... (პარიზული ხელნაწერი 10)

1384. ესე჻ უსტარი჻ დაწერა჻ შეკრა჻ და჻ წაცახვია჻ მან჻ მისცა჻ ფრიდონის჻ მონათა჻ ვარდმან჻ და჻ ვითა჻ იამან჻ შესთვალა჻ ზეპირ჻ რაცა჻ ხმდა჻ სრულად჻ მართ჻ ვითა჻ გია჻ მან჻ მათ჻ მარგალიტი჻ უჩვენის჻ ძოწისა჻ კარმან჻ ღიამან჻

1385. მოქარავნეთა჻ უბრძანა჻ საქმე჻ მიც჻ გითხარ჻ განაო჻ კარგად჻ მომიხდა჻ მოყვსობა჻ მე჻ თქვენი჻ მესვიანაო჻ რაცა჻ მინდოდა჻ ყველაი჻ ვქენ჻ ღმერთმან჻ მაგულვანაო჻ აწ჻ აღარა჻ მცალს჻ ბადრაგა჻ სხვა჻ წაიტანეთ჻ თანაო჻

1386. მონახა჻ პოვა჻ ავთანდილ჻ ნავი჻ მისისა჻ მხარისა჻ გამოემართა჻ იგი჻ მზე჻ პირითა჻ სავსე჻ მთვარისა჻ მაგრა჻ დაგდება჻ უმძიმდა჻ ფატმანის჻ გულმწუხარისა჻ მისთა჻ გამყრელთა჻ ნაკადი჻ ჩასდის჻ სისხლისა჻ ღვარისა჻

1387. ფატმან჻ უსენ჻ და჻ მონანი჻ ტირან჻ ცრემლითა჻ ცხელითა჻ იტყვიან჻ მზეო჻ რა჻ გვიყავ჻ დაგვწვენ჻ ცეცხლითა჻ მწველითა჻ რად჻ დაგვაბნელენ჻ შენისა჻ მოშორვებისა჻ ბნელითა჻ დაცაგვმარხეო჻ ხელითა჻ ჩვენისა჻ დამმარხველითა჻

ავთანდილისაგან გულანშაროთ წასულა და ტარიელის შეყრა჻

1388. გამოვლნა჻ ზღვანი჻ ავთანდილ჻ მგზავრითა჻ რითმე჻ ნავითა჻ პირმხიარული჻ აცორვებს჻ მართ჻ ოდენ჻ მარტო჻ თავითა჻ მას჻ შეყრა჻ ტარიელისა჻ უხარის჻ მით჻ ამბავითა჻ ხელგანპყრობილი჻ გულითა჻ არს჻ ღმრთისა჻ საესავითა჻

1389. მოწურვილ჻ იყო჻ ზაფხული჻ ქვეყნით჻ ამოსლვა჻ მწვანისა჻ ვარდის჻ ფურცლობის჻ ნიშანი჻ დრო჻ მათის჻ პაემანისა჻ ეტლის჻ ცვალება჻ მზისაგან჻ შეჯდომა჻ საროსტანისა჻ სულთქნა჻ რა჻ ნახა჻ ყვავილი჻ მან჻ უნახავმან჻ ხანისა჻

1390. აგურგუინდა჻ ცა჻ და჻ ღრუბელნი჻ ცროდეს჻ ბროლისა჻ ცვარითა჻ ვარდთა჻ აკოცა჻ ბაგითა჻ მითვე჻ ვარდისა჻ დარითა჻ უბრძანაგიჭვრეტ჻ თვალითა჻ გულტკბილად჻ შემხედვარითა჻ მისად჻ სანაცვლოდ჻ მოვილხენ჻ თქვენთანა჻ საუბარითა჻

1391. რა჻ მოიგონის჻ მოყვარე჻ სდინდიან჻ ცრემლნი჻ მწარენი჻ ტარიელისკენ჻ იარნა჻ მან჻ გზანი჻ საწყინარენი჻ უდაბურნი჻ და჻ უგზონი჻ უცხონი჻ რამე჻ არენი჻ სადაცა჻ ნახის჻ დახოცის჻ ლომვეფხნი჻ მოშამბნარენი჻

1392. ქვაბნი჻ გამოჩნდეს჻ იამა჻ იცნა჻ თქვა჻ იგი჻ კლდენია჻ სადაა჻ ჩემი჻ მოყვარე჻ და჻ ვისთვის჻ ცრემლი჻ მდენია჻ ღირს჻ ვარმცა჻ ვნახო჻ პირისპირ჻ უამბო჻ რაცა჻ მსმენია჻ არ჻ მოსრულ჻ იყოს჻ რაღა჻ ვქნა჻ ცუდ჻ ჩემი჻ განავლენია჻

1393. თუ჻ მოსრულა჻ უღონიოდ჻ შინა჻ ხანსა჻ არ჻ დაზმიდა჻ მინდორს჻ სადმე჻ წავიდოდა჻ მხეცისაებრ჻ ველთა჻ ჰვლიდა჻ სჯობს჻ თუ჻ შამბშამბ჻ წავიარო჻ იგონებდა჻ იხედვიდა჻ ესე჻ თქვა჻ და჻ მიუქცია჻ მინდორთაკე჻ წამოვიდა჻

1394. მიაცორვებს჻ და჻ იმღერის჻ მხიარულითა჻ გულითა჻ მართ჻ სახელდებით჻ უყივის჻ ხმითა჻ მით჻ სიხარულითა჻ ცოტაი჻ წავლო჻ გამოჩნდა჻ მზე჻ სინათლითა჻ სრულითა჻ შამბისა჻ პირსა჻ ტარიელ჻ დგას჻ ხრმლითა჻ მომახულითა჻

1395. ტარიელს჻ ლომი჻ მოეკლა჻ მით჻ ხრმალსა჻ სისხლი჻ სცხებოდა჻ შამბისა჻ პირსა჻ ქვეითი჻ დგა჻ ცხენი჻ არა჻ ხლებოდა჻ ყივილი჻ ავთანდილისა჻ ესმოდა჻ ეოცებოდა჻ შეხედნა჻ იცნა჻ გაიქცა჻ მისკენ჻ მირბოდა჻ ხლდებოდა჻

1396. ჴრმალი჻ გასტყორცა჻ ტარიელ჻ მიჰმართა჻ მისსა჻ ძმობილსა჻ ყმა჻ ცხენისაგან჻ გარდიჭრა჻ ჰგვანდა჻ ეტლისა჻ სწრობილსა჻ მათ჻ ერთმანერთსა჻ აკოცეს჻ ჰგვანან჻ ყელგარდაჭდობილსა჻ ხმა჻ შაქრისფერად჻ გაუხდა჻ ვარდსა჻ ხშირხშირად჻ პობილსა჻

1397. ტარიელ჻ მოთქვა჻ ტირილით჻ სიტყვა჻ ნატიფი჻ მჭევრები჻ სისხლისა჻ ღვარმან჻ შეღება჻ წითლად჻ გიშრისა჻ ტევრები჻ ალვასა჻ წყარო჻ ცრემლისა჻ მორწყავს჻ ნაკადი჻ ბევრები჻ რათგან჻ შენ჻ გნახე჻ რა჻ მგამა჻ პატიჟი჻ მჭირდეს჻ ბევრები჻

1398. ტარიელ჻ ტირს჻ და჻ ავთანდილ჻ სიცილით჻ ეუბნებოდა჻ გაღიმდის჻ ძოწი჻ გააპის჻ კბილთაგან჻ ელვა჻ ჰკრთებოდა჻ ეტყოდა჻ ვცანო჻ ამბავი჻ შენ჻ რომე჻ გეამებოდა჻ აწ჻ გაახლდების჻ ყვავილი჻ ვარდი჻ აქამდის჻ ჭნებოდა჻

1399. ამა჻ ამბავსა჻ გიამბობ჻ არს჻ ჩემგან჻ მონასმინები჻ მასცა჻ მოშორდა჻ საწუთრო჻ ვის჻ ჰგვანდეს჻ ფერად჻ მინები჻ კიდე჻ შემოგხსნის჻ ჯინჯილსა჻ ხელობისათვის჻ ვინ჻ ები჻ კვლა჻ მასვე჻ გიზამს჻ სოფელითუ჻ სჭმუნავ჻ რაცა჻ ინები჻

1400. ტარიელ჻ უთხრა჻ ჰე჻ ძმაო჻ კმარის჻ დღეს჻ რაცა჻ მლხენია჻ ყოველი჻ ჩემი჻ სალხინო჻ მინახავს჻ ნახვა჻ შენია჻ სხვად჻ ნუ჻ ყოს჻ ღმერთმან჻ წამალი჻ არცა჻ რა჻ მოგისმენია჻ კაცმანმცა჻ სოფელს჻ ვით჻ პოვა჻ რაც჻ არა჻ საქმე჻ ზენია჻

1401. რა჻ ტარიელ჻ არ჻ შესჯერდა჻ ავთანდილცა჻ არ჻ დაწყნარდა჻ მის჻ ამბისა჻ დაყოვნება჻ ვეღარ჻ გასძლო჻ აუჩქარდა჻ გამოიღო჻ რიდე჻ მისი჻ ვინ჻ ბაგეთა჻ ვარდი჻ ვარდა჻ რა჻ ტარიელ჻ ნახა჻ იცნა჻ გამოუღო჻ შემოვარდა჻

1402. წიგნი჻ და჻ კიდე჻ რიდისა჻ იცნა჻ და჻ გაცაშალა჻ მან჻ პირსა჻ დაიდვა჻ დაეცა჻ ვარდმან჻ ფერითა჻ მკრთალამან჻ სულნი჻ გაიქცნეს჻ მოდრიკა჻ თავი჻ გიშრისა჻ ტალამან჻ მისნი჻ ვერ჻ გასძლნეს჻ პატიჟნი჻ ვერ჻ კაენ჻ ვერცა჻ სალამან჻