ვეფხისტყაოსანი (Q-483), XIX ს.

1485. თუ მოსრულა უღონიოდ შინა ხანსა არ დაზმიდა მინდორს სადმე წავიდოდა მხეცისაებრ ველთა ვლიდა სჯობს თუ შამბშამბ წავიარო იგონებდა იხედვიდა ესე თქვა და მიუქცია მინდორთაკე წამოვიდა

1486. მიაცორვებს და იმღერის მხიარულითა გულითა მართ სახელდებით უყივის ხმითა მით სიხარულითა ცოტაი წავლო გამოჩნდა მზე სინათლითა სრულითა შამბისა პირსა ტარიელ დგას ხრმლითა მომახულითა

1487. ტარიელს ლომი მოეკლა მით რხმალსა სისხლი სცხებოდა შამბისა პირსა ქვეითი დგა ცხენი არა ხლებოდა ყივილი ავთანდილისა ესმოდა ეოცებოდა შეხედნა იცნა გაიქცა მისკენ მირბოდა ხლტებოდა

1488. ხრმალი გასტყორცა ტარიელ მიმართა მისსა ძმობილსა ყმა ცხენისაგან გარდიჭრა გვანდა ეტლისა სწრობილსა მართ ერთმანერთსა აკოცეს ჰგვანან ყელგარდაჭდობილსა ხმა შაქრისფერად გაუხდა ვარდსა ხშირხშირად პობილსა

1489. ტარიელ მოთქვა ტირილით სიტყვა ნატიფი მჭევრები სისხლისა ღვარმან შეღება წითლად გიშრისა ტევრები ალვასა წყარო ცრემლისა მორწყავს ნაკადი ბევრები რადგან შენ გნახე რა მგამა პატიჟი მჭირდეს ბევრები

1490. ტარიელ სტირს და ავთანდილ სიცილით ეუბნებოდა გაღიმდის ძოწი გააპის კბილთაგან ელვა კრთებოდა ეტყოდა ვცანო ამბავი შენ რომე გიამებოდა აწ გაახლდების ყვავილი ვარდი აქამდის ჭნებოდა

1491. ამა ამბავსა გიამბობ არს ჩემგან მონასმინები მასცა მოშორდა საწუთრო ვის ჰგვანდეს ფერად მინები კიდე შემოგხსნის ჯინჯილსა ხელობისათვის ვინ ები კვლა მასვე გიზამს სოფელითუ სჭმუნავ რაცა ინები

1492. ტარიელ უთხრა ჰე ძმაო კმა არს დღეს რაცა მლხენია ყოველი ჩემი სალხინო მინახავს ნახვა შენია სხვად ნუ ყოს ღ~თნ წამალი არცა რა მოგისმენია კაცმანმცა სოფელს ვით პოვა რაცა რა საქმე ზენია

1493. რა ტარიელ არ შესჯერდა ავთანდილცა არ დასწყნარდა მის ამბისა დაყოვნება ვეღარ გასძლო აუჩქარდა გამოიღო რიდე მისი ვინ ბაგეთა ვარდი ვარდა რა ტარიელ ნახა იცნა გამოუღო შემოვარდა

1494. წიგნი და კიდე რიდისა იცნა და გაცაშალა მან პირსა დაიდვა დაეცა ვარდმან ფერითა მკრთალამან სული გაიქცა მოდრიკა თავი გიშრისა ტალამან მისნი ვერ გასძლნეს პატიჟნი ვერ კაენ ვერცა სალამან

1495. ავთანდილ უჭვრეტს ტარიელს უსულოდ ქვემდებარესა შეფრინდა შველად მიმართა მას ტკბილად მოუბარესა ვერა ვერ არგო დამწვარსა სრულად ცეცხლნადებარესა მისთა ნიშანთა სიცოცხლე მართ მისი მიებარესა

1496. ავთანდილ დაჯდა ტირილად ტირს ხმითა შვენიერითა ყორანსა გაგლეჯს ხშირ ხშირად აფრთხობს ბროლისა ჭერია გახეთქა ლალი გათლილი ანდამატისა კვერითა მუნით წყარონი გამოჰხდეს ძოწსა ვამსგავსე ფერია

1497. ტარიელს ეგრე გასულა მზე დასტირს იტყვის ახა ვა ღ~თო ნუ მოკლავ ჯერ ჟამად თქვა ბრალ არს დასამარხავა ნუ გვწვავ ცეცხლითა ცხელითა ნუ გაგვხდი სხვათა მზრახავა სოფელო მოგვეც სიახლე ვისთვის გვაქვს გული მჭმახავი

1498. პირსა იხოკს ღაწვთა სისხლი ჩასდიოდა მისსა მჭვრეტსა რაცა ვქენო არ უქმნია არცა შმაგსა არცა რეტსა წყალი სწრაფით რას დავასხი ცეცხლსა ძნელად დასაშრეტსა ჩქარად ეცეს ვერ გაუძლებს გული ლხინსა მეტისმეტსა

1499. მე მოვკალ ჩემი მოყვარე რა მმართებს გაწბილებულსა თავსა ვაბრალობ საქმესა არ დასუმით გაგონებულსა ცრუ კაცი კარგად ვერა იქს საქმესა გაძნელებულსა თქმულა სიწყნარე გმობილი სჯობს სიჩქარესა ქებულსა

1500. უცნობო ქმნილი ტარიელ ძეს მსგავსად ნატუსალისად ავთანდილ ადგა გამოვლნა შამბნი საძებრად წყალისად მან პოვა სისხლი ლომისა მოაქვს სავსებლად ალისად მკერდსა დაასხა გავეხდა ლაჟვარდი ფერად ლალისად

1501. ავთანდილ მკერდსა დაასხა მას ლომსა სისხლი ლომისა ტარიელ შეკრთა შეიძრა რაზმი ინდოთა ტომისა თვალნი აახვნა მიეცა ძალი ზე წამოჯდომისა ლურჯათ ჩანს შუქი მთვარისა მზისგან შუქნაკრთომისა

1502. ზამთარი ვარდთა გაახმობს ფურცელნი შთამოსცვივიან ზაფხულის მზისა სიახლე დასწვავს გვალვასა სჩივიან მაგრა მას ზედა ბულბულნი ტურფასა ხმასა ჰყივიან სიცხე სწვავს ყინვა დააზრობს წყლულნი ორჯელვე სტკივიან

1503. აგრევე გული კაცისა მოსაგვარებლად ძნელია ჭირსა და ლხინსა ორსავე ზედა მართ ვითა ხელია მიწყივ წყლულდების საწუთრო მისი აროდეს მრთელია იგი მიენდოს სოფელსა ვინცა თავისი მტერია

1504. ტარიელ ნახა ნაწერი კვლაცა მკვლელისა მისისა იკითხავს თუცა აშეთებს კითხვა წიგნისა მისისა დაუყვის ცრემლმან სინათლე ბნელად ჩანს შუქი დღისისა ავთანდილ ადგა დაუწყო თხრობა სიტყვისა მქისისა