... (H-3061), XVIII ს.

1940. რადგან: სწორად: გარდაჴდება: ავი: ანუ: კარგი: ვინ: ა჻ მაშ: წამ: ერთ: რა: ვის: გავა: გარეთ: იყოს: თუნდა: შინა჻ აქეთ: ბარგსა: რასა: ვზიდავთ: აწვე: წასულა: სხვაგან: გვინა჻ საკაცე: და: თუნდა: ტახტი: სწორიაო: ბრძენთა: წინა჻

1941. ამა: ჩემსა: გაზრახულსა: იკითხევდეს: ანუ: წერდეს჻ ფუ: მას: კაცსა: რომელიცა: სოფლისაგან: არ: შესჯერდეს჻ ტარიელ: და: ცოლი: მისი: სიბერითა: გაუშვებდეს჻ დაყუნეს: წელნი: ოთხმეოცნი: დაბრმეს: დაღრკეს: დაცაბერდეს჻

1942. ერთი: ყმა: და: ერთი: ქალი: მართ: მათნივე: შესაფერნი჻ ღ~თნ: მისცნა: ესე: შვილად: საჭურეტელად: შვენიერნი჻ ელვანი: და: შვენებანი: მათგან: ჰქონდეს: მათ: მიერნი჻ მსგავსნი: მსგავსა: წარმოშობენ: ციერნი: და: მიწიერნი჻

1943. დღენი: მათნი: წაიარნეს: დაბერდეს: და: დაუძლურდეს჻ ტარიელის: ლომნი: მკლავნი: მეტად: გაუუსუსურდეს჻ ბედისაგან: მადრიელნი: სოფელსავე: მოემდურვეს჻ სოფლისაგან: გაბჭობათა: ბრძენთა: წიგნი: დადასტურეს჻

1944. სოფელს: მყოფსა: ყველაკასა: ესე: არვის: არ: ასცილდეს჻ მათ: სოფლისა: შვენებათა: წყალ: ჯავარი: გაუცუდდეს჻ მიჯნურობა: გაუსუსდა: გონებანი: გაუგრილდეს჻ სიყუარული: გააცივეს: ერთმანერთსა: უკუგრიდეს჻

1945. ტარიელ: და: ცოლმან: მისმან: ტახტოსნობა: მოიწყინეს჻ მეფედ: დასხნეს: შვილნი: მათნი: ნაცულად: მათად: დაადგინეს჻ ერთსა: წელსა: დაიჴოცნეს: მიწვეს: მიწად: მიიძინეს჻ მზესა: ლომი: არ: გაჰყარეს: მასვე: თანა: დააწვინეს჻

ანდერძი ავთანდილის ჟამსა სიკუდილისასა ნინუჩას ნათქუამი჻

1946. ისმინეთ: ძენო: კაცთანო: ანდერძი: ავთანდილისა჻ ვიტყუი: მსგავსია: სოფელი: ეს: მუხანათი: ჩრდილისა჻ სწორეა: ჟამი: მწუხრისა: კრულთანა: ავთანდილისა჻ ადრე: დალპების: გაცუდების: ვით: ქსელი: ნაქუს: მანდილისა჻

1947. რა: მიიახლა: სიკუდილად: დაუწყო: ჴდომა: სულითა჻ ჴელთა: იხრიდა: კრთებოსა: სიტყუითა: დამასულითა჻ თქუა ვეღარ: მიჴსნა: ძმამან: და: ვერცაღა: დამა: სულითა჻ მუნ: შემიწყნაროს: რომელმან: მიწა: ადამა: სულითა჻

1948. რაზომც: გამეფდა: ცად: ვინ: თქუა: კაცი: შთამოსრულ: ან: ასულ჻ ცუდია: აქა: დიდობა: ვარდი: აწ: მეც: ვჩან: დანასულ჻ უხვაიშნოა: ესე: დღე: ძე: რაღას: მარგებს: ან: ასულ჻ მიწა: მიიქცეს: მიწადვე: ჴორცი: მოკუდების: განა: სულ჻

1949. სიჭაბუკისა: ყუავილი: დაჭკნა: ჩანს: ავად: ვარდია჻ პირველ: სიმაღლით: მტერზედან: ვჩნდი: ორბებრ: მონა: ვარდია჻ აწ: წაველ: მგზავსი: გმირისა: და: ფერად: მინა: ვარდია჻ თანა: წამამყევ: თინათინ: ცემს: უკან: ნუ: დავარდია჻

1950. იგიმცა: კაცი: კრულია: ვინცა: მიენდოს: სოფელსა჻ მოლიზღარსა: და: მუხთალსა: სიცილით: ჰკოცნით: სოფელსა჻ პირველ: სიცოცხლის: მქადესა: ბოლოდ: უარის: მყოფელსა჻ მუნ: დამკარგავსა: კაცთასა: აქაც: ხან: დაუყოფელსა჻

1951. შეიწყნარენით: ნაარსნო: მცნებას: გასწავებ: არ: ავსა჻ ნუ: მოჰყოლიხართ: სოფელსა: ნიავსა: ქარსა: არავსა჻ მუნ: იუნჯებით: სად: ღ~თი: დასდგამს: სიმართლის: კარავსა჻ სადა: ვერ: უკბენს: მღილი: და: არ: ძალუც: პარვა: მპარავსა჻

1952. მიჯნურობისა: საჴმილმან: დამწვა: მძლავრ: ანაგზემან: და჻ მზე: მოვჰკვე: თავის: გამოღმა: შენ: დამიტირე: მზემან: და჻ სხვამ: ჩემოდნობა: ვერა: ქნას: ყოველმან: მონაზემან: და჻ ცავ: შთამოიქეც: მნათითურთ: აწ: რადღა: ჰყოვნი: ზემანდა჻

1953. მტიროდით: თქუენთვის: დამწვარსა: მიჯნურნო: ჩემთუის: ურვილნო჻ გამზრდელნო: თქვენცა: გაზრდილნო: ტურფად: ისპანო: ჭურვილნო჻ ხასნო: აზიზად: ნანახნო: თავნო: ნაზობით: ბურვილნო჻ სულთქმით: მამთქმიდით: ბაგენო: და: უბანებით: სურვილნო჻

1954. თინათინ: პირველ: სურვილი: პირის: შენისა: ამარე჻ აწ: ლომმან: თავი: გამარა: და: მზეო: შენ: მასამარე჻ აქა: ნარბენთა: სწორად: ვლოთ: უიცი: იგიც: სამ: არე჻ ერთად: წავიდეთ: აჰა: მზა: ჩვენთვის: თაბუთი: სამარე჻

1955. უჩემოდ: დაჭკნი: ვარდნო: და: იავ: ფერ: მკრთლად: დაიყავ჻ ვით: დამთმე: ბროლო: და: ლალო: ძოწო და: სათო: რა: მიყავ჻ კულავ: იაგუნდი ნაღველი: გატყდი და: შუა: გაიმყავ჻ აწ: მარგალიტო: მჭვირვალო: ნუ: მტირ და: ბაგე: დაიყავ჻

1956. ჩემი: გარდაჴდა: სურვილო რას: გვარგებს: რაზომც: ინანო჻ გარდმოადინე: სისხლისა: რუ: გაწკრით ვარდნო: და: მინანო჻ ჩემთანა: ცისა მნათობნი: რანო: და: ანუ: ვინანო჻ მზე: მზეთა: მოვჰკვე: მტიროდით: გულნო: კლდენო: და: რკინანო჻

1957. აწ: ეს ვითხო ღ~თისგან: სააჯო დიდად: ძნელია჻ სად: არის: ჩემი: სავანე: მუნ: გამინათლოს: ბნელია჻ მისთა: ელვათა: მაკრთობდეს: არ: მცხინვარე: ყოს: ბნელია჻ ანგელოზთ: თანა: ვფრინევდე: ვადიდო: ჩემი: მჴსნელია჻

1958. სული: რომელი: აწ: ჩემგან: ჩანს: უტყუად: დანასულები჻ მუნ: დამამკვიდროს: სადაცა: ჰყუანან: მართალთა: სულები჻ შორს: ქნას: ნაწილსა: რომელთა: არს: დამზრალ: დანასულები჻ რომელსა: თიკნად: უწოდენ: არის მარცხნით: წანასულები჻