ვეფხისტყაოსანი (Q-483), XIX ს.

1619. გადახდეს დაფრიდონისსა სრა ნახეს მოსაწონები გამოეგება მრავალი ოქროს სარტყლითა მონები ფერხთა საფენლად ოქსინო მართ მათგან არს ნაქონები თავსა აყრიდეს ოქროსა ხვეტს ჯარი მუნ ნარონები

ქორწილი ტარიელისა და ნესტანდარეჯანისა ფრიდონისაგან

1620. მათ ქალყმათათვის საჯდომი დაედგა თეთრძოწეული წითელყვითლითა თვალითა ზედა კეკლუცად ფრქვეული ავთანდილისთვის ყვითელი და შავი ერთგან რეული მოვიდეს დასხდეს მჭვრეტელი ვცან მათი სულდალეული

1621. მგოსანნი მოდგეს ისმოდა ხმა სიმღერისა ტკბილისა ქორწილი ქნეს და გამრავლდა ძღვნობა ლარისა ლბილისა ფრიდონის პურად კარგისა არ მასპინძლისა წბილისა ნესტანდარეჯანს უშვენის ღიმილი ჩენა კბილისა

1622. მოიღეს ძღვენი უსახო ფრიდონის არალქატისა ცხრა მარგალიტი სიდიდით მართ ვითა კვერცხი ბატისა კვლა ერთი თვალი სამსგავსო მზისა შუქმონამატისა მას წინა ღამით ძალედვის მხატვარსა ხატვა ხატისა

1623. კვლა უძღვნა თვითო ფარღულიგარდასაყრელი ყელისა მრგვლად დათლილისა თვალისა იაგუნდისა მრთელისა კვლა მოაქვ ერთი ტაბაკი მძლედ საჭირავი ხელისა ავთანდილისთვის ლომისა ძღვენი ფრიდონის ქველისა

1624. იგი ტაბაკი სავსეა მარგალიტითა სხვილითა ავთანდილს უძღვნა ყველაი არა სიტყვითა წბილითა აივსო სახლი სტვირითა და ოქსინოთა ლბილითა ტარიელ მადლი უბრძანა ლაღმან სიტყვითა ტკბილითა

1625. ფრიდონისგან უსაზომო ქორწილია დღესა რვასა ყოვლთა დღეთა მიართმიდეს უფასოსა ძღვენსა მზასა დღე და ღამე არ გასწყვედდის ჩაღანა და ჩანგი ხმასა აჰა მიხვდეს შესაფერნი ყმა ქალსა და ქალი ყმასა

1626. ტარიელ ფრიდონს უბრძანა დღე ერთ სიტყვები გულისა არს გული თქვენი საჩემო უფროსი ძმისა სრულისა არ გემუქფების სიცოცხლე არცა მოცემა სულისა მე თქვენგან ვპოვე მოკვდავმან ჩემი წამალი წყლულისა

1627. ავთანდილისგან შენც იცი ჩემთვის თავისა დადება აწ მე მაქვ ნაცვლად მისისა მოხმარებისა წადება შენ მიდი ჰკითხე რა უნდა მან ქნას ამისი ცხადება ვითა დამივსო სახმილი ეგრე მისიცა კმა დება

1628. უთხრა ძმაო რა გარდიხდის შენგან ჩემსა ჭირახულსა ღმერთი მოგცემს წყალობასა მისგან ზეცით შესახულსა თუ ვერა ვიქ საწადელსა შენსა შენთვის გაზრახულსა არა ვნახავ სახლსა ჩემსა არ დარბაზსა არცა ხულსა

1629. აწ მითხარ ჩემგან რა გინდა ანუ რით მოგეხმარები ვარჩევ წავიდეთ არაბეთს იყავ ჩემიცა მარები ტკბილი სიტყვითა გავმართოთ და ხრმლითა საომარები თუ შენ შენს ცოლსა არ შეგრთავ მე ჩემსა არ ვექმარები

1630. რა ფრიდონ უთხრა ავთანდილს ტარიას მოციქულობა მას გაეცინნეს გაღიმდა ჰშვენოდა მხიარულობა თქვა თუ მეშველი რად მინდა მჭირს არავისგან წყლულობა ჩემი მზე არცა ქაჯთა ჰყავს არცა სჭირს ლხინნაკლულობა

1631. ჩემი მზე ტახტსა ზედა ზის მორჭმული ღმრთისა ნებითა საკრძალავი და უკადრი ლაღი არვისგან ვნებითა არცა რა უმძიმს ქაჯთაგან არცა გრძნეულთა გრძნებითა მას ზედა შველა რად მინდა რად მეჭვ რასაცა თნებითა

1632. რა მოვა ჩემთვის განგება ზეცით მოსრულნი ზენანი ღმერთი იწადებს მომივლენ გულის სახმილთა ლხენანი მაშინღა მომხვდენ მოკვდავსა მზისა ელვათა ფენანი უმისჟამისოდ ცუდია ჩემგან მიდამო რბენანი

1633. მიდი და ჰკადრე ტარიელს პასუხი ჩემგან თხრობილი მადლი რად უნდა მეფეო ხარ რაზომ გინდა ლმობილი ვარ მუცლითგანვე დედისა თქვენად სამონოდ შობილი ღ~თნ მუნამდის მიწა მყოს ვირ მეფე იყო ცნობილი

1634. გებრძანა შეყრა მწადიან საყვარელისა შენისა ეგე არს მსგავსი გულისა ლმობიერისა თქვენისა მუნა მე ხრმალი არ მიკვეთს არცა სივრცელე ენისა მიჯობს მოლოდნა საქმისა მის განგებისა ზენისა

1635. ესეა ჩემი საწადი და ჩემი მოსანდომარე ჰინდოეთს გნახო მორჭმული საჯდომთა ზედა მჯდომარე გვერდსავე გიჯდეს მნათობი პირი ელვათა მკრთომარე მებრძოლნი თქვენნი მოგესრნეს არვინ ჩნდეს მუნ მეომარე

1636. რა გამისრულდენ ესენი ჩემნი გულისა ნებანი მაშინღა მივალ არაბეთს მომხვდენ მის მზისა ხლებანი ოდისცა სწადდეს დამივსნეს ამა ცეცხლისა დებანი სხვა თქვენგან არა არ მინდა მძულან ცუდნიღა თნებანი

1637. რა ფრიდონ ჰკადრა ტარიელს ესე სიტყვანი ყმისანი მან ბრძანა მაგას არა ვიქ ამას არ უნდა მისანი ვითა მან პოვნა მიზეზნი ჩემისა სულთა დგმისანი ეგრევე მანცა სამისოდ ნახნეს ძალგულნი ძმისანი