... (H-54), 1680 წ.

1868. ტარიელ: წინა: მივიდეს: ჰინდონი: ჴრმალ: დალეწილნი: გაქცეულ: გარდახუეწილნი: შიშითა: გაწბილებულნი: აბჯარ: აჴდილნი: დაძრცუილნი: ტან: სარო: შემოფრეწილნი: ცხენ: დადგომილნი: მტირალნი: დაგლეჯილ: პირ: დახოჭილნი:

1869. ტარიელ: იწვა: სენთაგან: დავარდნილ: გულნაცემული: აწ: ახლა: გაჴდა: მართ: ასრე: ვით: გულსა: დანა: ცემული: რა: ესმა: ასრე: ეწყინა: ვითა: ასპიტთა: ცემული: ლხინი: მოსძულდა: არ: უჩნდა: ჩანგ: ბარბით: დანა: ცემული:

1870. მივიდეს: გარე: მოადგეს: ყუელგან: ციხეთა: გარეთა: ებრძუიან: ცეცხლსა: უდებენ: მოაოჴრებდეს: არეთა: ჰხოცდეს: სწუიდეს: და: არღუევდეს: ცრემლთა: ადენდეს: მწარეთა: აჯა: არ: გამოუღიან: არად: არ: მემუდარეთა:

1871. გარეთ: ყუელანი: წაახუნა: ციხეთა: სიმაგრენია: მათ: უზენაროდ: მიეპყრნეს: მიკუირდეს: სიმედგრანი: ერთ: წლამდის: იყუნეს: ჰინდოეთს: ვაკედ: ქნეს: კლდე: და: ღრენია: მერმე: წავიდეს: სავსენი: სიცილით: მომღერალნია:

ტარიელისაგან კაცის გაგზავნა ავთანდილთანა ფრიდონთანა:

1872. რად: არ: გასინჯავთ: სოფელსა: სჭირს: გარეშიგან: ჭრელობა: მისცემს: კულა: ზოგჯერ: სევდასა: არა: აქუს: გაუყრელობა: გამართავს: რაცა: სწადიან: მისი: წესია: ტრელობა: ტარიელ: თუალნი: აჰმართნა: ჰკლავს: გულსა: დანამჭრელობა:

1873. ნესტდარეჯანის: წამწამთა: ბუქისა: ფიფქმან: დამზრომმან: მობრუნდა: ჰკითხეს: მზემ: მორჩმან: ტურფამან: ტანად: სარომან: დაუყუნა: მისმან: ელვამან: ტარიელს: პირ: უმთუარომან: ნუ: ივნებ: ლომო: ლომთაო: რა: ქნა: წყეულმან: ჟამდრომან:

1874. ჯავრნი: ხუარაზმთა: ჩუენზედა: მით: გარეშემო: გუბია: ჩუენზედა: სპანი: იჴმარნა: რაცა: ალამი: უბია: ვიჴმენ: ძმადფიცნი: არაბთათ: მათი: აბჯარი: შუბია: ავთანდილს: ფრიდონს: სურვილი: ჰკლავს: ჩუენთვის: თუალთათ: გუბია:

1875. ტარიელ: ორთა: სენთაგან: მეტადღა: დაჭმუნვებულმან: მტერთაგან: ამოსწყუეტილმან: უსახოდ: შეჭირვებულმან: არაბეთს: კაცი: გაგზავნა: მტირალმან: მიჭირვებულმან: ავთანდილს: წურილად: აცნობა: უღუნოდ: დაჭირვებულმან:

1876. რაცა: პირველ: სენი: სჭირდა: ყუელა: წვრილად: მიუწერა: მერმე: რაგუარ: ხორაზმელთა: მათთუის: ძაძა: შეეწერა: ვით: ერბივნეს: ვით: ეჴოცნეს: ვით: ქალაქი: მოემტვერა: ვით: სოფელი: მუხთალია: იგი: მეცა: დამემტერა:

1877. გუერდსა: მიისუეს: მწერალი: მთქმელ: გამამრჩევი: ენათა: ტარიელ: ნესტან: დარეჯან: ჴმა: ტკბილი: მოუსმენათა: რა: გაათავეს: წერითა: წიგნი: ჴელთ: მისცეს: მონათა: წადით: მიართუით: ავთანდილს: ჩუენთვის: ცრემლ: დამადენეთა:

1878. კულავ: ფრიდონისას: გაგზავნეს: სხუა: კაცი: ერთი: ნავითა: მასცა: აცნობეს: სოფლისა: სიცრუვე: საბრუნავითა: სენთა: და: ხუარაზმელთაგან: ოდენ: ვარ: საფშუინევითა: მტირალი: სისხლის: ცრემლითა: დამჴობით: საკრინავითა:

1879. აწ: ვითა: გუმართებს: გმირთა: და: ჩემთა: ფიცისა: ძმობილთა: აგრე: გაფიცხდით: საშუელად: გაწუევთ: სასწრაფოდ: ჴმობილთა: თქუენთა: ლაშქართა: იმედსა: ვართ: ქუისებრ: დაულბობილთა: ომსა: ნაწუართთა: ჩაუქთა: მებრძოლთა: რაზმთა: წყობილთა:

1880. არაბთ: მეფე: მორჭმულია: იყო: მცილე: მისი: ვინა: იმღერა: და: იხარებდა: მოგოსნები: უსხდა: წინა: ჩანგთა: ჰკრიან: აწყობდიან: პირ: მთუარენი: ვართ: და: მინა: გავიდის: და: ნადირობდის: კულა: მობრუნდეს: იყუის: შინა:

1881. იბურთეს: და: ითამაშეს: და: თინათინს: თანა: დაჯდის: ეს: სოფელი: იამოვნის: საწუთროსა: დაუწყნარდის: ყელსა: ბროლსა: შუენებანი: მას: ელვანი: გარ: უვარდის: ერთგან: სხდიან: ტახტსა: ზედან: მათ: ბაგეთათ: ვარდი: ვარდის:

1882. სმა: ჭამა: და: ნადიმობა: მსგეფსსა: ერთსა: გაისუენა: ელვამან: და: შუენებამა: მათმან: ერთსა: დააშუენა: მომღერალთა: მათ: წინაშე: არაოდეს: მოასვენა: მე: ვერ: ვიტყუი: რაცა: სჭირდა: ბევრი: უნდა: ქებად: ენა:

1883. რა: გარდაჴდა: გამოვიდა: ჟამი: რამე: ღამე: დღენი: მოციქული: შარას: გრძელსა: მოამოკლებს: ირჩევს: ცხენი: გაგზავნილნი: რა: მივიდეს: ნახეს: მორჩი: ალვის: ხენი: რა: ავთანდილს: მოახსენეს: ატირდა: და: უთქუნა: ზნენი:

1884. კულავე: ჰკადრეს: თქუენ: მორჭმულნო: და: აქებდეს: ჴელმწიფესა: მოახსენეს: დიდებულო: შენ: ტურფაო: მაღლად: მხედსა: შენ: გაქუს: ყოვლი: დიდებანი: მორჭმულსა: და: კარგად: მქნესა: ხუარაზმელთა: ჰინდოთ: ზედა: ჰკულიდა: სევდა: ტარიელსა:

1885. რა: ავთანდილს: ფრიდონს: ესმა: ჰინდოთ: ესე: საწყინარი: გულსა: ასრე: ლახურად: ეცა: მართ: დაესო: აწვე: ნარი: თქუეს: გავჴედით: საწუთროსა: არას: კარგსა: მოუბნარი: აქანამდის: მხიარულნი: ვტირთ: აღარას: მოცინარი:

1886. ავთანდილ: სულთქუამს: ოხვრიდა: მოჰქონდა: ტარიელობა: მასთანა: ყუელა: სწორ: იყუის: დგომა: გაჭრა: და: ხელობა: უკუირდა: მკლავთა: დადრეკა: უსახროდ: მათი: ქუელობა: სჭირს: და: სოფელი: არ: იკლებს: გულს: ლახუარი: მჭრელობა: