ვეფხისტყაოსანი (Q-483), XIX ს.

1447. შენმან მზემან აქანამდის შენ ცოცხალ არ მეგონე ჩემი მეთქვა გარდასრულდა სიცოცხლე და ყოვლი ღონე აწ რა მესმა შემოქმედი ვადიდე და ღ~თსა ვმონე ჩემი ყველა აქამდისი ჭირი ლხინსა შევაწონე

1448. შენი სიცოცხლე მეყოფის ჩემად იმედად გულისად გულისა ერთობ წყლულისა და ასრე დადაგულისად მომიგონებდი გახსოვდე მე შენთვის დაკარგული სად ვზი მზრდელი სიყვარულისა მის ჩემგან დანერგულისად

1449. სხვად ჩემო ჩემი ამბავი ჩემგან არ მოგეწერების ენა დაშვრების მოსმენით არვისგან დაიჯერების ფატმან წამგვარა გრძნეულთა ღმერთიმცა მას ეტერების აწ კვლა ქნა იგი სოფელმან რაცა მას შეეფერების

1450. აწ სოფელმან უარესი ჭირი ჭირსა მომისართა არ დასჯერდა ბედი ჩემი მას პატიჟთა მრავალგვართა კვლაცა მიმცა შესაპყრობლად ქაჯთა ძნელად საომართა ბედმან გვიყო ყველაკაი ჩემო რაცა დაგვემართა

1451. ციხეს ვზი ეგზომ მაღალსა თვალნი ძლივ გარდასწვდებიან გზა გვირაბითა შემოვა მცველნი მუნ ზედა დგებიან დღისით და ღამით მოყმენი ნობათსა არ დასცდებიან მათთა შემბმელთა დაჰხოცენ მართ ცეცხლად მოედებიან

1452. ნუთუ ესენი გეგონნეს სხვათა მებრძოლთა წესითა ნუცა მე მომკლავ ჭირითა ამისგან უარესითა შენ მკვდარსა გნახავ დავიწვი ვითა აბედი კვესითა მოგშორდი დამთმე გულითა კლდისაცა უმაგრესითა

1453. შენ საყვარელო ნუ სჭმუნავ ჭმუნვითა ამისთანითა ჩემი თქვა სხვათა მიხვდების იგი ალვისა ტანითა არამ სიცოცხლე უშენოდ ვარ აქამდისცა ნანითა ან თავსა კლდეთა ჩავიქცევ ანუ მოვიკლავ დანითა

1454. შენმან მზემან უშენოსა ვერვის მიხვდეს მთვარე შენი შენმან მზემან ვერვის მიხვდეს მოცავიდენ სამნი მზენი აქა თავსა გარდავიქცევ ახლოს მახლავს დიდნი კლდენი სული ჩემი შეივედრე ზეცით მომხვდენ ნუთუ ფრთენი

1455. ღ~თსა შენ კადრე ნუთუ კვლა დამხსნა სოფლისა შრომასა ცეცხლსა წყალსა და მიწასა ჰაერთა თანა ძრომასა მომცნეს ფრთენი და აღვფრინდე მივხვდე მას ჩემსა ნდომასა დღისით და ღამით ვხედვიდე მზისა ელვათა კრთომასა

1456. მზე უშენოდ ვერ იქნების რადგან შენ ხარ მისი წილი განაღამცა მას იახელ მისი ეტლი არ თუ წბილი მუნა გნახო მანდვე გსახო განმინათლო გული ჩრდილი თუ სიცოცხლე მწარე მქონდა სიკვდილიმცა მქონდა ტკბილი

1457. მე სიკვდილი აღარ მიმძიმს შემოგვედრებ რადგან სულსა მაგრა შენი სიყვარული ჩავიტანე ჩამრჩა გულსა მომეგონოს მოშორვება მემატების წყლული წყლულსა ნუცა მტირ და ნუცა მიგლოვ ჩემო ჩემსა სიყვარულსა

1458. წადი ინდოეთს მიმართე არგე რა ჩემსა მშობელსა მტერთაგან შეიწრებულსა ყოვლგნით ხელაუპყრობელსა გულსა ალხინე ჩემისა მოშორვებისა მთმობელსა მომიგონებდი მტირალსა შენთვის ცრემლშეუშრობელსა

1459. რაცა ვიჩივლე ბედისა ჩემისა კმა საჩივარად ცან სამართალი მართალი გულისა გულსა მივა რად შენთვის მოვკვდები გავხდები ყორანთა დასახივარად ვირე ცოცხალ ვარ გეყოფი სატირლად და სატკივარად

1460. აჰა ინიშნე ნიშანი შენეულისა რიდისა გარდმიკვეთია ალამი ჩემო ერთისა კიდისა ესეღა დაგრჩეს სანაცვლოდ მის იმედისა დიდისა რისხვით მობრუნდა ბორბალი ჩვენზედა ცისა შვიდისა

1461. ესე წიგნი საყვარელსა მისსა თანა მინაწერი რა დაწერა გარდაკვეთა მათ რიდეთა ერთი წვერი თავმოხდილსა დაუშვენდა სისხო თმათა სიგრძე წვერი ალვისაგან სული მოსდის ყორნის ფრთათათ მონაბერი

1462. ესე სიტყვა მართალია არ ჭრელად და არ ხვასრულად ნესტანდარეჯ ქვიან ქალსა ქართულადცა კვლა სპარსულად თავშიშველი ყაყაჩოსა ჰგავს თუ იყოს ვარდი სრულად ტარიელის გონებითა ალვა მჭკნარად დანასრულად

1463. იგი მონა წამოვიდა გულანშაროს მიმავალი წამერთ მიხდა ფატმანისსა დღე იარა არმრავალი რა ავთანდილს გაუსრულდა საქმე მისი სასურვალი ხელაპყრობით ღ~თსა ჰმადლობს ცნობა სრული არა მთრვალი

1464. ფატმანს უთხრა გამიმართლდა ჟამად საქმე საწადელი დიდი შენი მოჭირვება ჩემგან არის გარდუხდელი წავალ დგომად აღარა მცალს დრო მოსრულა შარშანდელი ფიცხლა ქაჯეთს მოვიყვანო მათი მომსპობამწყვედელი

1465. ხათუნმან უთხრა ჰე ლომო ცეცხლი აწ უფრო ცხელდების მოეშორვების ნათელსა გული ამისთვის ბნელდების ისწრაფე ჩემი ნუ გაგვა ხელი ეგრეცა ხელდების თუ ქაჯნი მოგესწრებიან მუნ მისლვა გაგიძნელდების

1466. ყმამან ფრიდონის მონანი უხმნა მასთანა ხლებულნი უბრძანა მკვდარნი აქამდის აწყა ვართ დაცოცხლებულნი რაცა გვინდოდა მისითა სმენითა გაახლებულნი ჩვენთა მტერთანი გიჩვენნე წყლულნი მით ვაგლახებულნი