... (Q-261), XVII ს.

1620. დედოფალმან: ლმობიერად: შევუნდობო: ესე: ბრძანა: მოიყუანა: რამაზ: მეფე: ჴელმწიფეთა: ათაყვანა: ყოვლით: კერძო: მომღერალთაჴმები: გაეთანისთანა: ჭირთა: მათთა: გარდაჴდილთა: ესე: ლხინი: შეაგუანა:

1621. ოქრო: თვალი: მარგალიტი: შუენიერი: სანახავად: ყოვლგნით: იდვის: ვითა: გორი: მოდის: ველთა: მოსარწყავად: ვისცა: სწადდის: ალაფობდის: წაიღიან: უკითხავად: მანდატური: არვის: სცვიდის: ბოლოს: ვინ: ჯდის: ანუ: თავად:

1622. ავთანდილ: და: ფრიდონისთა: სპათა: ეტყუის: მეფე: დიდი: სტუმარნი: ხართ: შოებისა: სირცხვილი: და: ნუ: გაქუსთ: რიდი: თვითოს: კაცსა: თვითო: ჯორი: მარგალიტი: ანაკიდი: ესე: მისცა: საბოძვარსა: სხვას: ყუელასა: ვერ: დავსთულიდი:

1623. ავთანდილ: და: ფრიდონისთვის: საბოძვარსა: ვინ: დასთუალავს: ვერ: გამოსთქუამს: სიმრავლესა: ენა: ამად: თავსა: კრძალავს: რაცა: ედვა: უკეთესსა: დედოფალი: არ: დამალავს: მათ: ხედავდა: მჴსნელად: მათად: ტკბილად: უჭურეტს: არა: მალავს:

1624. სრულნი: ჰინდონი: ავთანდილს: და: ფრიდონს: ღ~თად: ხადოდიან: თქუენგან: გუჭირს: კარგი: ყუელაი: მართ: ამას: მოიტყოდიან: ვითა: პატრონსა: სჭურეტდიან: რაც: სწადდის: მას: იტყოდიან: სადარბაზობლად: ნიადაგ: მათ: წინა: მოვიდოდიან:

1625. ტარიელ: რამაზ: მეფესა: უბოძვა: საბოძვარია: უბრძანა: ხარკსა: მამცემდი: მართ: ვითა: შენი: გვარია: მან: თაყუანისცა: პირისა: ქუე: მიწამდის: დამდებარია: წავიდა: მისი: მლოცველი: არ: ომთა: მომკვეხარია:

1626. ინდოთ: მეფე: უბრძანებდა: ასმათს: მისსა: შეკდომილსა: რაცა: შენ: ჰქენ: არ: უქმნია: არ: გამზრდელსა: არცა: ზრდილსა: აწ: ინდოეთს: სამეფოსა: მეშვიდესა: ერთსა: წილსა: ზედა: დაგსუამ: შენი: იყოს: გუმსახურებდი: ტკბილი: ტკბილსა:

1627. ვინცა: გწადდეს: ქმრად: შეირთე: სამეფოსა: ეპატრონე: მუნიდაღმა: გუმსახურებდი: თავი: შენი: დაგუამონე: ასმათ: ფერჴნი: გარდუკოცნა: შენგან: არის: ჩემი: ღონე: მონობისა: უკეთესი: რამც: ვიშოვნე: რამც: ვიქონე:

1628. ერთგან: სამთავე: ძმობილთა: დაყვნეს: ცოტანი: დღენია: თამაშობდიან: უსახოდ: მოუდიოდეს: ძღუენია: რა: მარგალიტი: ღარიბი: რა: უკეთესი: ცხენია: მაგრა: ავთანდილს: სურვილმან: დაღრეჯა: დააჩენია:

1629. ტარიელ: თქუა: ამა: ყმასა: ცოლისათვის: მოესურვა: უბრძანებდა: გული: შენი: ვიცი: ამად: მომემდურვა: აწ: ვაგლახ: მენ: ჭირი: შენი: გონებამან: შვიდი: თუ: რვა: მოგშორდები: საწუთრომან: ლხინი: ასრე: დამიშურვა:

1630. კულა: ფრიდონცა: დაეთხოვა: წავიდეო: სახლსა: ჩემსა: ზედა: ზედა: დავსტკეპნიდე: დარბაზსა: და: ამა: თემსა: სამსახურსა: მიბრძანებდი: უხუცესი: ვითა: მრწემსა: თქუენთვის: ასრე: მომსურდების: წყაროსათვის: ვით: ირემსა:

1631. მასცა: უბოძა: ფარმანი: წა: სახლი: მოიარეო: მე: ნუ: გამწირავ: მიახლე: ადრე: მობრუნდი: გარეო: ავთანდილს: უთხრა: უშენოდ: რამცაღა: გავიხარეო: რადგან: ისწრაფი: რაღა: ვქმნა: მიგელის: ლომსა: მთვარეო:

1632. როსტანისთუის: წაატანა: ძღუნად: ტურფა: ჯუბაჩები: კულა: ჭურჭელი: თუალთა: თლილთა: არ: კოვზები: არ: ჩამჩები: ჩემაგიერ: მიუტანე: წაო: ნურას: მეურჩები: ავთანდილ: თქუა: არა: ვიცი: მე: უშენოდ: ვით: დავრჩები:

1633. ქალსა: ქალმან: გაუგზავნა: ყაბაჩა: და: ერთი: რიდე: რომე: ჩაცმა: დაბურვასა: ვინ: ღირს: იყო: მათგან: კიდე: ერთი: თვალი: წამღებელმან: ვერა: თქუას: თუ: ცუდად: ვზიდე ღამე: მზეებრ: განანათლოს: ჩნდის: სადაცა: შეხედვიდე:

1634. ავთანდილ: შეჯდა: წავიდა: ტარიას: გაესალამა: იგი: ორნივე: გაყრისა: დაწვნა: ცეხლისა: ალამა: სრულად: ინდონი: მისტირან: ცრემლმან: მინდორი: დალამა: ავთანდილ: იტყუის: მომკლაო: სოფლისა: მე: სამსალამა:

1635. ერთგან: ფრიდონ: და: ავთანდილ: იარნეს: დღენი: მცირენი: გზამან: გაჰყარნა: წავიდეს: თავის: თავს: ანატირენი: კარგად: მოუჴდეს: მათ: მათნი: საქმენი: დანაპირენი: ავთანდილ: მიჰჴდა: არაბეთს: ნახნა: არ: ცუდნი: ჭირენი:

1636. გამოეგებნეს: არაბნი: სამეფო: დააშვენა: მან: ნახა: მზე: მისი: მირიდა: მისთა: სურვილთა: წყენამან: მის: თანა: ტახტსა: დავეჯდა: ილხინა: მჭურეტთა: ლხენამან: გააჴელმწიფა: გუირგუინი: ზეცით: მოსრულმან: ზენამან:

1637. მათ: სამთავე: ჴელმწიფეთა: ერთმანერთი: არა: სძულდეს: ერთმანერთსა: ნახვიდიან: საწადელნი: გაუსრულდეს: ბრძანებისა: შემცილენი: მათთა: ჴრმალთა: დავეწყლულდეს: მოიმატეს: სამეფონი: გაჴელმწიფდეს: გამორჭმულდეს:

1638. ფრიდონცა: ესვა: მოყუარედ: მათ: წინა: მიიყუანიან: ერთმანერთისა: მეშველთა: მებრძოლნი: იმაჯანიან: მათთა: ურჩთა: და: შემკადრთა: მიწები: ააკუანიან: ორგულთა: მკლავნი: შემუსრნეს: ერთგულნი: აგულვანიან:

1639. ყოვლთა: სწორად: წყალობასა: ვითა: თოვლსა: მოათოვდეს: ობოლ: ქურივნი: დაამდიდრნეს: და: გლახაკნი: არ: ითხოვდეს: ავის: მქმნელნი: დააშინნეს: კრავნი: ცხუართა: ვერა: სწოვდეს: შიგა: მათთა: საბრძანისთა: თხა: და: მგელი: ერთად: სძოვდეს: