ვეფხისტყაოსანი (Q-483), XIX ს.

1657. ფრიდონს უთხრა ვალი შენი ჩემგან ძნელად გარდიხდების მაგრა თქმულაკარგის მქმნელი კაცი ბოლოდ არ წახდების აწ საჭურჭლე რაზომიცა აქა ძეს და ან იდების შენი იყოს ყველაკაი შენ წაიღე ვითა გხვდების

1658. ფრიდონ მდაბლად თაყვანი სცაჰკადრა მადლი მეტისმეტი მე მეფეო რად გგონივარ უჭკუო და აგრე რეტი მტერი ყოვლი ჩალად გიჩანს ვინმცა იყო ვითა კეტი ჩემი ლხინი მუნამდის ა ვირე ვიყო შენი მჭვრეტი

1659. ფრიდონ კაცნი დააბრუნნა მოსასხმელად აქლემისად სახლსა მისსა მისაღებლად მის ყველასა საჭურჭლისად აწ მუნითაც გაემართნეს არაბეთით წავლად გზისად ავთანდილ ა გალეული შესაყრელად მთვარე მზისად

1660. მიხვდეს არაბთა საზღვარსა რა ვლეს მრავალნი ხანები დახვდა სოფლები ციხები ხშირხშირად თანისთანები მუნ შიგა მყოფსა ემოსა ტანსა ლურჯი და მწვანები ავთანდილისთვის ყველაი ცრემლითა არს ნაბანები

1661. ავთანდილ იცნეს გაისმა ხმა მათგან სიხარულისა დაიწყეს ყოვლგნით ლაშქართა ქნა მათკენ სიარულისა თაყვანის სცემდა სიმრავლე სპისა პირ მხიარულისა ქალი ნახიან შვენება თქვიან არს მზისა სრულისა

1662. ტარიელ კაცი გაგზავნა წინაშე როსტან მეფესა შესთვალა გკადრებ მეფეო სურვილთა სიიეფესა მე მოვალ მეფე ინდოთა დარბაზსა თქვენსა სეფესა გიჩვენებ ვარდსა კოკობსა უფრჭვნელსა მოუკრეფესა

1663. მაშინ თქვენ ჩემი გეწყინა ნახვა მიწისა შენისა ცდა შეპყრობისა ავი ჰქმენ შემოტეობა ცხენისა მე შენთა სპათა ვაჩვენე ნიშანი რამე წყენისა დავხოცე მონა მრავალი მსახურნი სრისა თქვენისა

1664. აწ ამად მოვალ წინაშე დავყარენ ჩემნი გზანია შემინდოთ რაცა შეგცოდე ჰქმნნეთ გაწყრომისა კმანია ძღვენი არა მაქვს გვმოწმობენ ფრიდონ და მისნი ყმანია ოდენ ძღვნად თქვენი ავთანდილ მე თქვენთვის მომიტანია

1665. რა მიუვიდა მეფესა მახარობელი ჟამისა ვით გაეხარნეს ვერ იტყვის ენა ერთისა წამისა თინათინს ღაწვთა ემატა ელვა შუქისა სამისა ბროლსა და ლალსა აშვენებს მუნ ჩრდილი წარბწამწამისა

1666. ტაბლაკსა კრეს და გაისმა ხმა მაშინ თქართქარებისა ლაშქარნი რბოდეს მი და მო ქნა სწადდა მათკენ რებისა დაიწყეს მოსხმა ცხენისა მოღება უნაგრებისა შესხდა სიმრავლე მოყმისა მკლავ ფიცხელ გულმაგრებისა

1667. მეფე შეჯდა გაეგებნეს თავადნი და სრულად სპანი ვისმცა ესმის მოვიდიან მას წინაშე სხვაგნით სხვანი ყველაკაი ღ~თსა ჰმადლობს გაამაღლნეს მათნი ხმანი თქვეს ბოროტსა უმყოფოო კეთილნია შენთვის მზანი

1668. რა ერთმანერთი აუჩნდა მიგებულმოსაგებავთა ავთანდილ ეტყვის ტარიელს სიტყვათა დანაზებავთა აგერა ხედავთ მინდორთა მტვერითა შენაღებავთა ამად მედების სახმილი გულსა ეცხელა ებავთა

1669. ისია ჩემი გამზრდელი და თქვენდა მოგებებულა იქი ვერ მივალ მრცხვენიან გულსა სახმილი დებულა ჩემად არაკად სულდგმული კაცი არ გაწბილებულა რასაცა მიზამთ თქვენ იცით ფრიდონ თქვენადვე ხლებულა

1670. ტარიელ უთხრა კარგსა იქ შენ პატრონისა კრძალვასა აწ დადეგ იქი ნუ მიხვალ იქმცა უჩემოდ ხალვასა მე მივალ უთხრობ მეფესა შენგან თავისა მალვასა ვეჭუ ღვთითა ადრე შეგყარო მზესა მას ტანად ალვასა

1671. მუნ დადგა ლომი ავთანდილ დაიდგა მცირე კარავი ნესტანდარეჯან მუნვე დგას იგია მჭვრეტთა მზარავი მისთა წამწამთა ნიავი ქრის ვითა ქარი არავი წავიდა მეფე ინდოთა მისრული მიუპარავი

1672. ფრიდონ წაყვა განაღამცა გავლეს ველი დიდსა ხანსა ცნა მეფემან ტარიელა მარტო მოვა მოხრის ტანსა გარდახდა და თაყვანი სცა მას უკადრსა ლომებრ ჯანსა სდებს პატივსა ინდოთ მეფეს მართ მამისა შესაგვანსა

1673. ტარიელცა თაყვანი სცა მივა კოცნად სასალამოდ მეფე ყელსა აკოცებდა მართ ბაგისა დასაჰამოდ გაკვირვებით ეუბნების არის მისგან სათამამოდ შენ მზე ხარო შენი გაყრა არის დღისა შესაღამოდ

1674. გაეკვირვა მეფე მისსა თვალადობა სიტურფესა პირსა უჭვრეტს გაკვირვებით უქებს მკლავთა სიალფესა კვლა ფრიდონცა უსალამა თაყვანი სცა მან მეფესა მას მეფესა ავთანდილის ნახვისათვის მოსწრაფესა

1675. მეფე ტარიას ქებასა დაჰკრთების დაეღონების ტარიელ ეტყვის მეფეო აწ გული შენ გემონების მიკვირს თუ ეგრე სიკეთე თქვენ ჩემი რად გეგონების რადგან ავთანდილ შენია სხვა რად ვინ მოგეწონების

1676. ნუ გიკვირს მისი ვერ ნახვა და დაყოვნება ხანისა მოდი და დავსხდეთ მეფეო ამოა კორდი მწვანისა გკადრო მიზეზი მისისა თქვენს წინა ვერ მოტანისა ვიაჯ რასმე აწ მმართებს მოთხოვა მე ფარმანისა