... (H-599), 1646 წ.

1791. დასხდეს: მეფე: და: ვაზირი: არჩევენ: სათათბიროსა: მეფე: ბრძანებდა: სიტყვასა: გულმდუღრად: ასატიროსა: ვაზირო: გვანდა: ძე: ჩემი: ბროლ: ლალსა: გასაჭვიროსა: ვით: მეტყვი: სისხლი: გაუშვი: მაგ: ძნელსა: სავაზიროისა:

1792. ვაზირი: ეტყვის: მეფეო: თქვენ: უმართლე: ხართ: მას: დია: მაგრა: ჰყავს: ტყვედ: დარჩენილი: ვინცა: მესისხლე: ცხადია: არ: გაგიშვებენ: ცოცხალსა: უფიცავს: მას: მახმადია: თუ: გარდაუშვებ: გამართლებს: ვინ: ღმერთისა: დანაბადია:

1793. მეფემან: ბრძანა: ადვილად: ნუ: მეუბნები: ვაზირო: თუ: დავივიწყო: ძე: ჩემი: მმართებს: რომ: გული: ვატირო ანუ: გავიჭრა: მონდორად: და: თავი: გავინადირო: მიჯობს: რომ: მოვკვდე: და: ჩემი: დარჩომა: არ: გვაპირო:

1794. ვაზირმან: ჰკადრა: მეფეო: ისმინე: სიტყვა: ასები: აქამდი: ჩემი: კადრება: არ: გაგეგონა: ნასები: ტარიელს: თქვენთა: სისხლთაგან: სწადს: სავსე: შესვას: თასები: თქვენად: საკლავად: მოუსხამს: უცხო: სპა: ბევრ: ათასები:

1795. სისხლი: გაუშვა: ხვარაზმშა: მტკიცე: ქნეს: მოზავებული: შეფიცეს: ყოვლი: სიმტკიცე: წინასწარ: მოსწავებული: კარგ: ვაზირობით: არა: ჩანს: თარასგან: დაშავებული: ხვარაზმშა: დადგა: წავიდა: ტარიელ: გამარჯვებული:

1796. მივა: ტარიელ: მოყვსითა: ფრიდონ: და: ავთანდილითა: გამარჯვებული: ნადირობს: საბინდოთა: და: დილითა: იტყვის: თუ: ვერ: გარდავიხდი: მე: ვალსა: თქვენ: სადილითა: თქვენ: დამარჩინეთ: თუ: არ: მკვდრად: ვიწევ: ხვარაზმშას: ჩრდილითა:

1797. წამოვიდეს: მხიარულნი: ნადირობით: თამაშობით: მტერთა: ზედა: მოქცეოდეს: მათგან: იყვნეს: უშიშრობით: მათ: მოემწყო: ხვარაზმელი: არ: დაეგდო: შამუშობით: ერთმანერთსა: აქებდიან: მხიარულნი: არ: ქუშობით:

1798. მოვიდეს: მოქალაქენი: გამოეგებნეს: ზარითა: მუტრიბთა: ხმანი: ისმოდეს: ბარბითთა: შენაზარითა: ნესტან: დარეჯან: დაშვენდა: ელვითა: მით: მწყაზარითა: მას: სიხარულსა: ვერ: დავწერ: ხელითა: ვერცა: აზარითა:

1799. რად: ვაგრძელებდე: მუნ: დაყვნა: მრავალნი: დღენი: ამონი: მერმე: გაუშვნა: სავსენი: მნათობნი: დაუღამონი: წავლენ: ფრიდონ: და: ავთანდილ: ტკბილნი: გამომსალამონი: დადგა: ტარიელ: თუც: ცრემლი: სდის: ხმელთა: დასალამონი:

1800. აავსნა: მისაცემლითა: ოქსინოთა: და: შარდითა: წავლენ: ფრიდონ: და: ავთანდილ: პირითა: მინავარდითა: სტავრითა: საკრამანგითა: მძიმითა: სადუქარდითა: გავლენ: ზღვასა: და: მიდიან: საროთა: განაზარდითა:

1801. მივიდეს: მათი: ქვეყანა: მათ: დახვდა: ამოდ: ნებითა: თინათინს: პირსა: სინათლე: ემატა: დაშვენებითა: მოეგებნიან: სძღნობდიან: წესითა: და: რიგებითა: მულღაზანზარი: შეიქნა: მეტითა: აშენებითა:

1802. ტარიელ: და: ცოლმან: მისმან: ტახტოსნობა: მოიწყინეს: მეფედ: დასხნეს: შვილნი: მათნი: ნაცვლად: მათად: დაადგინეს: ერთსა: წელსა: დაიხოცნეს: მიწვეს: მიწად: მიიძინეს: მზესა: ლომი: არ: გაყარეს: მასვე: თანა: დააწვინეს :

1803. აზომ: არ: არის: სოფლისა: საღამო: არცა: დილია: სიზმრისა: უფრო: სიზმარი: ჩრდილისა: უფრო: ჩრდილია: არ: ამოჰკრეფენ: სწავლულნი: მათ: მათგან: გამოცდილია: ავი: და: კარგი: სწორად: სჩანს: სიცოცხლე: თუ: სიკვდილია:

1804. ავთანდილ: და: ცოლმან: მისმან: ტახტოსნობა: მოიწყინეს ორნი: ესე: ხორციელნი: იგი: მათსა: სინაზესა: სულნი: ცათა: შეავედრეს: მათ: წყაროსა: ზესთა: ზესა: მზე: მრავალთა: დაუტევეს: მიიახლნეს: ერთად: მზესა:

1805. ვინცა: კარავნი: გააკრავნა: და: თიკანნი: გაათიკნა: მანვე: თხანი: თიკანთაგან: გაარჩივნა: გააბლიკნა: გონიერნი: გაამაღლნა: სულნი: მათნი: მოირკინა: ერთმანეთსა: ეზიარნეს: რამანცაღა: ჩამოდრიკნა:

1806. მითქვამს: და: კვლავ: ვსთქვა: სოფლისა: სიცრუვე: კვლა: და: კვლადობა: იგი: გარდახდეს: გაისმა: ოდენ: ამბავი: მათობა: სადაა: კბილთა: სითეთრე: ანუ: ღაწვთაღა: ნათობა: მტვერად: შექმნილა: წაუხდა: მათ: მათი: ხასიათობა:

აქა სიკვდილი ტარიელისა და ავთანდილისა და ცოლთა მათთა:

1807. რადგან: სწორად: გარდახდების: ავი: ანუ: ჯარგი: ვინ: ა: მაშ: წამი: ერთ: რა: ვის: გავა: გარეთ: იყოს: თუნდა: შინა აქათ: ბარგსა: რასა: ვზიდავთ: აწვე: წასვლა: სხვაგან: გვინა: საკაცე: და: თუნდა: ტახტი: სწორიაო: ბრძენთა: წინა

1808. ამა: ჩემსა: გაზრახულსა: იკითხიდეს: ანუ: წერდეს: ფუ: მას: კაცსა: რომელიცა: სოფლისაგან: არ: შესჯერდეს ტარიელ: და: ცოლი: მისი: სიბერითა: გაუშვებდეს: დაყვნეს: წელნი: ოთხმეოცნი: დაბრმეს: დაღრკეს: დაცაბერდეს

1809. ერთი: ყმა: და: ერთი: ქალი: მართ: მათნივე: შესაფერნი: ღმერთმან: მისცნა: ესე: შვილად: საჭვრეტელად: შვენიერნი ელვანი: და: შვენებანი: მათგან: ჰქონდეს: მათ: მიერნი: მსგავსნი: მგზავსსა: წარმოშობენ: ციერნი: და: მიწიერნი