.... (H-1759), XIX ს.

39. თუმცა ქალია ჴელმწიფედ, მართ ღ~თისა დანაბადია არ გათნევთ იცის მეფობა, უთქვენოდ გვითქვამს კულა დია შუქთა მისთაებრ საქმეცა, მის მზეებრ განაცხადია ლეკვი ლომისა სწორია, ძუ იყოს თუნდა ხვადია

40. ავთანდილ იყო სპასპეტი, ძე ამისპასალარისა საროსა მჯობი ნაზარდი, მსგავსი მზისა და მთვარისა ჯერთ უწვერული სადარო, ბროლ მინა საცნობარისა მას თინათინის შვენება, ჰკლევდის წამწამთა ჯარისა

41. გულსა მისსა მიჯნურობა, მისი ჰქონდა დამალულად რა მოშორდის ვერა მჭვრეტმან, ვარდი შეჰქმნის ფერ ნაკლულად ნახის ცეცხლი გაუახლდის, წყლული გახდის უფრო წყლულად საბრალოა სიყვარული, კაცსა შეიქს გულ მოკლულად

42. რა მეფედ დასმა მეფემან, ბრძანა მისისა ქალისა ავთანდილს მიხვდა სიამე, ვსება სჭირს მისო ქალისა თქვა ზედა ზედა მამხვდების, ნახვა მის ბროლ ფიქალისა ნუთუ ვით ვჰპოვო წამალი, მე ჩემი ფერ გამქრქალისა

43. არაბეთს გასცა ბრძანება, დიდმან არაბთა მფლობელმან თინათინ ჩემი ჴელმწიფედ დავსვი, მე მისმან მშობელმან მან განანათლნეს ყოველნი, ვით მზემან მანათობელმან მოდით და ნახეთ ყოველმან, შემსხმელმან შემამკობელმან

44. თინათინ მიჰყავს მამასა, პირითა მით ნათელითა დასვა და თავსა გვირგვინი, დასდგა თავისა ხელითა მისცა სკიპტრა და შემოსა, მეფეთა სამოსელითა ქალი მზებრ უჭვრეტს ყ~თა, ცნობითა ზე მხედველითა

45. მოვიდეს სრულნი არაბნი, ჯარი განმრავლდა ხასისა ავთანდილ პირ მზე სპასპეტი, ლაშქრისა ბევრ ათასისა ვეზირი სოკრატ მოახლე, მეფისა დასთა დასისა მათ რომე დადგეს საჯდომი, სთქვეს უთქმელია ფასისა

46. უკუდგეს და თაყვანი სცეს, მეფემან და მისთა სპათა დალოცეს და მეფედ დასვეს, ქება უთხრეს სხვაგნით სხვათა ბუკსა ჰკრეს და წინწილანი, დაატკბობდეს ტკბილთა ხმათა ქალი ტირს და ცრემლსა აფრქვევს, ხრის ყორნისა ბოლო ფრთათა

47. მამისა ტახტსა საჯდომად, თავი არ ეღირსებოდა ამად სტირს ბაღი ვარდისა, ცრემლითა აივსებოდა მეფე სწურთის მამა ყოველი, ძისაგან ითავსებოდა ამისად ქნამდის დამწველი, ცეცხლი არ დამევსებოდა

48. უბრძანა ნუ სტირ ასულო, ისმინე ჩემი თხრობილი დღეს შენ ხარ მეფე არაბეთს, ჩემგან ჴელმწიფედ ხმობილი აქათგან ესე სამეფო, მართ შენია მონდობილი ხარმცა ბრძნად მქმნელი საქმისა, იყავ წყნარი და ცნობილი

49. ვარდთა და ნეხვთა ვინათგან, მზე სწორად მოეფინების დიდთა და წვრილთა წყალობა, შენმცა ნუ მოგეწყინების უხვი ახსნილსა დააბამს, იგი ვინ ების თვით ების უხვად გასცემდი ზღვათაცა, შესდის და გაედინების

50. მეფეთა შიგან სიუხვე, ვით ედემს ალვა რგულია უხვსა მორჩილობს ყოველი, იგინიც ვინ ორგულია სმა ჭამა დიდად შესარგი, დება რა სავარგულია რასაცა გასცემ შენია, რაც არა დაკარგულია

51. მის მონისა არა ესმა, სიტყვა არცა ნაუბარი [...] ლაშქართა ძახილისა, იყო ერთობ უგრძნობარი უცხოდ რადმე ამოსკუნიდა, გული ცეცხლთა ნადებარი თვალთა სისხლი ერეოდა, გასდის ვითა ნაგუბარი

52. სხვაგან ქნის მისი გონება, მისმან თავისა წონამან ესე მეფისა ბრძანება ერთხელ, კვლავ ჰკადრა მონამან არცა დააგდო ტირილი, არცარა გაიგონა მან არცა გახლიჩა ბაგეთათ, თავი ვარდისა კონამან

53. რა პასუხი არა გასცა, მონა გარე შემობრუნდა როსტენს ჰკადრა შემიგტყვია, იმას თქვენი არა უნდა თვალნი მეტად გამირეტდეს, გული მეტად შემიძრწუნდა ვერ ვასმინე საუბარი, მით დავყოვნე ხანი მუნ და

54. მეფე გაჰკვირდა გაცაწყრა, გული უცს მისთვის მწყრომარე გაგზავნა მონა თორმეტი, მისი წინაშე მდგომარე უბრძანა ხელთა აიღეთ, აბჯარი თქვენ საომარე მიდით და აქა მომგვარეთ, ვინ არის იქა მჯდომარე

55. მონანი მიდგეს მივიდეს, გახდა აბჯრისა ჩხარია მაშინღა შეჰკრთა იგი ყმა, ტირს მეტად გულ მდუღარია თვალნი მოარნა ყოველგან, ნახა ლაშქართა ჯარია ერთხელ ესე თქვა ვაი მეო, სხვად არას მოუბარია

56. თვალთა ხელნი უკუივლო, ცრემლნი ცხელნი მოიწურნა ხრმალ კაპარჭი მოიმაგრა, მკლავნი გაიმამაცურნა ცხენსა შეჯდა მონათამცა, საუბარნი რად იყურნა სხვასა მხარსა გაემართა, მათი ჭირნი არა განჰკურნა

57. მონათა ჴელი გამართეს, მის ყმისა შესაპყრობელად მან გლახ იგინი დახადნა, მტერთაცა საწყალობელად ჰკრა ერთმანერთსა დაჰხოცნა, თავის ხელ აუპყრობელად ზოგსა გადაჰკრის მათრახი, მკერდამდის გასაპობელად

58. მეფე გასწყრა გაგულისდა, მონანიცა შეუზახნა მან მდევართა მიწევნამდის, არ უჭვრიტა არცა ნახნა რაზომნიცა მიეწივნეს, ყოვლნი მკუდართა დაასახნა კაცნი კაცსა შემოსტყორცნა, როსტან ამად ივაგლახნა