... (H-599), 1646 წ.

1771. მოვიდა: გააშვებინა: დიდი: ხვარაზმთა: მფლობელი: ცხენი: მოგვარეს: და: წყნარად: შესვა: მართ: ვითა: მხმობელი: მოვიდეს: მისნი: ძმადფიცნი: მოლოცვა: წარმომთხრობელი: აწ: აღარავის: მივკლავ: მეფეა: წარმართებული:

1772. დაბრუნდეს: გამარჯვებულნი: ჩამოხდეს: ჩრდილთა: ხეთასა: ტურფათა: რასმე: ბაღთასა: ყოლ: არ: კატართა: ტყეთასა: მათ: ნაომართა: ჰშვენოდა: მჯობსა: მჯობთა: ყოველთა: მხნეთასა: თქვეს: თუ: ვაჯობოთ: ესე: დღე: მეტად: ყოველთა: დღეთასა:

1773. მოისვენეს: მაშვრალთა: აბჯრითა: ტანსა: ახდითა: ერთობა: სმა: სიმღერითა: სოფლისა: ველთა: დახდითა: მათი: მებრძოლი: მას: დღესა: მკვდრად: ჩნდა: არმისა: წახდითა: ხვარაზმშაჰ: იჯდა: ფერხითა: მგზავსად: ფერისა: დახდითა:

1774. დილასა: ფრიდონ: ავთანდილ: და: სხხათა: სპათა: თავნია: ტარიელისსა: მოვიდეს: დახვდეს: ლაშქარნი: შავნია: აწ: მათგან: სამოციქულოდ: კაცი: ჩანს: შენაგზავნია: შესთვალეს: ღმერთმან: პატივგცა: ტყვედ: გყვანან: შენნი: მავნია:

1775. ვინათგან: ღმერთმან: პატივი: ეგზომი: დაგდვა: დიდებით: გმართებს: რომ: იყო: საღმრთოსა: საქმესა: ზედა: რიდებით: აწ: შენ: რადმცა: ჰქენ: ეგ: საქმე: პირველსა: ზედა: მიდებით: პირი: აიღეთ: გაუშვით: ხვარაზმშას: ამოდ: მშვიდებით:

1776. ტარიელ: გასცა: პასუხი: მეტად: წყნარი: და: მჭევრები: ღ~თისაგან: მე: მჭირს: წყალობა: და: თქვენგან: დიდი: ბევრები: აწ: სამჯერ: თქვენგან: დადგმულა: ჩემთვის: შუბისა: ტევრები: დარჩეს: გაუშვით: ხვარაზმშა: აგრევ: თავადი: ბევრები:

1777. შევიდეს: ნახეს: ტარიელ: და: მადლსა: გარდაიხდიდეს: მერმე: ადგეს: და: ხვარაზმშა: სად: იყო: მუნა: მივიდეს: უსალამეს: მათ: ორთავე: თავისთავის: მოიმშვიდესა: გვერდსა: დაუსხდეს: ნაკრავთა: უქებდეს: და: გაიცდიდესა:

1778. მერმე: ჰკადრეს: ჰე: ხვარაზმშა: ხელმწიფეო: ბედნიერო: მორჭმულო: და: თვითმპყრობელი: ზნეუკლებო: გონიერო: მიკვირს: რაცა: თქვენ: გიქნია: პირველ: კაცო: მეცნიერო: რად: აშვილეთ: შვილი: თქვენი: ყოვლით: ზნითა: შვენიერი:

1779. თუ: გასმიოდა: ტარიელ: ნახვითა: ანუ: სმენითა: მემკვიდრე: სადმე: არისო: რად: არა: მოიხენი: თა: აწ: გარდაუშვით: პირველი: სისხლი: პირითა: ჩვენითა: აქათ: წადით: და: მეფობით: ბრძნითა: გონება: ენითა:

1780. ხვარაზმშა: წყნარი: სიტყვები: თქვნა: ბრძენთა: სწავლა: რიგისა: პირველად: ქება: ავთანდილს: და: ნურადინს: მიუგისა: მე: თქვენი: ქება: ვითა: ვთქვა: ბუდე: ვარ: აწ: აუგისა: მკლავს: სირცხვილისა: ლახვარი: ბასრისა: შუბ: დაუგისა:

1781. ოდეს: ძე: ჩემი: ეთხოვა: სასიძოდ: ინდოთ: მეფესა: მაშინ: არსით: არ: ვიცნობდით: ტარიელს: სისხლთა: მჩქეფესა: უმკვიდროდ: ყოფა: ეწერა: მას: წიგნსა: მათსა: სეფესა: ამად: ვერ: მივხვდი: მიგმობდით: ჭკვასა: დანაყეფესა:

1782. მართებდა: თუმცა: ტარიელს: ებრძანა: ჩემთვის: კაცითა: მართ: ერთხელ: თუმცა: ეგრეცა: არ: მრავლად: კვლა: და: კვლაცითა: მე: ვარ: მემკვიდრე: პატრონი: მე: მმართებს: ღ~თითა: და: ცითა: ნუ: მოსცემ: შვილსა: თვარ: დავხვდე: რაზმითა: ცემა: ტკაცითა:

1783. თუ: მაშინ: არ: დამეშალა: თქვენ: უმართლე: ხართ: მდურვასა: მე: თავსაცავე: ვაბრალობ: მას: საშინელსა: ურვასა: მაგრა: უმეცრად: ჩავიჭერ: ცრემლთა: მორვისა: ცურვასა: ამად: ვერავინ: დამიშლის: გულსა: სისხლისა: წურვასა:

1784. ეს: ასრე: იყო: რაც: გკადრე: თქვენცა: გასმოდეს: მგონია: თვარ: გაიკითხენ: ინდონი: გკადრებენ: უშმაგონია: ავთანდილ: ჰკადრა: მეფეო: ესე: ვერ: გაგიგონია: მაგისთანანი: სიტყვანი: აწ: არად: სავარგონია:

1785. თავმან: თქვენმან: თუ: მოგვისმენ: ამას: გკადრებთ: დაუცდომლად: სჯობს: წახვიდეთ: ტახტსა: თქვენსა: იყვნეთ: სისხლთა: დამთმო: მჯდომლად: არა: გაკლდეს: დიდებისა: ხელი: ცათა: შეუცთომლად: შენდობა: ხამს: რადგან: ადამ: აღარ: დარჩა: შეუნდობლად:

1786. ხვარაზმშა: ბრძანებს: ვინათგან: თქვენ: გწადს: აგრე: ვქნათ: ვით: ბრძანეთ: მაგრა: ნახეთ: რა: ძნელია: ესე: კარგად: გაიგონეთ: წინაშე: ვარ: გარდაუშვებ: რადგან: ასრე: მიზაბუნეთ: შემაკითხეთ: სპათა: ჩემთა: თარას: გვერდსა: შემაგონეთ:

1787. ადგეს: ფრიდონ: და: ავთანდილ: ტარიას: გამოეზრახნეს: ხვარაზმშას: სიტყვა: ყოველი: წყნარად: თქვეს: არ: დაიზახნეს: თარა: ვაზირსა: უხმობთო: ვინ: ბრძენთა: გამოესახნეს: მიდგეს: ფრიდონ: და: ავთანდილ: სიგანთა: არ: უვაგლახნეს:

1788. შიგნით: შეჰყივლეს: ისმინეთ: ჩვენი: ხმა: თქვენთვის: ზარისა: თარა: ვაზირი: გარდმოდგეს: სახასო: ბრძენთა: თავისა: ხვარაზმშა: ბრძანებს: ნახვა: სწადს: შენი: არ: ჭკვად: ავისა: გამოდი: ჩვენ: გამოგინდობთ: არ: მიზდი: გინდა: ნავისა:

1789. გამოვიდა: თარა: ბრძენი: პლატონისა: დიდად: დარი: ხვარაზმელის: მართ: ნახვისა: ღმრთისა: ხვეწით: მემუდარი: რა: ხელმწიფე: მისი: ნახა: მუნ: გაცოცხლდა: ვითა: მკვდარი: თქვა: თუ: ღმერთო: კურთხეულ: ხარ: აღარ: ვნახე: სასუდარი:

1790. თაყვანი: სცა: მერმე: ყელსა: მოეხვივა: თარა: ბრძენი: მოახსენა: ღმერთო: რა: ვთქვა: მადლთა: სენთა: მე: სიგრძენი: ამა: ომთა: მოარჩინენ: არ: უობლენ: წვრილნი: ძენი: რა: მადლი: ვთქვა: რომ: ასეთნი: წყალობანი: მიბოძენი: