... (S-1727), 1837 წ.

ანდერძი ტარიელისა ოდეს მიიცვალა჻

1754. აჰა მოგესმნეს სოფლისა: საქმენი თავით თქვენამდი჻ მოგვიგონენით ყოფადნო: პირველ ყოფილნო თქვენამდი჻ რა გესმნეს ძნელნი ანდერძნი: ღაწვთა ტირილი თქვენამდი჻ ყურად იხვენით რაცა ვთქვა: მე სულთა აღმოფრთქვენამდი჻

1755. გხადი ყოველნო სულ დგმულნო: ხვეწნით და მე თაყვანებით჻ ხილვად აწ ჩემთა საქმეთა: თქვენ აქა მონაყვანებით჻ სული განეყვის ხორცთაგან: მძლავრებით არ წაყვანებით჻ მეწყალვის ვხედავ გლახ მისი: მოგლა და მონაყვანებით჻

1756. შემომერტყენით მიდამო: მოსხედით მომეკარენით჻ ზოგთა მზირ მიყავთ ერდოთა: სარკმლით და მომეკარენით჻ ნესტან დარეჯან მკოცნიდი: ბაგით და მომეკარ ენით჻ ჯვარს ვაცმევინებ სოფელსა: ურია მომეკარენით჻

1757. ვიყავ მე მეფე ეგეთი: ვითარ მოგითხრა წერილმან჻ ბოლოდ დამაგდო სოფელმან: ნავთმან ფისმან დაწერილმან჻ საჭმლად მიშოვა ჭიამან ბუზმან: და ძაღლის მწერილმან჻ ვა თუ დაგსაჯნეს მიჯნურნო: მამამან ამოწერილმან჻

1758. ადამის თესლი სხვა ერთი: მე ვერა მჯობდა ვერითა჻ ვერ სახით ვერ ახოვნებით: დამეგმოს სიავე რითა჻ აწ მომიახლდა სიკვდილი: მომლამის თვალთა ბღვერითა჻ დამბღუჯა ვერვინ გაგვყრის: გაზითა ვერცა კვერითა჻

1759. ნუ მიენდობით სოფელსა: საქმესა ცუდთა მუხთალთა჻ არვის მიგინდობს რა ძივინც: კარგთა უყოფდეთ უთვალთა჻ ბოლოდ ჟამს დაგცემს შეგიბრკობს: ფერხთა და სრულად კუნთალთა჻ ყოველსა ერთად მოგიკრებს: მის დღეში დანახუთალთა჻

1760. ყოველნი დავიხოცებით: სრულად ერთობით და რამად჻ მით დაგიტეობ მცნებასა: მიენდვნეთ ცუდად დარამად჻ ვიტყვი მუხთალსა სოფელსა: ცრუდ და მიუნდო დარამად჻ წყეულმან ნახეთ რა მიყო: ძმანი არ მაძმნა და რამად჻

1761. უხვაიშნოო წყეულო მოდი: სიკვდილო მამკალო჻ მომზადენ ცელნი მოლესენ: ჩემო უჟამოდ მამკალო჻ თქვენთვის შევიქენ საჭმელად: ჭიანო მჭადმით მომკალო჻ ჩემი გავწელე დავაგდე: ადამით წესად მომკალო჻

1762. ვამე დაისხნეს კავშირნი: არ მფეთქენ მე მაჯანია჻ ცუდ იქმნეს მკლავნი მაგარნი: მტერთაგან მემაჯანია჻ მკლავნი რომელსა ვერ მბრძოდა: იგ დევი ქაჯ მაჯანია჻ გამოისალმნეს გაუშვა: ქვე მდგომმან ჴორცმან ჯანია჻

1763. მომღორებლისა მუხთლისა: სოფლისა წესი ბარ ესა჻ ყოვლთა მოაწევს ბოლოდ ჟამ: ტკივილსა საღმობარესა჻ იგი სოფლისა ჯავარნი: საფლავთა მიაბარესა჻ ზედა მიწანი მიყარეს: მინიჩბეს მიაბარესა჻

სიკვდილი ტარიელისა და ცოლისა მისისა჻

1764. რადგან სწორად გარდახდების: ავი ანუ კჯარგი ვინ ა჻ მაშ წამი ერთ რა ვის გავა: გარეთ იყოს თუნდა შინა჻ აქათ ბარგსა რასა ვზიდავთ: აწვე წასვლა სხვაგან გვინა჻ თაბური და თუნდა ტახტი: სწორიაო ბრძენთა წინა჻

1765. ამა ჩემსა გაზრახულსა: იკითხიდეს ანუ სწერდეს჻ ფუ მას კაცსა რომელიცა: სოფლისაგან არ შესჯერდეს჻ ტარიელ და ცოლი მისი: სიბერითა გაუშვებდეს჻ დაყვნეს წელნი ოთხმეოცნი: დაბრმეს დაღრკეს დაცაბერდეს჻

1766. ერთი ყმა და ერთი ქალი: მართ მათნივე შესაფერნი჻ ღ~თნ მისცნა ესე შვილად: საჭვრეტელად შვენიერნი჻ ელვანი და შვენებანი მართ: მათივე ჰქონდათ ფერი჻ მსგზავსნი მსგავსსა წარმოშობენ: ციერნი და მიწიერნი჻

1767. დღენი მათნი წაიარეს: დაბერდეს და დაუძლურდეს჻ ტარიელის ლომნი მკლავნი: მეტად გაუუსუსურდეს჻ ბედისაგან მადრიელნი: სოფელსავე მოემდურდეს჻ სოფლისაგან გაბჭობათა: ბრძენთა წიგნი დადასტურდეს჻

1768. სოფელს მყოფსა ყველაკასა: ესე არვის არ ასცილდეს჻ მათ სოფლისა შვენებათა: წყალ ჯავარი გაუწბილდეს჻ მიჯნურობა გაუსუსტდა: გონებანი გაულბილდეს჻ სიყვარული გააცივეს: ერთმანერთსა უკუგრილდეს჻

1769. ტარიელ და ცოლმან მისმან: ტახტოსნობა მოიწყინეს჻ მეფედ დასხნეს შვილნი მათნი: ნაცვლად მათად დაადგინეს჻ ერთსა წელსა დაიხოცნეს: მიწად მიწვეს მიიძინეს჻ მზესა ლომი არ გაჰყარეს: მასვე თანა დააწვინეს჻

ანდერძი ავთანდილისა სიკვდილის ჟამსა჻

1770. ისმინეთ ძენო კაცთანო: ანდერძი ავთანდილისა჻ ვიტყვი მსგავსია სოფელი: ეს მუხანათი ჩრდილიდა჻ სწორია ჟამი მწუხრისა: არ გათენება დილისა჻ ადრე დალპების გაცვდების: ვით ქსელი ნაქვს მანდილისა჻