... (პარიზული ხელნაწერი 10)

1346. სხვად჻ ამბავი჻ აქაური჻ მეტი჻ რამცა჻ მოგიწერე჻ ქაჯთა჻ მეფე჻ არ჻ მოსრულა჻ არცა჻ მოვლენ჻ ქაჯნი჻ ჯერე჻ მაგრამ჻ სპანი჻ უთვალავნი჻ მცვენ჻ და჻ მათი჻ სიალფერე჻ რასა჻ ჰქვიან჻ ძებნა჻ ჩემი჻ არ჻ ეგების჻ დაიჯერე჻

1347. ვინცაღა჻ ჩემი჻ მძებნელი჻ მოსრულა჻ ცუდ჻ მაშვრალია჻ იჭირვის჻ იწვის჻ ენთების჻ ჩემი჻ სწვავს჻ ცეცხლებრ჻ ალია჻ მაგრა჻ მას჻ ვჰნატრი჻ უნახავს჻ მზე჻ ამად჻ არ჻ დამზრალია჻ უმისოდ჻ ჩემი჻ სიცოცხლე჻ ვამე჻ რა჻ დიდი჻ ბრალია჻

1348. შენ჻ ამბავი჻ არ჻ გიამბე჻ მაშინ჻ ამად჻ დაგიმალე჻ ვერ჻ იტყოდა჻ ენა჻ ჩემი჻ თავი჻ ჭირთა჻ გავაკრძალე჻ გეაჯები჻ საყვარელსა჻ შემახვეწე჻ შემაბრალე჻ ნუ჻ წამოვა჻ ძებნად჻ ჩემად჻ მიუწერე჻ შეცასთვალე჻

1349. მერომ჻ მჭირს჻ კმარის჻ ნუ჻ მომკლავს჻ ამისითავე჻ სწორითა჻ მას჻ მკვდარსა჻ ვნახავ჻ მოვკვდები჻ მე჻ სიკვდილითა჻ ორითა჻ ვერას჻ ვინ჻ მარგებს჻ დასტურად჻ ვიცი჻ არ჻ რამე჻ ჭორითა჻ არ჻ დაგმორჩილდეს჻ დამქოლე჻ შავისა჻ ქვისა჻ ყორითა჻

1350. გეთქუა჻ ნიშნისა჻ გაგზავნა჻ აწ჻ ესე჻ განამჟღავნია჻ მისეულთავე჻ რიდეთა჻ ნაკვეთი჻ გამიგზავნია჻ ესენი჻ ჩემთვის჻ მის჻ გამო჻ ტურფანი჻ სანახავნია჻ თუცა჻ თუ჻ ფერად჻ ბედისა჻ ჩემისა჻ მსგავსად჻ შავნია჻

წიგნი჻ ნესტან჻ დარეჯანისა჻ საყუარელთან჻ მიწერილი჻

1351. აწ჻ საყვარელსა჻ მიუწერს჻ გულამოსკვნილი჻ მტირალი჻ მისმანვე჻ ცრემლმან჻ დაუვსის჻ ვის჻ ედებოდა჻ ვის჻ ალი჻ დაწერა჻ წიგნი჻ მსმენელთა჻ გულისა჻ გასაგმირალი჻ ვარდი჻ გააპის჻ გამოჩნდის჻ მუნ჻ ბროლი჻ გამომჭვირვალი჻

1352. ჰე჻ ჩემო჻ ესე჻ უსტარი჻ არს჻ ჩემგან჻ მონაღვაწები჻ ტანი჻ კალმად჻ მაქვს჻ კალამი჻ ნაღველსა჻ ამონაწები჻ მე჻ გული჻ შენი჻ ქაღალდად჻ გულსავე჻ ჩემსა჻ ვაწები჻ გულო჻ შავგულო჻ დაბმულხარ჻ ნუ჻ აეხსნები჻ აწ჻ ები჻

1353. ხედავცა჻ ჩემო჻ სოფელი჻ რათა჻ საქმეთა჻ მქმნელია჻ რაზომცა჻ ჰნათობს჻ სინათლე჻ ჩემთვის჻ ეგრეცა჻ ბნელია჻ ბრძენნი჻ იცნობენ჻ სწუნობენ჻ მით჻ მათგან჻ საწუნელია჻ უშენოდ჻ ჩემი჻ სიცოცხლე჻ ვამე჻ რა჻ დიდი჻ ძნელია჻

1354. ხედავ჻ ჩემო჻ ვით჻ გაგვყარნა჻ სოფელმან჻ და჻ ჟამმან჻ კრულმან჻ ვეღარ჻ გნახე჻ საყვარელი჻ მხიარული჻ მხიარულმან჻ ნეტარ჻ რა჻ ქნას჻ უშენომან჻ გულმან჻ შენგან჻ დალახვრულმან჻ გაგიცხადა჻ დამალული჻ გონებამან჻ დაფარულმან჻

1355. შენმან჻ მზემან჻ აქანამდის჻ შენ჻ ცოცხალ჻ არ჻ მეგონე჻ ჩემი჻ მეთქვა჻ გარდასრულდა჻ სიცოცხლე჻ და჻ ყოვლი჻ ღონე჻ აწ჻ რა჻ მესმა჻ შემოქმედი჻ ვადიდე჻ და჻ ღმერთსა჻ ვჰმონე჻ ჩემი჻ ყველა჻ აქანამდის჻ ჭირი჻ ლხინსა჻ შევაწონე჻

1356. შენი჻ სიცოცხლე჻ მეყოფის჻ ჩემად჻ იმედად჻ გულისად჻ გულისა჻ ერთობ჻ წყლულისა჻ და჻ ასრე჻ დადაგულისად჻ მომიგონებდე჻ გახსოვდე჻ მე჻ შენთვის჻ დაკარგული჻ სად჻ ვზი჻ მზრდელი჻ სიყვარულისა჻ მის჻ ჩემგან჻ დანერგულისად჻

1357. სხუად჻ ჩემო჻ ჩემი჻ ამბავი჻ ჩემგან჻ არ჻ მოგეწერების჻ ენა჻ დაშვრების჻ მოსმენით჻ არვისგან჻ დაიჯერების჻ ფატმან჻ წამგვარა჻ გრძნეულთა჻ ღმერთიმცა჻ მას჻ ეტერების჻ აწ჻ კვლა჻ ქნა჻ იგი჻ სოფელმან჻ რაცა჻ მას჻ შეეფერების჻

1358. აწ჻ სოფელმან჻ უარესი჻ ჭირი჻ ჭირსა჻ მომისართა჻ არ჻ დასჯერდა჻ ბედი჻ ჩემი჻ მას჻ პატიჟთა჻ მრავალგვართა჻ კვლაცა჻ მიმცა჻ შესაპყრობლად჻ ქაჯთა჻ ძნელად჻ საომართა჻ ბედმან჻ გვიყო჻ ყველაკაი჻ ჩემო჻ რაცა჻ დაგვემართა჻

1359. ციხეს჻ ვზი჻ ეზომ჻ მაღალსა჻ თვალნი჻ ძლივ჻ გარდასწვდებიან჻ გზა჻ გვირაბითა჻ შემოვა჻ მცველნი჻ მუნ჻ ზედა჻ დგებიან჻ დღისით჻ და჻ ღამით჻ მოყმენი჻ ნობათსა჻ არ჻ დასცდებიან჻ მათთა჻ შემბმელთა჻ დაჰხოცენ჻ მართ჻ ცეცხლად჻ მოედებიან჻

1360. ნუ჻ თუ჻ ესენი჻ გეგონნეს჻ სხვათა჻ მებრძოლთა჻ წესითა჻ ნუცა჻ მე჻ მომკლავ჻ ჭირითა჻ ამისგან჻ უარესითა჻ შენ჻ მკვდარსა჻ გნახავ჻ დავიწვი჻ ვითა჻ აბედი჻ კვესითა჻ მოგშორდი჻ დამთმე჻ გულითა჻ კლდისაცა჻ უმაგრესითა჻

1361. შენ჻ საყუარელო჻ ნუ჻ სჭმუნავ჻ ჭმუნვითა჻ ამისთანითა჻ ჩემი჻ სთქვა჻ სხვათა჻ მიჰხვდაო჻ იგი჻ ალვისა჻ ტანითა჻ არამ჻ სიცოცხლე჻ უშენოდ჻ ვარ჻ აქამდისცა჻ ნანითა჻ ან჻ თავსა჻ კლდეთა჻ ჩავიქცევ჻ ანუ჻ მოვიკლავ჻ დანითა჻

1362. შენმან჻ მზემან჻ უშენოსა჻ არვის჻ მიხვდეს჻ მთვარე჻ შენი჻ შენმან჻ მზემან჻ ვერვის჻ მიჰხვდეს჻ მოცავიდენ჻ სამნი჻ მზენი჻ აქა჻ თავსა჻ გარდავიქცევ჻ ახლოს჻ მახლვან჻ დიდნი჻ კლდენი჻ სული჻ ჩემი჻ შეივედრე჻ ზეცით჻ მომხვდენ჻ ნუთუ჻ ფრთენი჻

1363. მზე჻ უშენოდ჻ ვერ჻ იქნების჻ რათგან჻ შენ჻ ხარ჻ მისი჻ წილი჻ განაღამცა჻ მას჻ იახელ჻ მისი჻ ეტლი჻ არ჻ თუ჻ წბილი჻ მუნა჻ გნახო჻ მანდვე჻ გსახო჻ განმინათლო჻ გული჻ ჩრდილი჻ თუ჻ სიცოცხლე჻ მწარე჻ მქონდა჻ სიკვდილიმცა჻ მქონდა჻ ტკბილი჻

1364. მე჻ სიკუდილი჻ აღარ჻ მიმძიმს჻ შემოგვედრებ჻ რადგან჻ სულსა჻ მაგრა჻ შენი჻ სიყვარული჻ ჩავიტანე჻ ჩამრჩა჻ გულსა჻ მომეგონოს჻ მოშორვება჻ მემატების჻ წყლული჻ წყლულსა჻ ნუცა჻ მტირ჻ და჻ ნუცა჻ მიგლოვ჻ ჩემო჻ ჩემსა჻ სიყვარულსა჻