... (S-1727), 1837 წ.

1771. რა მიეახლა სიკვდილი: თვალთა ფახვიდა რულითა჻ ხელთა იხრიდა კრთებოდა: სიტყვითა დამასულითა჻ თქვა ვეღარ მიხსნას ძმამან: და ვერცაღა დამან სულითა჻ მუნ შემიწყნაროს რომელმან: მიწა ადამა სულითა჻

1772. რაზომც გამეფდა ცად ვინმე: კაცი ჰშთამოსრულ ან ასულ჻ ცუდია აქა დიდობა ვარდი: აწ მეც ვჩან დანასულ჻ უხვაიშნოა ესე დღე: ძე რაღას მარგებს ან ასულ჻ მიწა მიიქცეს მიწადვე: ხორცი მოკვდების განა სულ჻

1773. სიჭაბუკისა ყვავილი დაჭკნა: ჩანს ავად ვარდია჻ პირველ მტერთ ზედა საიმაღლით: ვსჩნდი ორბებრ მონა ვარდია჻ აწ წაველ მსგავსი გმირსა: და ფერად მინა ვარდია჻ თანა წამამყევ თინათინ: ჩემს უკან ნუ დავარდია჻

1774. იგიმცა კაცი კრულია: ვინცა მიენდოს სოფელსა჻ მოლიზღარსა და მუხთალსა: სიცილით კოცნის სოფელსა჻ პირველ სიცოცხლის მქადესა: ბოლოდ უარის მყოფელსა჻ მუნ დამკარგავსა კაცთასა: აქაც ხან დაუყოფელსა჻

სიკვდილი ავთანდილისა და ცოლისა მისისა჻

1775. რაზომ არ არის სოფლისა: საღამო არცა დილია჻ სიზმრისა უფრო სიზმარი: ჩრდილისა უფრო ჩრდილია჻ არად ისდევენ სწავლულნი: მათ მათგან გამოცდილია჻ ავი და კარგი სწორად უჩს: სიცოცხლე და სიკვდილია჻

1776. ავთანდილ და ცოლმან მისმან: დაყვნეს წელნი სამოც და ათნი჻ ღ~თნ მისცნა ორნი ძენი: სიტურფითა მსგავსი მათნი჻ გაუნდოვდეს საჭვრეტელად: ბროლ ბალახშნი მინა სათნი჻ სიბერემან გაუცუდნა: მათ გლახ მათნი ხასიათნი჻

1777. ავთანდილ და ცოლმან მისმან: სული ცათკენ გაგზავნესა჻ გაეყარნენ ერთმანეთსა: იგი მათსა სინაზესა჻ აღასრულეს იგი ვალი: ვინცა ესე დააწეს჻ ესრე მიწვეს მიიძინეს: არვის ესმის მათგან კვნესა჻

1778. მითქვამს და კვლავ ვსთქვა სოფლისა: სიცრუვე კვლა და კვლადობა჻ იგი რა დახდეს გაისმა ოდენ ამბავი მათობა჻ სადაა კბილთა სითეთრე: ანუ ღაწვთაღა ნათობა჻ მტვერად შექმნილა წაუხდა მათ მათი ხასიათობა჻

მოსულა ფრიდონისა და ტარიელისა და ავთანდილისა და მათთა ცოლთა ტირილი჻

1779. მოვიდა ფრიდონ ტირილით: ზახილით თავსა მცემელი჻ იხოჭს და იგლეჯს ხმა მაღლად: არ უნდა გარდამცემელი჻ უნდოდა თუმცა ეშოვნა: ლახვარი დასაცემელი჻ მოიღო მეტად მრავალი: გლახაკთა მისაცემელი჻

1780. ტაგრუცსა მიჯდა იზახდა: ხმითა მით მშვენიერითა჻ იგლეჯდა თეთრსა თმა წვერსა: გაჰყრის ბროლისა ჭერითა჻ იზახდა მაღლად ვაგლახსა: ტირილით არ სიმღერითა჻ მართ სრულად გაგლეჯილიყო: იგი თმითა და წვერითა჻

1781. თქვა მეტად კარგი სიტყვანი: ფილასოფოსთა ბრძნობისა჻ რომე ხორხითა იტყოდა: მსგავსი დავითის ძნობითა჻ მე ვითა მოვსთქვა სიკეთე: თქვენისა ცხენოსნობისა჻ ან ვით მოვთვალო მოკლული: თქვენისა მშვილდოსნობისა჻

1782. რაზმთა მლეწელნო ყოველთა: მებრძოლთა თქვენთა მძლეველნო჻ კვლა ასპარეზად ტურფანო: უსწოროდ დამაძლეველნო჻ თქვენ ვისცა შველა უბრძანით: უცხონო მესაძლეველნო჻ აწ ჩემთა ცრემლთა დენასა: ხამსცა თუ ვით გაუძლეველნო჻

1783. თქვენებრ ტახტსა ვის დაჯდების: ანუ მოჰკაზმავს სრასა სრულად჻ ან ნადიმსა ვინ გამსგავსოთ: ზნე უკლებსა ჯავარ სრულად჻ მე უთქვენოდ როგორ დავრჩე: ვიგონებდე ამას სრულად჻ ან ცოცხალი რა ვიქნები: გაკიცხული გაბასრულად჻

1784. თინათინს ნესტან დარეჯანს: ვით მოეთქვნა სინაზენი჻ ტანი მჭევრი ალვის ნორჩი: პირი მჭვრეტთა ამაზრზენი჻ იაგუნდი ლალ გიშერი: მარგალიტი შენათხზენი჻ აწ გარდახდა მათგან შუქნი: საწუთროსა მონაფენი჻

1785. ფრიდონ მოსთქმიდა ოთხთავე: ორთა და ორთა ტიროდა჻ იზახდა მაღლად ვაგლახსა: მართ ვითა ლომი ყვიროდა჻ მასცა მოშლოდა ჯავარი: აღარა ლალდ ჭვიროდა჻ იტყვის თუ მოვკვდე რამგამა: რადგან დამაგდე გმირო და჻

1786. ნურადინ ფრიდონ მოსთქმიდა: ორთავე მისთა ძმობილთა მათსა სიუხვე ჯავარსა: მათ გმირთა ყველგან ხმობილთა჻ სისხლისა ცრემლთა ადენდა: უკლებთა დაუშრომილთა჻ ავსებდა სიბრალულითა: ყოველთა მუნ შესწრობილთა჻

1787. ამას თანითა სიტყვათა გრძლად და: გულ მდუღრად მოსთქმიდა჻ მისგან ქვანიცა სტიროდეს: როს იგი მწარედ სულთქმიდა჻ ტაგრუცსა გაესალამა: ტანსა ძაძასა იცმიდა჻ თავსა ნაცარსა იყრიდა: ართუ გვირგვინსა იდგმიდა჻

1788. დასრულდა ესე ამბავი: მათ ჴელმწიფეთა დიდისა჻ ამოდ სასმენი ბოლო ჟამ: საბრალო არსთა კიდისა჻ მხედველნი ვინცა ხევიდეს: არ ჩავარდნაა ჴიდისა჻ ნახეთ გასინჯეთ სიცრვე: სოფლისა ამა ფლიდისა჻