ვეფხისტყაოსანი (Q-483), XIX ს.

1677. დასხდეს მეფენი მოადგა გარე სიმრავლე რაზმისა ტარიელს პირსა ციმციმი ათქს უნათლესი ბაზმისა ჭვრეტა ახელებს მჭვრეტელთა ყოფა ქცევისა და ზმისა დაუწყო თხრობა მეფესა სიტყვისა ბრძნად ნაკაზმისა

1678. მეფეო თავი მემცრობის მე მისად მოსახსენებლად მაგრამ მოსრული თქვენს წინა ვარ შემომხვეწლად მქენებლად თვით იგი იაჯს რომელიც ჩანს მზეებრ შუქთა მფენებლად ვინ არის ჩემად სინათლედ და ჩემად გამათენებლად

1679. აწ ამას გკადრებთ ორნივე ხვეწით და შემუდარებით ავთანდილ დამდვა წამალი მისგან თავისა დადებით დაჰვიწყდეს რომე პატიჟნი სჭირდეს ჩვენთავე დარებით არ გაწყენ გრძელი ამბავი არს ჩვენგან მიუმხვდარებით

1680. თქვენთა უყვარს ერთმანერთი ქალი მას და იგი ქალსა მით ვიგონებ საბრალოსა მტირალსა და ფერნამკრთალსა მუხლმოყრილი გიაჯები ნუღარ აწვევ იმათ ალსა რომე მისცეთ ქალი შენი მკლავმაგარსა გულფიქალსა

1681. ამის მეტსა არას გკადრებ არ მოკლესა არცა გრძელსა ამოიღო ხელმანდილი მოინასკვა იგი ყელსა ადგა მუხლნი მიუყარნა იაჯების ვითა მზრდელსა გაუკვირდა ყოვლსა კაცსა მის ამბისა მომსმენელსა

1682. რა ტარიელ მუხლმოყრილი ნახა მეფე შეუზარდა შორს უკუდგა თაყვანის სცა ქვე მიწამდის დაუვარდა მოახსენა ხელმწიფეო ლხინი ყოვლი გაუქარდა თქვენმან აგრე სიმდაბლემან ნახვა თქვენი ჩამადარდა

1683. ვით ეგების რაცა გწადდეს რომე კაცი არ მოგთმინდეს ანუ მშურდეს ქალი ჩემი საკლავად და ტყვედცა გინდეს გებრძანამცა სახლით თქვენით ცრემლი არცა მაშინ მდინდეს სხვა მისებრი ვერა პოვოს ცათამდისცა გაცაფრინდეს

1684. მე სიძესა ავთანდილის უკეთესსა ვჰპოვებ ვერა თვით მეფობა ქალსა ჩემსა მივეც აქვს და მას ეფერა ვარდი ახლად იფურჩნების მე ყვავილი დამებერა რამცა ვჰკადრე შეცილება რასაც ოდენ იგი ჯერა

1685. თუ შეგერთო ერთი მონა თქვენთვის არცა მაშინ მშურდა ვინმცა გკადრა შეცილება უშმაგომცა ვით მოგმდურდა თუ ავთანდილ არ მიყვარდა ასრე მისთვის რად მომსურდა დია ღ~თოწინაშე ვარ ესე ჩემგან დადასტურდა

1686. რა ტარიელ მეფისაგან ესე სიტყვა მოისმინა დადრკა მდაბლად ეთაყვანა პირსა ზედან დაეფინა კვლა მეფემან თაყვანი სცა წამორევლო წადგა წინა ერთმანერთი მოიმადლეს მათ ერთსაცა არ ეწყინა

1687. ტარიელ ფრიდონ გაგზავნა მის ყმისა მოსაყვანელად შესთვალამოდი გიბრძანებს იგი შენ ვისად სჩანს ელად ჭირნი გარდახდეს მოგაკლდა ცრემლი ღაწვისა მბანელად ნუღარ ეშიშვი სახმილსა შენი დამწველია ნელად

1688. ფრიდონ შეჯდა ავთანდილის მახარობლად გაექანა ესდენ დიდი სიხარული გაეხარნენ მასცა განა წავიდა და წამოუძღვა მოიყვანა მოჰყვა თანა მაგრა ირცხვის მეფისაგან შუქი ბნელად მოევანა

1689. მეფე ადგა მოეგება ყმა გარდახდა რა მივიდა ხელთა ჰქონდა ხელმანდილი პირსა მითა იფარვიდა მზე ღრუბელსა მოჰფარვოდა ქუშდებოდა ვარდსა ზრვიდა მაგრა მისსა შვენებასა რამცა ვითა დაფარვიდა

1690. მეფე კოცნასა ჰლამობდა აღარა ცრემლნი სდენიან ავთანდილ ფერხთა ეხვევის შუქნი ქვე დაუფენიან უბრძანა ადეგ ნუ ირცხვი შენ ზნენი გამოგჩენიან რადგან მერჩიო ნუ მერცხვი გაე რასაღა გრცხვენიან

1691. მოეხვია გარდაჰკოცნა მან პირისა არემარე დამივსეო ცეცხლი ცხელი მაგრა წყალი არე მარე ვინ გიშერი დააჯოგა და წამწმისა არემა რე გვალე შეგყრი ლომო მზესა თავი მისკენ არე მარე

1692. მეფე ყელსა ეხვეოდა მას ლომსა და ვითა გმირსა ახლოს უზის ეუბნების აკოცებს და უჭვრეტს პირსა იგი მზეა ხელმწიფობა ასრე მიხვდა ვითა ღირსა მაშინღაა ლხინი ამო არის რა გარდიხდის კაცი ჭირსა

1693. ყმა მეფესა მოახსენებს მიკვირს სხვასა რად რას ბრძანებ რად არ გინდა ნახვა მზისა ანუ რადღა აგვიანებ მიეგებვი მხიარული სახლსა თქვენსა მოიყვანებ შემოიმოს შუქთა მისთა ნათლად გარე მოივანებ

1694. ტარიელსცა მოახსენა შესხდეს ქალსა მიეგებნეს მათ სამთავე გოლიათთა მზისა ფერად ღაწვნი ღებნეს მიხვდეს მათსა საწადელსა იგი პოვეს რაცა ძებნეს ხელი ხადეს ხრმალთა მათთა არა ცუდად წელთა ებნეს

1695. მეფემან ქალს უსალამა მან შორით გარდახდომილმან დაუყვნა თვალნი ელვამან მისთა ღაწვთაგან კრთომილმან გამოეგება აკოცა კუბოსა შიგან მჯდომილმან დაუწყო ქება მეფემან თვით ვერას ვერმიხვდომილმან

1696. ეტყვის მზეო ვითა გაქო ნათელო და დარიანო შენთვის ხელნი გონებანი არა ცუდად არიანო მზიანო და მთვარიანო ეტლად რაო და რიანო თქვენ საჭვრეტლად აღარ მინდით არ ვარდნო და არ იანო