ვეფხისტყაოსანი (Q-483), XIX ს.

1600. ტარელ ფატმანს უბრძანა მე თავი შენი მიდია დავ გული შენი ჩემზედა გარდაუხდელი დიდია აწ რაცა ქაჯთა საჭურჭლე ქაჯეთით ამიკიდია მომიცემია წაიღე არ კიდე მომიყიდია

1601. ფატმან ხათუნ თაყვანის სცა კადრებს მადლსა მეტის მეტსა მე მეფეო შენი ნახვა მიდებს ცეცხლსა დაუშრეტსა რა მოგშორდე რა ვიქნები მე დამაგდებ ვითა რეტსა ახ ნეტარძი მოახლეთა ვაგლახ თქვენსა ვერა მჭვრეტსა

1602. ზღვათა მეფესა ეტყვიან ორნივე შუქთა მაფენი კბილნი ბროლნი და ბაგენი სადაფთა მოსადაფენი უთქვენოდ მყოფსა არ გვინდან ნიშანნი საჩანგდაფენი მაგრა გაგვიშვენ ჟამია წავიდეთ ვართ მოსწრაფენი

1603. შენ იყავ ჩვენი მშობელი ჩვენგან საესავიო მაგრა ამასცა ვიაჯით გვიბოძოთ ერთი ნავიო მეფემან ბრძანა არა მშურს სამიწოდ თქვენად თავიო რადგან ისწრაფი რა გკადრო წა გიწინამძღვრდეს მკლავიო

1604. მეფემან ნავიხომალდი მოკაზმა ზღვისა კიდესა გამოემართა ტარიელ გამყრელნი ცრემლსა ღვრიდესა თავსა იცემდეს იგლეჯდეს თმაწვერსა გაიყრიდესა ფატმანის ცრემლთა შედენით თვით ზღვაცა გაადიდესა

ტარიელისაგან ფრიდონისას მისვლა ნესტანდარეჯანითურთ

1605. გამოვლნეს ზღვანი სამთავე ერთგან ძმად შენაფიცართა კვლა ამტკიცებდეს სიტყვათა მათ პირველ დანამტკიცართა შვენის მღერა და სიცილი მათ მისთა არუვიცართა ბაგეთათ შუქი შეადგის ზედან ბროლისა ფიცართა

1606. მუნით კაცი ასმათს თანა მათ გაგზავნეს მახარობლად კვლა ფრიდონის თავადთასა ნაომართა მათთა მთხრობლად მანდა მოვა მოიმაღლებს მზე მნათობთა მამაგრობლად ჩვენ დამზრალნი აქანამდის აწ გავხედით დაუზრობლად

1607. იგი მზე შესვეს კუბოსა იარეს გზა ზღვის პირისა მიყმაწვილობდეს უხარის მათ გარდახდომა ჭირისა მივიდეს სადა ქვეყანა იყო ნურადინ გმირისა მოეგებნიან ისმოდის ხმა სიმღერისა ხშირისა

1608. მუნ მიეგება ყოველი ფრიდონის დიდებულები ასმათი სავსე ლხინითა ვის აღარ აჩნდა წყლულები ნესტანდარიჯს ზედ მოიჭდნვა რომე ვერ გახსნის ცულები აწ გაუსრულა ყოველი მან მისი ნაერთგულები

1609. ნესტანდარეჯან ეხვევის პირსა აკოცებს პირითა უბრძანა ჩემო ვაგლახ მე შენცა აგავსე ჭირითა აწ ღ~თნ მოგვცა წყალობა ვცან მისი არსიძვირითა მე გულსა შენსა ეზომსა არ ვიცი გარდვიხდი რითა

1610. ასმათ კადრა მადლი ღ~თსა ვარდნი ვნახენ არდაზრულნი ბოლოდ ასრე გააცხადნა გონებამან დაფარულნი სიკვდილიცა სიცოცხლედ მიჩს ოდეს გნახენ მხიარულნი სჯობან ყოვლთა მოყვარულთა პატრონყმანი მოყვარულნი

1611. დიდებულთა თაყვანის სცეს მოახსენეს დიდი ქება რომე ღ~თნ გაგვახარნა კურთხეულა მისი ღმრთება ჩვენ გვიჩვენნა პირი თქვენი აღარა გვწვავს ცეცხლთა დება წყლულსა მისგან დაკოდილსა მასვე ძალუც განკურნება

1612. მოვიდეს და პირი ხელსა დასდვეს აგრე გარდაჰკოცნეს მეფე ეტყვისძმათა თქვენთა თავნი ჩვენთვის დაიხოცნეს იგი შვებას საუკუნო ცხადად პოვეს არ იოცნეს ერთსა მიხვდეს საზიაროდ დიდებანი იასოცნეს

1613. თუმცა მე მათი დახოცა მტკივის და სატკივარია მაგრა მათ მიხვდა უკვდავი მუნ დიდი საჩუქვარია ესე თქვა ნელად ატირდა და წვიმა თოვლსა არია ნარგისთათ იძვრის ბორიო ვარდსა ზრავს იანვარია

1614. მუნ ატირდეს ყველაკანი რა ტირილად იგი ნახეს რაცა ვისცა დაჰკლებოდა მათ ტირილით სულთქმით ახეს დადუმდეს და მოახსენეს რათგან ბრძენთა მზეებრ გსახეს თქვენთა მჭვრეტთა მღერა ჰმართებს რასათვისმცა ივაგლახეს

1615. ვინ ღირსა თქვენგან ეგზომსა ტირილსა შეჭირვებასა თქვენთვის სიკვდილი დია სჯობს მიწათა ზედა რებასა კვლა ფრიდონ ჰკადრა მეფესა ნურათ იქთ გამწარებასა ღმერთიმცა მუქფად მოგიზღავს ათასსა გახარებასა

1616. ავთანდილცა მიუმტკივნა იტყვის დიდსა სიმძიმილსა მათ შეასხეს ქება უთხრეს თავნი მივსცნეთ აწ ღიმილსა რადგან მიხვდა დაკარგული ლომი მზესა წახდომილსა აღარა ვსტირთ სატირალსა აღარ დავსდებთ თვალთა მილსა

1617. მივიდეს სადა ქალაქი დიდი მულღაზანზარია სცემდეს ბუკსა და ტაბლაკსა გახდა ზათქი და ზარია დაბდაბისა და ქოსისა ხმა ტურფად შენათხზარია მოატყდეს მოქალაქენი დააგდეს მუნ ბაზარია

1618. შუკათათ მოდგნეს ვაჭარნი ყოვლგნით მჭვრეტელთა ჯარია შორს უარებდეს სარანგნი ხელთა აქვს მათ აბჯარია მოიჯრებოდეს ჯალაბნი სარანგთა დამსაჯარია მათად საჭვრეტლად მიშვება მუნ მათგან ნააჯარია