... (H-599), 1646 წ.

1810. დღენი: მათნი: წაიარეს: დაბერდეს: და: დაუძლურდეს ტარიელის: ლომნი: მკლავნი: მეტად: გაუუსუსურდეს ბედისაგან: მადრიელნი: სოფელსავე: მოემდურეს სოფლისაგან: გაბჭობათა: ბრძენთა: წიგნი: დადასტურეს

1811. სოფელს: მყოფსა: ყველაკასა: ესე: არვის: არ: ასცილ: დეს.: მათ: სოფლისა: შვენებათა: წყალ: ჯავარი: გაუწბილდეს: მიჯნურობა: გაუსუსტდა: გონებანი: გაულბილდეს სიყვარული: გააცივეს: გონებანი: გაურბოდნეს

1812. ავთანდილ: და: ცოლმან: მისმან: დაყვნეს: წელნი: სამოც: ათნი ღმერთმან: მისცნა: ორნი: ძენი: სიტურფითა: მგზავსი: მათნი გაუნდოვდეს: საჭვრეტელად: ბროლ: ბალახშნი: მინა: სათნი სიბერემან: გაუცუდნა: მათ: გლახ: მათნი: ხასიათნი

1813. ეს: ამბავი: დარჩომოდა: სარგის: ლექსთა: შეუწყობლად: აგრევ: თმოგვი: თმოგველთაგან: შესავლითურთ: დარჩა: ობლად ესე: სიტყვა: მოახსენეს: ვინ: ჩანს: გმირთა: რაზმთა: მწყობლად: მიბრძანა: თუ: ლექსად: თქვიო: მჭევრ: ქართულად: დაუშრობლად

1814. ერთმანერთისა: მეშველთა: მებრძოლი: იმაჯანიან ორთავე: მტერი: მოყვარედ: მათ: წინა: მოიყვანიან მათთა: ურჩთა: და: შემკადრთა: მიწები: უაკვანიან: ორგულთა: მკლავნი: შემუსრნეს: ერთგულთა: აგულვანიან

აქა ფრიდონისაგან მოსვლა და ორთავე მოთქმა და ტირილი:

1815. მოვიდა: ფრიდონ: ტირილით: ზახილით: თავსა: მცემელი: იხოჭს: და: იგლეჯს: და: მოსთქვამს: არ: უნდა: გარდამცემელი: მოიღო: მეტად: დიადი: გლახაკთა: მისაცემელი: უნდოდა: თუმცა: ეშოვნა: ლახვარი: დასაცემელი:

1816. ტაგრუცსა: მიჯდა: მოსთქმიდა: ხმითა: მით: შვენიერითა: იგლეჯდა: თეთრსა: თმა: წვერსა: გაყრის: ბროლისა: ჭერითა: მაღლა: იზახდა: ვაგლახსა: ტირილით: არ: სიმღერითა: მართ: წმინდად: გაგლეჯილიყო: ერთობ: თმითა: და: წვერითა:

1817. თქვნა: მეტად: კარგი: სიტყვანი: ფილასოფოსთა: ცნობასა: რომე: ხორხითა: იტყოდა: მგზავსი: დავითის: ძნობითა: მე: გლახ: ვით: მოვჰთქვა: სიკეთე: თქვენისა: ცხენოსნობისა: ან: ვით: მოვთვალო: მოკლული: თქვენისა: მშვილდოსნობისა:

1818. რაზმთა: მლეწელნო: ყოველთა: მებრძოლთა: თქვენთა: მძლეველნო: კვლავ: ასპარეზად: ტურფანო: უსწოროდ: დამნაძლეველნო: თქვენ: ვისცა: შველა: უბრძანით: უცხონო: შესაძლეველნო: აწ: ცრემლთა: ჩემთა: დენასა: ხამს: თუ: ვით: გაუძლე: ველნო:

1819. თქვენებრ: ტახტსა: ვის: დაჯდების: ვინ: მოკაზმავს: სრასა: სრულად: ან: ნადიმსა: ვინ: გარდიხდის: ზნეუკლებსა: ჯავარსრულად: ვითამც: დავრჩი: მე: უთქვენოდ: ვიგონებდე: ამას: რულად: ცოცხალი: მე: არ: ვიქნები: გაკიცხული: გაბასრულად:

1820. თინათინს: ნესტანდარეჯანს: ვით: მოეთქვნა: სინაზენი: ტანი: მჭევრი: ალვის: მორჩი: პირი: მჭვრეტთა: ამაზრზენი: ბროლ: ბალახში: ლალ: გიშერი: მარგალიტთა: შენათხზენი: საუბარი: სიტყვა: ტკბილი: ვერ: მჭვრეტელთა: ამაზრზენი:

1821. ფრიდონ: მოსთქმიდა: ოთხთავე: ორთა: და: ორთა: ტიროდა: მაღლად: იზახდა: ვაგლახსა: მართ: ვითა: ლომი: ყვიროდა: თქვენის: პირისა: ჯავარი: აღარა: ლალდ: ჭვიროდა: იტყვის: თუ: მოვკვდე: რა: მგამა: რადგან: დამაგდე: გმირო: და:

1822. ნურადინ: ფრიდონ: მოსთქმიდა: ორთავე: მისთა: ძმობილთა: უქებს: სიუხვე: ჯავარსა: ძოწ: მარგალიტთა: წყობილთა: სისხლისა: ცრემლთა: ადენდა: უკლებთა: დაუშრობილთა: ავსებდა: სიბრალულითა: ყოველთა: მუნ: შესწრობილთა:

1823. თინათინ: ნესტან: დარეჯანს: კვლავ: მოუთქვნა: სინაზეენი: პირი: მზისა: უნათლესი: თმა: გიშერი: ვითა: ტევრნი: აწ: ვაგლახ: მე: ვით: დამალეთ: შუქთა: სხივნი: ბევრის: ბევნი: ჰი: ჰი: ჩემთვის: მოიწივნა: საშინელნი: მოსაწევრნი:

1824. ამისთანათა: სიტყვათა: გრძლად: და: გულ: მდუღრად: ტიროდა: მერმე: ადგა: და: ქვანიცა: ტიროდეს: ასრე: სულთქმიდა: ტაგრუცსა: გაესალამა: ტანსა: ძაძასა: იცმიდა: თავსა: ნაცარსა: იყრიდა: არა: გვირგვინსა: ირქმიდა:

1825. შინა: მოვიდა: ფრიდონცა: მოკვდა: მათისა: სევდითა: მათს: უკან: აღარ: ვარგიყო: არცა: კარგისა: ბედითა;: თვალნი: დაუდგა: ბედ: კრულსა: საგონებლითა: მეტითა: ნურადინ: იყო: მორჭმული: ლარ: საქონლითა: დიდითა.:

1826. გასრულდა: მათი: ამბავი: ვითა: სიზმარი: ღამისა: გარდახდეს: გავლეს: სოფელი: ნახეთ: სიმუხთლე: ჟამისა: ვის: გრძლად: გგონია: მისთვისცა: არის: ერთისა: წამისა: ვსწერ: ვინმე: მესხი: მელექსე: მე: რუსთველისად: ამისა:

1827. ქართველთა: ღმრთისა: დავითის: ვის: მზე: მსახურებს: სარებლად: ესე: ამბავი: გავლექსე: მე: მათად: საკამათებლად: ვინ: არის: აღმოსავლეთით: დასავლეთს: ზართა: მარებლად: ორგულთა: მათთა: დამწველად: ერთგულთა: დამამაგრებლად:

1828. მე: ვთქვი: ქება: თამარისა: და: ხმელთა: შინა: მნათისა: ვთქვი: მათი: ქება: მიზეზად: მქონდა: ქებისა: მათისა: რომანულისა: თვალისა: მის: ბრილისა: და: სათისა: მემცა: ვით: მექო: ვერ: აქებს: თუ: შეკრბენ: ბრძენნი: ათისა: