ვეფხისტყაოსანი (Q-483), XIX ს.

1638. მიდი უთხარ ჩემაგიერ სიტყვა ჩემგან არ ნათნები მე შენისა გამზრდელისა უნახავად არ დავდგები ვეჭუ მრავალი დამეხოცოს მონა მისგან საყვარლები ვითხოვ ხოლო შენდობასა ეგეთი ღა მოვბრუნდები

1639. ესე უთხარამის მეტსა ჰმოციქულობ ნურას ნუო ხვალე წასლვა არ დავშალო არცა საქმე გავათუო მე არ მიზამს არაბთ მეფე რომე სიტყვა გავაცრუო ამოდ ვსთხოვო ქალი მისი შევეხვეწო შევაგუო

1640. უამბა ფრიდონ ავთანდილს ტარიას მოციქულობა არ დადგებისო ცუდია შენგან ცდისაღა თქმულობა მას დაუმძიმდა მოედვა კვლა გულსა კვამლალმულობა ასრე ხამს რიდი მეფეთა ყმათაგან მოკრძალულობა

1641. ავთანდილ მივა მუხლმოყრით ტარიას შესახვეწელად ფერხთა ეხვევის აკოცებსაღარ შეხედავს ზე წელად ეტყვის კმა რაცა შევსცოდე როსტანს წლეულად მე წელად კვლა ნუ მიქ ერთგულობისა გამტეხლად დაცამლეწელად

1642. რასაცა ჰლამი არ მოგცემს მას ღმრთისა სამართალია გამზრდელსა ჩემსა ვით ვჰკადრო მე საქმე სამუხთალია მე მისთვის ხელი ვით გავსძრა ვინ ჩემთვის ფერნამკრთალია ვით მოიხმაროს მონამან პატრონსა ზედა ხრმალია

1643. ეგე საქმე მე და ჩემსა საყვარელსა შეგვამდურვებს ვაი თუ გაწყრეს გაგულისდეს კუშტი გულსა შეაურვებს ამბავსაცა დამიძვირებს ჭვრეტისათვის მომასურვებს შენდობასა ხორციელი კაცი ვერა დამიურვებს

1644. ტარიელ უთხრა სიცილით მან მზემან შუქნაფენამან ხელი მოჰკიდა ავთანდილს აჰმართა ააყენა მან მიყოო კარგი ყველაი მომართებამან შენამან მაგრა სჯობს შენცა გალხინოს ჩემმან შენითა ლხენამან

1645. დია მძულს მეტი მოყვრისა შიში კრძალვა და რიდობა მძულს გაუწყვედლად კუშტობა და სულმძიმობა დიდობა თუ მოყვარეა გულისა ქნას ჩემკენ მონაზიდობა თვარა მე ჩემდა იგ მისდა დია სჯობს კიდის კიდობა

1646. მე ვიცი გული საშენოდ შენისა საყვარელისა არ ეწყინების სტუმრობა შენისა მე შემყრელისა რადმცა რა ვკადრე მეფესა თხრობა რასაცა ჭრელისა ოდენ ნახვისა მათისა ნატრა მაქვს სანატრელისა

1647. ამას ოდენ მოვახსენებ მუდარით და შეპოვნებით რომე მოგცეს ქალი მისი მან მისითა მოგონებით რადგან ბოლო შეყრავეა სიშორესა ვით ეთნებით დააშვენეთ ერთმანერთი თავისთავის ნუ დასჭკნებით

1648. რა ავთანდილ ტარიასგან ცნა წასლვასა არ დაშლიდა არა ჰკადრა შეცილება საუბარსა ზედა ჰრთვიდა ფრიდონ კაცსა დარჩეულსა სათანაოდ გარდასთვლიდა თანა წაჰყვა განაღამცა მას თანავე გზასა ვლიდა

ტარიელისაგან ქვაბსავე მისვლა მეორედ ნესტანდარეჯანითურთ

1649. ამ საქმესა დაფარულსა ბრძენ დიონოს გააცხადებს ღ~თი კარგსა მოავლინებს და ბოროტსა არ დაბადებს ავსა წამერთ შეამოკლებს კარგსა ხანგრძლად გააკვლადებს თავსა მისსა უკეთესსა უზადო ჰყოფს არ აზადებს

1650. ფრიდონისით გაემართნეს იგი ლომნი იგი მზენი თანა მიჰყავს პირი მზისა ქალი მჭვრეტთა ამაზრზენი ჰკიდავს ბროლსა ყორნის ბოლო დაწყობილი დანათხზენი მუნ ბალახშსა აშვენებდეს სინატიფე სინაზენი

1651. იგი მზე უჯდა კუბოსა და აგრე არონინებდეს მინადირობდეს ნადირსა მუნ სისხლსა დაადინებდეს სადაცა დახვდეს ქვეყანა მჭვრეტელთა მოალხინებდეს მოეგებნიან სძღვნობდიან აქებდეს არ აგინებდეს

1652. მას გვანდეს თუმცა სამყაროს მზე უჯდა შუა მთვარეთა იარნეს დღენი მრავალნი ლაღთა ბრძნად მოუბარეთა შიგან მათ დიდთა მინდორთა ყოვლგნით კაცმიუმცვდარეთა სად ყოფილ იყო ტარიელ მიხვდეს მის კლდისა არეთა

1653. ტარიელ ბრძანა მე მმართებს დღეს თქვენი მასპინძელობა მუნ მივალ სადა ყოფილ ვარ მჭირდა სადამდის ხელობა მუნ გვიმასპინძლოს ასმათმან მას უც ხორცისა ხმელობა მე რომე გიძღვნი ტურფათა აქოთ ლარისა ჭრელობა

1654. მივიდეს შიგან გარდახდეს ქვაბსა მას დიდთა კლდეთასა ასმათს უც ხორცი ირმისა იქს მასპინძლობაკვეთასა ამხანაგობდეს ლაღობდეს წასლვასა მათ საქმეთასა ღ~თსა მადლობდეს შეცვლასა ლხინად ჭირისა დღეთასა

1655. მოიარეს ქვაბოვანი თამაშობდეს მხიარულნი პოვნეს იგი საჭურჭლენი ტარიასგან დაბეჭდულნი ვერცა ვისგან დანათვალნი ვერცა ვისგან შეგებულნი არ იტყვიან თუ არა გვაქვსო იგ ამისთვის გულნაკლულნი

1656. უბოძა ტურფა მრავალი მათ მათი შესადარები კვლა ფრიდონისნი აავსნა სპა ჰყვა თუ სპასალარები აივსო კაცი ყველაი მაშინ მათ თანა ნარები მაგრა ძეს რომე საჭურჭლეჰგვანდა კაცდაუკარები