1423. ჰინდოთ჻ მეფე჻ მხიარული჻ ასმათს჻ რასმე჻ უბრძანებდა჻ ერთმანერთსა჻ ეხვეოდეს჻ სიხარული჻ ატირებდა჻ ვარდსა჻ ზედა჻ ყორნის჻ ბოლო჻ ნამსა჻ თხელსა჻ აპკურებდა჻ კაცსა჻ ღმერთი჻ არ჻ გასწირავს჻ თუცა჻ კაცი჻ შეიგებდა჻
1424. ღმერთსა჻ მისცეს჻ დიდი჻ მადლი჻ თქვეს჻ გვიყოო჻ რაცა჻ სჯობდა჻ აწყა჻ ვცანით჻ უარესსა჻ პირი჻ თქვენი჻ არ჻ გაჰბრჭობდა჻ ჰინდოთ჻ მეფე჻ ხელგანპყრობით჻ მხიარული჻ ამას჻ ხმობდა჻ ქვაბს჻ შევიდეს჻ მხიარული჻ ასმათ჻ რასმე჻ მასპინძლობდა჻
1425. ტარიელ჻ ეტყვის჻ ავთანდილს჻ ისმინე჻ სიტყვა჻ ასები჻ გიამბობ჻ რასმე჻ ამბავსა჻ მოამბვედ჻ ნუ჻ გენასები჻ მე჻ ოდეს჻ ქვაბნი჻ წაუხვენ჻ დავხოცე჻ დევთა჻ დასები჻ მას჻ აქათ჻ მათი჻ აქა჻ ძეს჻ საჭურჭლე჻ ძვირნაფასები჻
1426. მე჻ აგრე჻ არა჻ მინახავს჻ მართ჻ ვითა჻ არა჻ მდომია჻ მოდი჻ და჻ გავხსნათ჻ შევიგნეთ჻ საჭურჭლე჻ თუ჻ რა჻ ზომია჻ ეამა჻ ადგეს჻ ორნივე჻ არცა჻ ქვე჻ ასმათ჻ მჯდომია჻ დალეწეს჻ კარი჻ ორმოცი჻ მათგან჻ არ჻ ზედა჻ ომია჻
1427. პოვეს჻ საჭურჭლე჻ უსახო჻ კვლა჻ უნახავი჻ თვალისა჻ მუნ჻ იდვა჻ რიყე჻ თვალისა჻ ხელწმიდად჻ განათალისა჻ ჩნდის჻ მარგალიტი჻ ოდენი჻ ბურთისა჻ საბურთალისა჻ ვინმცა჻ ქმნა჻ რიცხვი჻ ოქროსა჻ ვერვისგან჻ დანათვალისა჻
1428. იგი჻ სახლი჻ ორმოცივე჻ შიგან჻ იყო჻ გატენილი჻ პოეს჻ ერთი჻ ზარადხანა჻ აბჯრისათვის჻ სახლად჻ ქმნილი჻ მუნ჻ აბჯარი჻ ყოვლიფერი჻ ასრე჻ იდვა჻ ვითა჻ მწნილი჻ შიგან჻ ერთი჻ კიდობანი჻ დაბეჭდილი჻ არგახსნილი჻
1429. ზედა჻ ეწერა჻ აქა჻ ძეს჻ აბჯარი჻ საკვირველიო჻ ჯაჭვმუზარადი჻ ალმასი჻ ხმალი჻ ბასრისა჻ მჭრელიო჻ თუ჻ ქაჯნი჻ დევთა჻ შეებნენ჻ დღე჻ იყოს჻ იგი჻ ძნელიო჻ უმისჟამისოდ჻ ვინც჻ გახსნას჻ არის჻ მეფეთა჻ მკვლელიო჻
1430. კიდობანი჻ გახსნეს჻ პოეს჻ მუნ჻ აბჯარი჻ სამი჻ ტანი჻ რასაცა჻ ვით჻ შეიმოსენ჻ მეომარნი჻ სამნი჻ ყმანი჻ ჯაჭვი჻ ხრმალი჻ მუზარადი჻ საბარკული჻ მათი჻ გვანი჻ ზურმუხტისა჻ ბუდებითა჻ იყვნეს჻ ვითა჻ ლუსკუმანი჻
1431. თვითომან჻ თვითო჻ ჩაიცვეს჻ თავის჻ თავს჻ გამოსცდიდიან჻ ჯაჭვმუზარადსა჻ აბჯარი჻ მართ჻ ვერა჻ ვერ჻ დაჰკიდიან჻ ხმალი჻ რკინისა჻ მოჰკრიან჻ ვით჻ ბამბის჻ მკედსა჻ სჭრიდიან჻ მათ჻ უღირს჻ ყოვლად჻ ქვეყანად჻ შევატყევ჻ არ჻ გაჰყიდიან჻
1432. თქუეს჻ ესე჻ ნიშნად჻ გვეყოფის჻ ვართო჻ კარგითა჻ ბედითა჻ ღმერთმან჻ მოგვხედნა჻ თვალითა჻ ზეგარდმო჻ მონახედითა჻ აიღეს჻ იგი჻ აბჯარი჻ თავის჻ თავისა჻ ქედითა჻ თვითო჻ მათ჻ ერთი჻ ფრიდონის჻ საძღვნობლად჻ შეკრეს჻ ღვედითა჻
1433. ოქროც჻ რამე჻ წაიტანეს჻ მარგალიტი჻ ღარიბები჻ გამოვიდეს჻ გამობეჭდეს჻ ორმოცივე჻ საჭურჭლები჻ ავთანდილ჻ თქვა჻ ამას჻ იქით჻ დავამაგრო჻ ხრმალსა჻ ნები჻ ამას჻ ღამე჻ არსად჻ წავალ჻ რა჻ გათენდეს჻ არ჻ დავდგები჻
1434. აქა჻ მხატვარო჻ დახატე჻ ძმად჻ უმტკიცესად჻ ძმობილნი჻ იგი჻ მიჯნურნი჻ მნათობთა჻ სხვისა჻ ვერვისგან჻ სწრობილნი჻ ორნივე჻ გმირნი჻ მოყმენი჻ მამაცობისა჻ ცნობილნი჻ რა჻ ქაჯეთს჻ მივლენ჻ გასინჯოთ჻ ომი჻ ლახვართა჻ სობილნი჻
1435. რა჻ გათენდა჻ გაემართნეს჻ წაიტანეს჻ ასმათ჻ თანა჻ ნურადინის჻ ქვეყანამდის჻ შეისვიან჻ მათ჻ უკანა჻ მუნ჻ ვაჭარმან჻ ოქროს჻ ფასად჻ ცხენი჻ მისცა჻ არ჻ უძღვანა჻ ავთანდილ჻ კმა჻ ყოლაოზად჻ სხვამცა჻ ვინღა჻ წაიტანა჻
1436. იარეს჻ და჻ ზედან჻ შეჰხდეს჻ ნურადინის჻ მეჯოგეთა჻ ჯოგი჻ ნახეს჻ მოეწონა჻ ფრიდონისთვის჻ იაგეთა჻ მუნ჻ ავთანდილს჻ ჰინდო჻ ეტყვის჻ გაქნევ჻ კარგთა჻ სიშმაგეთა჻ მოდი჻ ფრიდონს჻ გავლაღობნეთ჻ ჯოგსა჻ მისსა჻ მოვადგეთა჻
1437. ჯოგი჻ წაუღოთ჻ მოსრულნი჻ ვესმით჻ ჯოგისა჻ წაღებად჻ გამოემართვის჻ საომრად჻ ველთა჻ სისხლისა჻ დაღებად჻ ანაზდად჻ გვიცნობს჻ გაკრთების჻ გულსა჻ შეელმის჻ დაღებად჻ ამოა჻ კარგი჻ ლაღობა჻ ლაღსა჻ შევეიქს჻ ლაღებად჻
1438. დაუწყეს჻ პყრობა჻ ტაიჭთა჻ ფრიდონის჻ უკეთესებსა჻ მუნ჻ მეჯოგეთა჻ ფანოსი჻ შეექნა჻ ეკრა჻ კვესებსა჻ უყივლეს჻ ვინ჻ ხართ჻ მოყმენო჻ ვინ჻ იქთ჻ საქმესა჻ ზესებსა჻ ჯოგი჻ მისია჻ ვინ჻ მტერსა჻ ჰკრავს჻ ხრმალსა჻ არ჻ აკვნესებსა჻
1439. მათ჻ მშვილდები჻ დაიწვადეს჻ მეჯოგეთა჻ გაეკიდნეს჻ მეჯოგენი჻ მიიზახდეს჻ ხმანი჻ მათნი჻ გაადიდნეს჻ გვიშველეთო჻ გვიშველეთო჻ მეკობრეთა჻ ამოგვწყვიდნეს჻ ხმა჻ შეიქმნა჻ შეიყარნეს჻ ფრიდონს჻ ჰკადრეს჻ არ჻ დარიდნეს჻
1440. შეეკაზმა჻ ფრიდონ჻ შეჯდა჻ შეკაზმული჻ გამოვიდა჻ ხმა჻ შეიქნა჻ შეიყარნეს჻ რაზმი჻ ველთა჻ დაჰფარვიდა჻ იგი჻ მზენი჻ მოეგებნეს჻ ვის჻ ზამთარი჻ ვერ჻ დაზვრიდა჻ დაეხურა჻ ზარადები჻ პირსა჻ მათსა჻ უფარვიდა჻
1441. რა჻ ტარიელ჻ ფრიდონ჻ იცნა჻ თქვა჻ ვნახეო჻ ვინცა჻ მინა჻ მუზარადი჻ მოიხადა჻ გაიღიმა჻ გაიცინა჻ ფრიდონს჻ უთხრა჻ რასა჻ ჰლამი჻ ჩვენი჻ მოსლვა჻ რას჻ გეწყინა჻ პურად჻ ავი჻ მასპინძელი჻ მოგვეგებვი჻ ომად჻ წინა჻