ვეფხისტყაოსანი (Q-483), XIX ს.

1505. მიკვირს თუ რად ნამუსად გიჩნს ცრემლნი მიდგიან მორევად მზე პატიმრად გყავს სოფელილ იჭირვის ჩვენდა მორევად ფრიდონ მოვიხმოთ ლომ გულო ძმად ფიცი ჩვენდა სწორევად მან მოგაშველოს ლაშქარი მათ გრძნეულთათვის მორევად

1506. იტყვის თუ ნაქმრად არ ვარგა კაცისა გასწავლილისად აწ რადღა გვმართებს ტირილი ხამს დავსხდეთ ქმნად ღიმილისა ადეგ წავიდეთ საძებრად მის მზისა წახდომილისა ადრე მიგიყვან მიყვანა არს შენგან მონდომილისა

1507. ვითა გვმართებს გახარება პირველ აგრე გავიხარნეთ მერმე შევსხდეთ გავემართნეთ ქაჯეთისკენ თავნი ვარნეთ ხრმალნი ჩვენნი ვიწინამძღვრნეთ მათნი ზურგით დავიყარნეთ უჭირველნი შემოვიქცეთ იგი მძორთა დავადარნეთ

1508. მერმე ტარიელ ამბავსა ჰკითხავს აღარა ბნდებოდა შეხედნის თვალნი აჰმართნის შავთეთრი ელვა ჰკრთებოდა მართ ვითა ლალსა მზისაგან მას ფერი ეზარდებოდა ვინ ღირს ა თუმცა წყალობით ცა მიწყივ მობრუნდებოდა

1509. ავთანდილს მადლი უბრძანა ქნა უყო საუბარისა მე შენი ქება ვითა ვსთქვა ბრძენთაგან საქებარისა ვითა ზემთისა წყარომან მომრწყე ყვავილი ბარისა დამწყვიტე დენა ცრემლისა ნარგისთა ნაგუბარისა

1510. მე ვერა გიყო ნაცვალსა ღმერთი გარდგიხდის ციერი ზეგარდმო მისით შემოგზღოს მუქაფა ჩემმაგიერი შესხდეს და შინა წავიდეს მათ ლხინი ჰქონდა ძლიერი აწ გავეაძღო სოფელმან ასმათ ადრითგან მშიერი

1511. ქვაბისა კარსა ასმათი მარტო ზის არბარგოსანი შეხედნა იცნა ტარიელ თანა ყმა ჭარმაგოსანი ორნივე ტურფად იმღერდეს ვით იადონი მგოსანი მაშინვე იცნა ავარდა მოშლილი პერანგოსანი

1512. აქამდის მიწყივ ენახა ქვაბს მისლვა მოტირალისა აწ გაუკვირდა დანახვა სიცილით მომღერალისა ზარაღებული ავარდა ცნობა უც ვითა მთრვალისა არ იცის სმენა ამბისა ჯერთ მისგან სასურვალისა

1513. მათ რა ნახეს შემოჰყივლეს სიცილით და კბილთა ჩენით ჰე ასმათო მოგვივიდა მოწყალება ღმრთისა ზენით ვპოვეთ მთვარე დაკარგული რაცა გწადდა იგი ვქენით აწ გავხედით ბედისაგან ცეცხლთა შრეტით ჭირთა ლხენით

1514. ავთანდილ ცხენსა გარდახდა ასმათის მოსახვეველად მან მიჰყო ხელი ალვასა შტო მოჰყვა მოსარხეველად ყელსა და პირსა აკოცებს არის ცრემლისა მფრქვეველად რა სცანო რა ჰქენ მიამბე ვტირ შენი მოაჯე ველად

1515. ავთანდილ ასმათს უსტარი მისცა მისისა ზრდილისა ალვისა შტოდამჭნარისა მთვარისა ფერმიხდილისა უთხრა თუ ნახე ნაწერი მის პატიჟგარდახდილისა მზე მოგვეახლა მოგვეცა ჩვენ მოშორვება ჩრდილისა

1516. ასმათ რა ნახა უსტარი ცნა მისი დანაწერობა გაჰკვირდა ზარმან აიღო ათრთოლებს ვითა ხელობა ტერფით თხემამდის გაუხდა მას მეტი საკვირველობა იტყვის რა ვნახე რა მესმის არსცა ამისი მრთელობა

1517. ავთანდილ უთხრა ნუ გეშის ეგე ამბავი მრთელია ლხინი მოგვეცა მოგვშორდა ყოველი ჭირი ძნელია მზე მოგვეახლა უკუნი ჩვენთვის აღარა ბნელია ბოროტსა სძლია კეთილმან არსება მისი გრძელია

1518. ინდოთ მეფე მხიარული ასმათს რასმე უბრძანებდა ერთმანერთსა ეხვეოდეს სიხარული ატირებდა ვარდსა ზედა ყორნის ბოლო ნამსა თხელსა აპკურებდა კაცსა ღმერთი არ გასწირავს თუმცა კაცი შეიგებდა

1519. ღ~თსა მისცეს დიდი მადლი თქვეს გვიყოო რაცა სჯობდა აწყა ვცანით უარესსა პირი თქვენი არ გაჰბრჭობდა ინდოთ მეფე ხელგანპყრობით მხიარული ამას ხმობდა ქვაბს შევიდეს მხიარული ასმათ რასმე მასპინძლობდა

1520. ტარიელ ეტყვის ავთანდილს ისმინე სიტყვა ასები გიამბობ რასმე ამბავსა მოამბვედ ნუ გენასები მე ოდეს ქვაბნი წაუხვენ დავხოცე დევთა დასები მას აქათ მათი აქა ძეს საჭურჭლე ძვირნაფასები

1521. მე აგრე არა მინახავს მართ ვითა არა მდომია მოდი და გავხსნათ შევიგნეთ საჭურჭლე თუ რა ზომია იამა ადგეს ორნივე არცა ქვე ასმათ მჯდომია დალეწეს კარი ორმოცი მათგან არ ზედა ომია

1522. პოვეს საჭურჭლე უსახო კვლა უნახავი თვალისა მუნ იდვა რიყე თვალისა ხელწმიდად განათალისა ჩნდის მარგალიტი ოდენი ბურთისა საბურთალისა ვინმცა ქნა რიცხვი ოქროსა ვერვისგან დანათვალისა

1523. იგი სახლი ორმოცივე შიგან იყო გატენილი პოვეს ერთი ზარადახანა აბჯრისათვის ახლად ქნილი მუნ აბჯარი ყოვლიფერი ასრე იდვა ვითა მწნილი შიგან ერთი კიდობანი დაბეჭდილი არგახსნილი

1524. ზედა ეწერა აქა ძეს აბჯარი საკვირველიო ჯაჭვმუზარადი ალმასი ხმალი ბასრისა მჭრელიო თუ ქაჯნი დევთა შეებნენ დღე იყოს იგი ძნელიო უმისჟამისოდ ვინც გახსნას არის მეფეთა მკვლელიო