... (H-757), 1671 წ.

2027. ყოვლთა჻ სწორად჻ წყალობათა჻ ვითა჻ თოვლსა჻ მოათოვდეს ობოლქურივნი჻ დაამდიდრნეს჻ და჻ გლახაკნი჻ არ჻ ითხოვდეს ავის჻ მქმელნი჻ დააშინნეს჻ კრავნი჻ ცხუართა჻ ვერა჻ სწოვდეს შიგან჻ მათთა჻ საბრძანისთა჻ თხა჻ და჻ მგელი჻ ერთად჻ სძოვდეს

ანდერძი ტარიელისი ოდეს მიიცვალებოდა მის ჟამისა ნათქვამი჻

2028. აჰა჻ მოგესმნეს჻ სოფლისასაქმენი჻ თავით჻ ქუენამდი მოგვიგონენით჻ ყოფადნო჻ პირველყოფილნი჻ თქუენამდი რა჻ გესმნეს჻ ძნელნი჻ ანდერძნი჻ ღაწუთა჻ ტირილით჻ ქუე჻ ნამდი ყურად჻ იხვენითრაცა჻ ვთქვა჻ მე჻ სულთა჻ აღმოფრთქვენამდი

2029. გხადი჻ ყოველნო჻ სულდგმულნო჻ ხუეწნით჻ და჻ მე჻ თაყუანებით ხილვად჻ აწ჻ ჩემთა჻ საქმეთა჻ თქუენ჻ აქა჻ მონაყუანებით სული჻ განეყვის჻ ჴორცთაგან჻ მძლავრებით჻ არ჻ წაყუანებით მეწყალვის჻ ვხედავ჻ გლახ჻ მისი჻ მოგლა჻ და჻ მონაყვანებით

2030. ჟამ჻ ერთ჻ გაუშვით჻ ყოველი჻ სოფლისა჻ უბან჻ დაბანი უგულებელს჻ ყავთ჻ ზრუნვანი჻ სახლი჻ და჻ ვანი჻ და჻ ბანი მოიმკვეთანი჻ გაჭრანი჻ სიცილი჻ მღერა჻ და჻ ბანი ისმინეთ჻ ჩემნი჻ ანდერძნი჻ ცუდია჻ დაფდაბდაბანი

2031. შემომერტყენით჻ მიდამო჻ მოსხედით჻ მომეკარენით ზოგთა჻ მზირ჻ მიყავთ჻ ერდოთა჻ სარკმლით჻ და჻ მომეკარენით ნესტან჻ დარეჯან჻ მკოცნიდი჻ ბაგით჻ და჻ მომეკარ჻ ენით ჯვარს჻ ვაცმევინებ჻ სოფელსა჻ ურია჻ მამეკარენით

2032. გულისხმა჻ ყვენით჻ აღმოვსთქვამ჻ მე჻ თქვენსა჻ შესაძინელსა დასაუნჯებსა჻ სულთასა჻ არ჻ კარგვით჻ არ჻ საძინელსა მღვიძრად჻ ყოფასა჻ სწავლასა჻ არ჻ რულსა჻ არსაძინელსა ცრემლთა჻ ადენდით჻ ცხელებთა჻ არ჻ ყინვით჻ ცივსაძინელსა

2033. მე჻ ვიყავ჻ მეფე჻ ეგეთი჻ ვითარ჻ მოგითხრა჻ წერილმან ბოლოდ჻ დამადგა჻ სოფელმან჻ ნავთმან჻ ფისმან჻ და჻ წერილმან საჭმლად჻ მიშოვა჻ ჭიამან჻ ბუზმან჻ და჻ ძაღლის჻ მწერილმან ვაი჻ თუ჻ დაგსაჯნეს჻ მიჯნურნო჻ მამამან჻ ამოწერილმან

2034. ადამის჻ თესლი჻ სხუა჻ ერთი჻ მე჻ მჯობდა჻ ვერითა ვერ჻ სახით჻ ვერ჻ ახოვნებით჻ დამეგმოს჻ სიავე჻ რითა აწ჻ მამიახლდა჻ სიკუდილი჻ მამლამის჻ თუალთა჻ ბღუერითა დამბღუჯა჻ ვერვინ჻ გაგვყრის჻ გაზითა჻ ვერცა჻ კვერითა

2035. ნუ჻ მიენდობით჻ სოფელსა჻ საქმესა჻ ცუდა჻ მუხთალთა არვის჻ მიგინდობს჻ რაძი჻ ვინ჻ კარგთა჻ უყოფდეთ჻ უთუალთა ბოლოდ჻ ჟამს჻ დაგცემს჻ შეგიბრკობს჻ ფერჴთა჻ და჻ მართ჻ ნაკუთალთა ყუელასა჻ ერთად჻ მოგიყრის჻ მის჻ დღეჩი჻ დანახუთალთა

2036. ესე჻ დღე჻ ყოვლთა჻ ზედა჻ აც჻ ქუეყანად჻ ვინცა჻ იშობა მუხთალსა჻ ცრუსა჻ სოფელსა჻ სჭირს჻ კაცთა჻ ზედა჻ იშობა არ჻ აღირიცხვის჻ სიცქაფე჻ მისი჻ ვით჻ ზღუისა჻ ქუიშობა ბოლოდ჻ ასრე჻ იქს჻ ცუდია჻ ცქნაფვა჻ და჻ მისგან჻ შიშობა

2037. ყოველნი჻ დავიჴოცებით჻ სრულად჻ ერთობით჻ და჻ რამად მით჻ დაგიტეობ჻ მცნებასა჻ მიენდვნეთ჻ ცუდად჻ არ჻ ამად ვიტყუი჻ მუხთალსა჻ სოფელსა჻ ცრუდ჻ და჻ მიუნდოდ჻ არამად წყეულმან჻ ნახეთ჻ რა჻ მიყო჻ ძმანი჻ არ჻ მაძმნა჻ და჻ რამან

2038. ვერათ჻ მორჩებით჻ უწყოდით჻ ვერ჻ ხვეწნით჻ ვერ჻ მუდარებით ვერგარდახვეწით჻ აღფრინვით჻ და჻ მთათა჻ დაბუდარებით ციხის჻ ციხეთა჻ აგებით჻ ცათაცა჻ დაედარებით მაშინ჻ მოგგონდეს჻ ყოველი჻ ოდესცა჻ ისუდარებით

2039. აღარას჻ გვარგებს჻ ტირილი჻ სულთქმიდეს჻ მაშინ჻ ახევდეს ერთი჻ მეორეს჻ უჭურეტდეს჻ მტირალი჻ ქუში჻ ნახევდეს სჯობს჻ იუნჯებდეს჻ მუნასა჻ აქა჻ არ჻ შეინახევდეს გარეთ჻ გასცემდეს჻ უხმობდეს჻ ატლასთა჻ არ჻ შინა჻ ხევდეს

2040. თქმულ჻ არს჻ სიკუდილი჻ უფალ჻ არს჻ ჴორცთა჻ და჻ ანაგებისა არ჻ ეშინიან჻ მძლავრთაგან჻ ნივთთა჻ და჻ მონაგებისა არ჻ შეეწყალვის჻ ჭაბული჻ გლახა჻ არ჻ ეძაგებისა არა჻ ჰკვირდების჻ თვალწარბი჻ ჰაერი჻ ღაწვბაგებისა

2041. სოფელი჻ ამად჻ გვაღორებს჻ გვღებავს჻ ფერად჻ რა჻ მინისა ჟამად჻ გიუხვის჻ რაც჻ სთხოვი჻ ესე჻ მთნავს჻ ესრა჻ მინისა ანაზდად჻ გაგტეხს჻ რა჻ გკადრო჻ ჭიქისა჻ ან჻ რა჻ მინისა ჩემსა჻ არ჻ ჯერხართ჻ სახედ჻ გიც჻ ვისისა჻ და჻ რამინისა

2042. არ჻ გაგითავდეს჻ არავის჻ ესე჻ სოფელი჻ წამიერ ისწრაფის჻ მუნვე჻ მიქცევად჻ მოკვდავი჻ ეს჻ მიწა჻ მიერ მას჻ ნეტარ჻ ვინცა჻ სიმართლით჻ წავიდა჻ უბიწ჻ ამიერ ცუდია჻ აქა჻ მეფობა჻ სრულობით჻ ვერ჻ იწამიერ

2043. თქუენცა჻ ისმინეთ჻ მეფენო჻ მთავარნო჻ და჻ დიდებულნო არა჻ ძალით჻ თქუენით჻ რას჻ მქნელნო჻ ღ~თისგან჻ გადიდებულნო თვისნო჻ არ჻ თვისნო჻ მშვინაშვნო჻ ძმანო჻ და჻ მადიდებულნო აწ჻ განეყავით჻ გლახაკთა჻ ლარნო჻ აქამდი჻ დებულნო

2044. იყუენით჻ მართლმსაჯულობით჻ სიმართლის჻ მიმსახველობით ღ~თის჻ შიშით჻ სჯულთა჻ მტკიცნობით჻ მცნებათა჻ დამარხველობით ქვრივთა჻ ობოლთა჻ მსჯელობით჻ გლახაკთა჻ გამკითხველობით არ჻ ბნედით჻ არ჻ აშიკობით჻ არ჻ გაჭრით჻ არ჻ ახ჻ ველობით

2045. მიუნდობელო჻ სოფელო჻ რას჻ ბრუნავ჻ რას჻ მუხანათობ ოდესმე჻ სწუხ჻ და჻ აბნელებ჻ ოდესმე჻ არ჻ სწუხ჻ ანათობ არვის჻ მიგუინდობ჻ წამ჻ ერთცა჻ ჟამთა჻ არვებ჻ თუ჻ ხანათობ დაგვწვავ჻ კვამლურებ჻ ბნელითა჻ არ჻ ვითა჻ ხე჻ მუხა჻ ნათობ