... (H-3061), XVIII ს.

1978. გახსოვს: როსტევან: მიბრძანა: ველთ: სრვა: ნადირთა: ჴოცისა჻ რაც: მჴეცთა: სისხლი: მინდორთა: ვასხით: რისხვა: ვსცით: ოცისა჻ თორმეტნი: ისრის: მიმრთმევლად: მე: შენ: მყუი: მარტო მოცისა჻ მით: არ: მიშვილა: მეფე: მყო: გულს: სევდა: ამამჴოცისა჻

1979. შენცა: მსწრებიხარ: თან: ხლებით: როს: ორნივ: ვიყვით: ცნობასა჻ ვით: ვეკრძალოდი: როსტევანს: ან: ვით: ვისმენდი: თქმობასა჻ შენ: ჩემგან: ზრდილო: ყმად: თქმულო: მე: შენ: გეტყოდი: ძმობასა჻ აწ: გაგიჩნდების: ნამუსი: ვით: ჰფერობს: პატრონყმობასა჻

1980. ტარიას: ძებნად: მოვლაჴე: ქუეყნისა: სიგრძე: განება჻ ქუაბს: ვპოვე: ასმათ: მიმოწმე: სოფლის: მახესა: განება჻ ცრემლი: დავსწყუიდე: მეგონა: სოფელმან: თავი: განება჻ აწ: მივჰყავ: ძალად: უნებლივ: მათ: აღარ: მიყუეს: განება჻

1981. მოდით: მოყუასნო: მტიროდით: ცრემლ: დენით: მოთქმა: ზარებით჻ პირ: ხოჭით: თმა: წვერ: დაგლეჯით: სიტყუა: თქმა: შესაზარებით჻ უკუღმა: ბრუნავს: სოფელი: მე: მექმნა: აბეზარებით჻ ვერა: მარგეს: რა: მოყუასთა: ვერ: ჯადვარ: ვერ: ფაზარებით჻

1982. ფრიდონ: გნახე: მაშინ: გიცან: ოდეს: მინდორს: ნადირობდი჻ ალყა: გარე: შემოგეკრა: სპათ: ნადირთ: სურას: მიუთხრობდი჻ ორბის: მოკულა: მოგეწონა: სხვათ: შენ: ჩემთან: მოუსწრობდი჻ ალყა: შალე: მომაშურე: ნახვისათვის: მწვე: ხარობდი჻

1983. დამხუდი: კარგა: ბევრი: მამეც: გამისტუმრე: ტყუის: საძებრად჻ შენით: წაველ: ფატმან: ვჰპოვე: მის: მტერს: ვექმენ: ცან: უძებრად჻ მან: მიანბო: ტყუის: ამბავი: ძმას: დავშრიტე: ცეცხლი: მგზებრად჻ შევჰკრბით: სამნივ: ქუეყანანი: დავაშვენეთ: მთვარე: მზებრად჻

1984. რაცა: ვჰქენით: ყუელა: იცი: ჩვენ: ვლეთ: შენ: ტახტს: დაემყარე჻ აწ: მტიროდი: სული: ჴორცსა: გავეყარე჻ ბოდიშსა: და: სალამს: მოგთხოვ: მით: სიკუდილსა: წავეყარე჻ ეულს: პატრონს: უმკუიდროსა: მე: წაუელ: ავეყარე჻

1985. ოდეს: ტარიელ: დამარხო: მიტირე: მეც: თავსცემითა჻ თინათინს: შუქთა: ელვანი: ჯავარ: ციმციმის: ცემითა჻ ორნივ: გავშორდით: ნივთთაგან: ვქმენით: დანაცემითა჻ აღარად: უნდით: გავშორდით: სოფლისა: მიც: მიცემითა჻

1986. ვიცი: რომ: შენცა: დაბერდი: აღარ: გიც: ბევრი: ხანია჻ აღარც: შენა: გცალს: სოფლსთვის: ხან: ვარდი: ჰკრიფო: ხან: ია჻ ანუ: მინდორად: შეექცე: მოჰკლა: ქურციკთან: თხანია჻ ასრე: გვაბრუნვებს: სოფელი: და: ჟამი: ეს: უხანია჻

1987. ძეთა: შენთა: ესე: უთხარ: მტკიცედ: კარგად: დააბარე჻ მათცა: იძმონ: ძენი: ჩემნი: ძმისგან: უფრო: მიაბარე჻ ღ~თსა: უნდეს: მტერნი: მათნი: ჴელ: შეკრულნი: მიაბარე჻ მე: საფლავს: ქვეშ: მამაქციე: მიწა: ნიჩბით: მამაბარე჻

1988. კარგნი: ყოფილხართ: სამნივე: ჰჴოცეთ: დევნი: და: ქაჯები჻ წაგიჴდათ: მჴნენი: ძალ: გული: და: დალპა: ცუდად: მაჯები჻ სოფლის: ურჯულოდ: წასულისთვის: თუ: არ: აგვართვან: აჯები჻ მიკვირს: მწერალო: ანდერძსა: მათსა: სწერ: რად: ისაჯები჻

სიკვდილი ავთანდილისა თინათინისა჻

1989. აზომ: არ: არის: სოფელი: საღამო: არცა: დილია჻ სიზრმისა: უფრო: სიზმარი: ჩრდილისა: უფრო: ჩრდილია჻ არ: ამოჰკრეფენ: მსწავლულნი: არს: მათგან: გამოცდილია჻ ავი: და: კარგი: სწორად: უჩნს: სიცოცხლე: თუ: სიკუდილია჻

1990. ავთანდილ: და: ცოლმან: მისმან: დაყუნეს: წელნი: სამოცთნი჻ ღ~თნ: მისცნა: ორნი: ძენი: სიტურფითა: მგზავსნი: მათნი჻ გაუნდომდეს: საჭურეტელად: ბროლ ბალახში: მინა: სათნი჻ სიბერემან: გაუცუდნა: მათ: გლახ: მათნი: ხასიათნი჻

1991. ვინცა: კრავნი: გააკრავნა: და: თიკანნი: გაათიკნა჻ მანვე: თხანი: თიკანთაგან: გაარჩივნა: გააბლიკნა჻ გონიერნი: გაამაღლნა: სულნი: მათნი: მოირკინა჻ ერთმანეთსა: ეზიარნეს: რამანცაღა: ჩამოდრიკნა჻

1992. ავთანდილ: და: ცოლმან: მისმან: სული: ცათკენ: გაგზავნესა჻ ორნი: ესე: ჴორციელნი: იგი: მათსა: სინაზესა,჻ ჴორცითაცა: შეიერთნეს: მას: წყაროსა: ზესთა: ზესა჻ მზე: მრავალთა: დაუტევეს,: მიიახლნეს: ერთად: მზესა.჻

1993. მითქუამს: და: კულა: ვსთქუა: სოფლისა: სიცრუვე: კულა: და: კულადობა჻ იგი: გარდაჴდეს: გაისმა: ოდენ: ამბავი: მათობა჻ სადაა: კბილთა: სითეთრე: ანუ: ღაწუთაღა: მნათობა჻ მტვერად: შექმნილა: წაუჴდა: მათ: მათი: ხასიათობა჻

აქა ფრიდონისაგან ორგანვე მისულა და ტირილი და მოთქმა მათი჻

1994. მოვიდა: ფრიდონ: ტირილით: ზახილით: თავსა: მცემელი჻ იხოჭს: და: იგლეჯს: და: მოსთქუამს: არ: უნდა: გარდამცემელი჻ მოიღო: მეტად: დიადი: გლახაქთა: მისაცემელი჻ უნდოდა: თუმცა: ეშოვნა: ლახვარი: დასაცემელი჻

1995. ტაგრუცსა: მიჯდა: მოსთქმიდა: ჴმითა: მით: შვენიერითა჻ იგლეჯდა: თეთრთა: თმა: წვერთა: გაჰყრის: ბროლისა: ჭერითა჻ მაღლა: იზახდა: ვაგლახსა: ტირილით: არ: სიმღერითა჻ მართ: სრულად: გაგლეჯილიყო: ერთობ: თმითა: და: წვერითა჻