1308. გულითა჻ ღმერთსა჻ ადიდებს჻ ავთანდილ჻ ცრემლთა჻ მდენელი჻ თქვა჻ ღმერთო჻ გმადლობ჻ რომელი჻ ხარ჻ ჭირთა჻ მომალხენელი჻ ყოფილი჻ მყოფი჻ უფქმელი჻ ყურთაგან჻ მოუსმენელი჻ წყალობა჻ თქვენი჻ იჩქითად჻ არს჻ ჩვენი჻ გარ჻ მომფენელი჻
1309. მის჻ ამბისა჻ ცნობისათვის჻ ცრემლით჻ ღმერთსა჻ ადიდებდა჻ ფატმან჻ ეჭვდა჻ თავისათვის჻ ამად჻ ცეცხლსა჻ კვლა჻ იდებდა჻ ყმა჻ ნამუსსა჻ ინახევდა჻ სიყვარულსა჻ იფერებდა჻ ფატმან჻ ყელსა჻ ეხვეოდა჻ პირსა჻ მზესა჻ აკოცებდა჻
1310. მას჻ ღამით჻ ფატმან჻ იამა჻ ავთანდილ჻ თანა჻ წოლითა჻ ყმა჻ უნდოგვარად჻ ეხვევის჻ ყელსა჻ ყელითა჻ ბროლითა჻ ჰკლავს჻ თინათინის჻ გონება჻ ძრწის჻ იდუმლითა჻ ძრწოლითა჻ გული჻ მხეცქმნილი჻ გასჭრია჻ მხეცთავე჻ თანა჻ რბოლითა჻
1311. ავთანდილ჻ მალვით჻ ცრემლსა჻ სწვიმს჻ სდის჻ ზღვათა჻ შესართავისად჻ შიგან჻ მელნისა჻ მორევსა჻ ცურავს჻ გიშრისა჻ ნავი჻ სად჻ იტყვის჻ თუ჻ მნახეთ჻ მიჯნურნოიგი჻ ვინ჻ ვარდი჻ ა჻ ვისად჻ უმისოდ჻ ნეხვთა჻ ზედა჻ ვზი჻ ბულბული჻ მსგავსად჻ ყვავისად჻
1312. მუნ჻ ცრემლნი჻ მისგან჻ ნადენნი჻ ქვათაცა჻ დასალბონია჻ გიშრისა჻ ტევრსა჻ აგუბებს჻ ვარდისა჻ ველსა჻ ფონია჻ ფატმან჻ მას჻ ზედა჻ იხარებს჻ მართ჻ ვითა჻ იადონია჻ თუ჻ ყვავი჻ ვარდსა჻ იშოვნის჻ თავი჻ ბულბული჻ ჰგონია჻
1313. გათენდა჻ ბანად჻ წავიდა჻ მზე჻ სოფელს჻ შუქნაკიდები჻ დიაცმან჻ უძღვნა჻ მრავალი჻ კაბა჻ ყაბაჩა჻ რიდები჻ მრავალი჻ ფერი჻ სურნელი჻ ტურფა჻ პერანგი჻ წმიდები჻ რაცა჻ გწადდესო჻ ჩაიცვი჻ მე჻ ნურას჻ ნუ჻ მერიდები჻
1314. ავთანდილ჻ თქვა჻ საქმე჻ ჩემი჻ გავაცხადო჻ ამა჻ დღესა჻ სამოსისა჻ ვაჭრულისა჻ ცმა჻ აქამდის჻ დაეწესა჻ მას჻ დღე჻ ყოვლი჻ საჭაბუკო჻ შეიმოსა჻ ტანსა჻ მხნესა჻ მოიმატა჻ დაშვენება჻ დაემსგავსა჻ ლომი჻ მზესა჻
1315. ფატმანს჻ პური჻ შეეკაზმა჻ ავთანდილის჻ საწვეველად჻ ყმა჻ შევიდა჻ მოკაზმული჻ მხიარულად჻ არ჻ პირბნელად჻ ფატმან჻ ნახა჻ გაუკვირდა჻ ვაჭრულისა჻ უმოსელად჻ შემოსცინნა჻ აგრე჻ სჯობსო჻ შენთვის჻ ხელთა჻ სასურველად჻
1316. ფატმან჻ მისსა჻ შვენებასა჻ მეტისმეტად჻ ჰკვირდებოდა჻ მან჻ პასუხი჻ არა჻ გასცა჻ თავისწინა჻ ღიმდებოდა჻ შეეტყვების჻ არ჻ მიცნობსო჻ რა჻ რეგგვანდა჻ რა჻ გვარ჻ ხმობდა჻ თუცა჻ რასმე჻ იფერებდა჻ მეტი჻ არა჻ ჰგავიდოდა჻
1317. პური჻ ჭამეს჻ გაიყარნეს჻ ყმა჻ მივიდა჻ მისსა჻ შინა჻ ღვინოსმული჻ მხიარული჻ დაწვა჻ ამოდ჻ დაიძინა჻ საღამოჟამს჻ გაიღვიძა჻ შუქი჻ ველთა჻ მოაფინა჻ ფატმან჻ უხმო჻ მოდი჻ მნახე჻ მარტო჻ ვარო჻ თავისწინა჻
1318. ფატმან჻ მივიდა჻ ავთანდილს჻ ხმა჻ ესმა჻ მისგან჻ ოხისა჻ იტყოდა჻ მომკლავს჻ უცილოდ჻ ტანი჻ ალვისა჻ მო჻ ხისა჻ გვერდსა჻ დაისვა჻ ბალიში჻ მისცა჻ მისისა჻ ნოხისა჻ ვარდისა჻ ბაღსა჻ უჩრდილობს჻ ჩრდილი჻ წამწამთა჻ ქოხისა჻
1319. ავთანდილ჻ ბრძანა჻ ჰე჻ ფატმან჻ ვიცი჻ ეს჻ საქმე჻ შენია჻ დაჰკრთები჻ ამა჻ ამბავსა჻ მართ჻ ვითა჻ გველნაკბენია჻ მაგრა჻ აქამდის჻ მართალი჻ შენ჻ ჩემი჻ არა჻ გსმენია჻ ჩემნი჻ მომკლველნი჻ წამწამნი჻ შავნი჻ გიშრისა჻ ხენია჻
1320. გგონივარ჻ ვინმე჻ ვაჭარი჻ პატრონი჻ ქარავანისა჻ მე჻ ვარ჻ სპასპეტი჻ მაღლისა჻ მეფისა჻ როსტევანისა჻ თავადი჻ სპისა჻ დიდისა჻ მათისა჻ შესაგვანისა჻ მაქვს჻ პატრონობა჻ მრავლისა჻ საჭურჭლეზარადხანისა჻
1321. შენ჻ გიცი჻ კარგი჻ მოყვარე჻ ერთგული჻ მისანდობელი჻ მათ჻ უვის჻ ერთი჻ ასული჻ მზე჻ ხმელთა჻ მანათობელი჻ იგია჻ ჩემი჻ დამწველი჻ და჻ ჩემი჻ დამადნობელი჻ მან჻ გამომგზავნა჻ დავაგდე჻ პატრონი჻ მათი჻ მშობელი჻
1322. რომე჻ შენ჻ ქალი჻ გყოლია჻ მე჻ ძებნად჻ მისვე჻ ქალისად჻ მივლია჻ ყოვლი჻ ქვეყანა჻ მის჻ მზისა჻ მონაცვალისად჻ მისთვის჻ გაჭრილი჻ მინახავს჻ წევს჻ ლომი჻ ფერნამკრთალი჻ სად჻ გამცუდებელად჻ თავისად჻ მის჻ გულისა჻ და჻ ძალისად჻
1323. ავთანდილ჻ ფატმანს჻ ყოველი჻ უთხრა჻ ამბავი჻ თავისა჻ ამბავი჻ ტარიელისა჻ შემოსვა჻ ვეფხის჻ ტყავისა჻ უბრძანა჻ შენ჻ ხარ჻ წამალი჻ ჯერ჻ შენგან჻ უნახავისა჻ ღონე჻ წამწმისა჻ ხშირისა჻ ყორნის჻ ფრთებნაფუშავისა჻
1324. მოდი჻ და჻ ფატმან჻ მეწიე჻ ვეცადნეთ჻ მისსა჻ რგებასა჻ ვუშველოთ჻ იგი჻ მნათობნი჻ ნუთუ჻ მიეცნენ჻ შვებასა჻ ვინცა჻ სცნობს჻ კაცი჻ ყველაი჻ ჩვენსა჻ დაიწყებს჻ ქებასა჻ ნუთუ჻ კვლა჻ მიხვდენ჻ მიჯნურნი჻ ერთმანერთისა჻ ხლებასა჻
1325. მომგვარე჻ ქაჯეთს჻ გავგზავნოთ჻ იგივე჻ მონა჻ გრძნეული჻ ქალსა჻ ვაცნობოთ჻ ყველაი჻ ამბავი჻ ჩვენგან჻ ცნეული჻ მანცა჻ გვაცნობოს჻ მართალი჻ ვქნათ჻ მისი჻ გამორჩეული჻ ღმერთმან჻ ქნას჻ ქაჯთა჻ სამეფო჻ მოგესმას჻ ჩვენგან჻ ძლეული჻
1326. ფატმან჻ თქვა჻ ღმერთსა჻ დიდება჻ საქმენი჻ მომხვდეს჻ მო჻ რანი჻ დღეს჻ რომე჻ მესმნეს჻ ამბავნი჻ უკვდავებისა჻ სწორანი჻ მოგვარა჻ მონა჻ გრძნეული჻ შავი჻ მართ჻ ვითა჻ ყორანი჻ უბრძანა჻ ქაჯეთს჻ გაგგზავნი჻ წა჻ გზანი჻ გისხენ჻ შორანი჻
1327. აწ჻ გამოჩნდების჻ სახმრობა჻ ჩემთვის჻ შენისა჻ გრძნებისა჻ ფიცხლად჻ დამივსე჻ სახმილი჻ შენ჻ ჩემთა჻ ცეცხლთა჻ გზნებისა჻ მას჻ მზესა჻ ჰკადრე჻ მიზეზი჻ მისისა჻ განკურნებისა჻ მან჻ უთხრა჻ ხვალე჻ მოგართვა჻ ყოვლი჻ ამბავი჻ ნებისა჻