვრეტა, რა მამხვდეს კვლავ უგრძესადრე ხამს მოყვრისათვის სიკვდილი, ესე მე დამიც წესადრე

101. საწოლს დაწვა სტირს მტირალსა, ცრემლი ძნელად ეხოცების ვითა ვერხვი ქარისაგან, ირხევის და იკეცების რა მილულის სიახლევე, საყვარლისა ეოცების შეკრთის დიდი დაიზახის, მით პატიჟი ეოცების

102. მოშორვება საყვარლისა, მას შექნოდა მისად ღაზოდ ცრემლსა ვითა მარგალიტსა, ჰყრის ვარდისა დასანაზოდ რა გათენდა შეეკაზმა, მისთა მჭვრეტთა სალამაზოდ ცხენსა შეჯდა გაემართა, დარბაზს მივა სადარბაზოდ

103. დარბაზს ეჯიბი შეგზავნა, მართ მისგან შენარონია შესთვალა გკადრებ მეფეო, მე ესე გამიგონია ყოველი პირი მიწისა, თქვენ ხლმითა დაგიმონია აწ თუ სჯობს ესე ამბავი, ცნან რაცა გარემონია

104. მე წავიდე მოვიარო, ვილაშქრო და ვინაპირო თინათინის ხელმწიფობა, მტერთა თქვენთა გულსა ვგმირო მორჩილ ქმნილთა გავახარო, ურჩი ყუელა ავატირო ძღვენნი კადრნე ზედა ზედა, არ სალამი დავაძვირო

105. მეფესა ეთქვა ამისი, დიადი მადრიელობა უბრძანა ლომო არა გჭირს, შენ ომთა გამდრეკელობა აწ მაგა შენსა თათბირსა, გავსო შენივე ქველობა წა მაგრა მამხვდეს რაღა ვქნა, თუ სიშორისა გრძელობა

106. ყმა შევიდა თაყვანისცა, მადლი რამე მოახსენა ჴელმწიფეო მიკვირს ქება, რად იკადრეთ ჩემი თქვენა აწ ნუთუ კულავ სიშორისა, ღ~თნ ბნელი გამითენა პირი თქვენი მხიარული, მხიარულსა კვლავ მიჩვენა

107. მეფე ჴელსა მოეკიდა, გარდაკოცნა ვითა შვილი სხვა მათებრი არ ყოფილა, არ გამზრდელი არ გაზრდილი ყმა ადგა და წამოვიდა, მას დღე მათი ჩანს გაყრილი როსტან მისთვის აატირა, გონიერი გული ტკბილი

108. გამოემართა ავთანდილ, მოყმე მხნე ლაღად მავალი ოც დღე იარა ღამესა, დღეზედა წართო მრავალი იგია ლხინი სოფლისა, იგია ნივთი და ვალი არ მისცილდები თინათინ, მისი მას ვისგან სწვავალი

109. რა მოვიდა სიხარული, შიგან გაჰხდა სამეფოსა მოეგებნეს დიდებულნი, ძღვენსა სძღვნიდენ იეფოსა იგი პირ მზე არ მოსცდების, სიარულსა სასწრაფოსა მიხვდეს მყოფნი მას წინაშე, სიხარულსა სადაფოსა

110. ქალაქი ჰქონდა მაგარი, საზაროდ სანაპიროსა გარეთ კლდე იყო გიამბობ, ზღუდესა უქვიტკიროსა ყმამან მუნ დაჰყო სამი დღე, ამოსა სანადიროსა გაზრდილი მისი შერმადინ, დაისვა სავაზიროსა

111. ესეა მონა შერმადინ, ზემოცა სახელდებული თანა შეზრდილი ერთგული, და მისთვის თავ დადებული მან არ იცოდა აქამდის, მის ყმისა ცეცხლი დებული აწ გაუცხადა სიტყუები, მის მზისა იმედებული

112. უბრძანა აჰა შერმადინ, ამად მე შენგან მრცხვენიან ჩემნი საქმენი ყველანი, გცოდნიან გაგივლენიან მაგრამ არ იცი აქამდის, რანიცა ცრემლნი მდენიან მე ვისგან მქონდეს პატიჯნი, აწ მასვე მოულხენიან

113. მიბრძანა მიცან ამბავი, მის ყმისა დაკარგულისა მოხვიდე სრულ ვქმნა, მაშინღა შენი წადილი გულისა ქმარი არ მინდა უშენო, მამხვდეს ხისა რგულისა მომცა წამალი გულისა, აქამდის დადაგულისა

114. პირველ ყმა ვარ წასვლა მინდა, პატრონისა სამსახურად ხამს მეფეთა ერთგულობა, ყოფა გვმართებს ყმასა ყმურად მერმე ცეცხლი დაუვსია, აღარა მწვავს გულსა მურად ხამს თუ კაცი არ შეუდრკეს, ჭირსა მიუხდეს მამაცურად

115. ვართ უმოყურესნი მე და შენ, ყოველთა პატრონ ყმათასა ამისთვის გნუკავ საქმესა, შენ ამა ჩემთა ხმათასა ჩემ წილ დაგაგდებ პატრონად, თავადად სხვათა სპათასა ამა საქმესა ვერა ვიქ, მე განდობასა სხვათასა

116. ლაშქართა და დიდებულთა, ალაშქრებდი პატრონობდი დარბაზს კაცსა გაგზავნიდი, და ამბავსა მათსა სცნობდი წიგნსა სწერდი ჩემ მაგიერ, უფასოსა ძღვენსა სძღვნობდი აქა სადმე არ ყოფასა, ჩემსა მათმცა რად აგრძნობდი

117. ლაშქრობა და ნადირობა, შენი ჩემსა დაასახე აქათ სამ წელ მამიცადე, ხვაშიადი შემინახე მე ნუთუმცა შემოვბრუნდი, ალვა ჩემი არ დაჭნა ხე არ მოვბრუნდე მამიგლოვე, მიტირე და მივაგლახე

118. მაშინღა ჰკადრე მეფესა, არ საქმე სასურვალია აცნობე ჩემი სიკუდილი, იყავ მართ ვითა მთვრალია მიხვდა თქო საქმე რომელი, ყოვლთათვის გარდუვალია გლახაკთა მიეც საჭურჭლე, ოქრო ვერცხლი და რვალია