ვეფხისტყაოსანი (Q-483), XIX ს.

1544. ქაჯეთს ერთხელ მეც ვყოფილვარ ნახავთ თქვენცა გემაგრების ყოვლგნით კლდეა გარეშემო მტერი ვერა მოადგების თუ იდუმალ არ შეუვალთ ცხადად შებმა არ ეგების მით ლაშქარი არად გვინდა რაზმი მალვით ვერ მოგვყვების

1545. იგინიცა დაემოწმნეს ამა მისსა ნაუბარსა მუნ დააგდეს ქალი ასმათ ფრიდონ მისცემს საჩუქარსა თვით სამასსა ცხენოსანსა წაიტანდეს გმირთა დარსა ბოლოდ ღმერთი გაუმარჯვებს ყოვლსა პირველ შენაზარსა

1546. ზღვა გაიარეს სამთავე ერთგან ძმად შეფიცებულთა ფრიდონ გზა იცის იარეს დღისით და ღამით რებულთა ფრიდონ თქვა ვახლავთ არეთა ჩვენ ქაჯეთს მიახლებულთა აქათგან ღამით ვლა გვინდა მით არას გამჟღავნებულთა

1547. ამა ფრიდონის თათბირთა სამნივე ერთგან ზმიდიან რა გაუთენდის დადგიან და ღამით ფიცხლა ვლიდიან მივიდეს აჩნდა ქალაქი მცველთა ვერ დასთვალვიდიან გარე კლდე იყო გუშაგთა ხმა ჯარვით გაადიდიან

1548. ყოვლგნით მრგვალი შეუვალი არსით იყო ყოლა პირი სამთა კართა ცხრა ათასი ზედა სცვიდა მოყმე გმირი შუა ციხე ამართული კლდე კეკლუცი არ დუხჭირი გვირაბითა შესავალი ახვრეტილი ვითა სტვირი

თათბირი ნურადინფრიდონისა

1549. ფრიდონ თქვა ვიტყვი სიტყვასა ვეჭვ ჩემი არ დამცდარია ჩვენ ცოტანი ვართ ქალაქი დიდთაგან საომარია პირისპირ ომი არ ძალგვაქვს არჟამი საკვეხარია ათას წელ ვერსით შეუვალთ თუ ზედ დაგვიხშან კარია

1550. ჩემსა სიმცროსსა გამზრდელნი სამუშაითოდ მზრდიდიან მასწავლნეს მათი საქმენი მახლტუნებდიან მწვრთიდიან ასრე გავიდა საბელსა რომ თვალნი ვერ მომკიდიან ვინცა მჭვრეტდიან ყმაწვილნი იგიცა ინატრიდიან

1551. აწ ვინცა ვიცით უკეთუ შეტყორცა საგდებელისა მან ერთსა ბურჯსა გარდვაგდოთ წვერი საბლისა გრძელისა მას ზედა გავლა ადვილად მიჩანს მართ ვითა ველისა თქვენ ჭირად გაყო შიგანთა პოვნა კაცისა მრთელისა

1552. აბჯრითა გავლა არად მიჩს ჭირად გატანა ფარისა შიგან ჩავხტები კისკასად ვეცემი მსგავსად ქარისა ლაშქართა დავჰხოც გავახვამ ნახოთ გაღება კარისა თქვენცა მუნ მოდით სადაცა გესმას ზრიალი ზარისა

თათბირი ავთანდილისა

1553. ავთანდილ უთხრა ჰე ფრიდონ მოყვასნი ვერ გიჩივიან ლომთა მკვლელთაგან იმედი გაქვ არა წყლულნი გტკივიან სთათბირობ ძნელთა თათბირთა მტერთა ივაგლახივიან მაგრა თუ გესმის გუშაგნი რა ახლოახლო ყივიან

1554. რა გახვიოდე გუშაგთა ესმას აბჯრისა ჩხერება გიგრძნობენ თოკსა მოკვეთენ ამისი ხამს დაჯერება წაგიხდეს ცუდად ყველაი დაგრჩეს ცუდიღა ფერება ეგე თათბირი არ ვარგა სხვაებრ ვქნათ თავის ტერება

1555. სჯობს დადეგით დამალულნი თქვენ ადგილსა იდუმალსა ისი კაცნი არ იჭირვენ მგზავრსა ქალაქს შემავალსა სავაჭროდა მოვეკაზმი ვიქ საქმესა მე მუხთალსა ერთსა ჯორსა გარდავჰკიდებ მუზარადსა ჯაჭვსა ხრმალსა

1556. სამთავე შესვლა არ ვარგა თუ გვიგრძნან არს სათუები მე მარტო შევალ ვაჭრულად და კარგად შევეტყუები მალვით ჩავიცვამ აბჯარსა გავჩნდები გავეცრუები ღ~თნ ქნას უხვად ვადინო შიგნით სისხლისა რუები

1557. შიგნითა მცველთა მოვიცლი მე უნახავად ჭირისად თქვენ გარეთ კართა ეცენით ყოველნი მსგავსად გმირისად კლიტეთა დავლეწ გავახვამ ნახოთ გაღება კარისად თუ რა სხვა გვიჯბს თქვენ ბრძანეთ ვარ მრჩევლად ამა პირისად

თათბირი ტარიელისა

1558. ტარიელ უთხრა მე თქვენი ვცან გმირთა მეტი გმირობა თქვენსა ძალგულსა თქვენივე ჰგავს თათბირობა პირობა ვიცი გწადს ომი ფიცხელი არ ცუდი რხმალთა ღირობა კაციმცა მაშინ თქვენ გახლავს რა ომმან ქნას გაჭირობა

1559. მაგრა იყვენით ჩემთვისცა საქმისა რასმე რჩევითა ხმა ესმას ჩემსა ხელმქმნელსა ზედა გარდმოდგეს მზე ვითა თქვენ გქონდეს ომი ფიცხელი უომრად მნახოს მე ვითა ესე მე დამსვრის ნუ უბნობთ სიტყვითა თქვენ სათნევითა

1560. მაგა თათბირსა ესე სჯობს ვქმნათ ჩემი მონახსენები გავიყოთ კაცი ას ასი რა ღამე ჩნდეს ნათენები სამთავე სამგნით მივმართოთ ფიცხლად დავსხლიტოთ ცხენები მოგვეგებვიან ვემცრობით ჩვენ ხრმალსა მივსცემთ მძლედ ნები